ორშაბათიდან ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა
რეიტინგის მხრივ, გასულ კვირას მამაკაცთა ტურში მთავარი მოვლენა - კეი ნიშიკორის მეოთხე ადგილი იყო. იაპონელს დიდი ხანია შეეძლო პირველ ოთხეულში შესვლა, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ არასტაბილურად გამოდიოდა.

კეი 2 ნოემბრიდან იმყოფებოდა მეხუთე ადგილზე. უფრო ზემოთ ასვლის საშუალება მას მისცა ორ პატარა ტურნირზე წარმატებულმა სერიამ. მან მოიგო ტურნირი მემფისში, ერთი კვირის შემდეგ კი მხოლოდ ფინალი წააგო აკაპულკოში. შესაბამისად, იაპონელმა შეავსო ქულათა მარაგი, იმ დროს, როცა მისმა მთავარმა კონკურენტმა ენდი მარეიმ უკან დაიხია.

იაპონელისთვის მეოთხე ადგილი - საუკეთესო შედეგია კარიერაში. ამასთან, როლან გაროსამდე ოთხეულში ადგილის შენარჩუნება მისთვის რთული იქნება, რადგან გასულ წელს კარგად გამოვიდა ბარსელონასა და მადრიდის ტურნირებზე, რომლებზეც 1100 ქულა აიღო. სამაგიეროდ, იაპონელის დიდი იმედები უკავშირდება როლან გაროსს, სადაც ის შარშან პირველ წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

ბორნა ჩორიჩმა დაიწყო მასზე გაცემული ავანსების გამართლება. დუბაიში ხორვატი ახალი თაობის საუკეთესო მოთამაშეს ჰგავდა. ნახევარფინალში გასვლამ მას საშუალება მისცა, მეცხრე ათეულიდან ზემოთ ასულიყო. ბუნებრივია, 61-ე ადგილი ჩორიჩის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბორნასთვის მთავარი ის არის, რომ ახლა ის, პრაქტიკულად, ყველა დიდი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.

ქალებს შორის წინა პლანზე დოჰას ტურნირის ფინალისტები იყვნენ. ვიქტორია აზარენკამ, როგორც იქნა, დაიწყო ელიტაში დაბრუნება. ყატარში ფინალში გასვლით ბელორუსი 10 საფეხურით ავიდა ზემოთ და ახლა 38-ე პოზიციაზეა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. უიმბლდონამდე აზარენკას ყველა ქულა პლუსში წავა. თუ ორ უახლოეს დიდ ტურნირზე (ინდიან უელსი და მაიამი) ვიქტორია თავის ჩოგბურთს ითამაშებს, მას ტოპ-ოცეულში დაბრუნება განაღდებული ექნება. ამ მომენტისთვის აზარენკას TOP20-მდე 752 ქულა აშორებს.

დოჰას ტურნირის გამარჯვებულმა ლუსი საფაროვამ კარიერული რეკორდი განაახლა. ჩეხმა 28 წლის ასაკში პირველად გაიმარჯვა "პრემიერის" კატეგორიაში და მე-11 ადგილზე გადავიდა. ათეული მისთვის ძალიან ახლოსაა. მით უმეტეს, რომ გრუნტის ტურნირებზე შარშან ჩეხი ვერ ბრწყინავდა - არსად მეოთხედფინალზე შორს არ წასულა.

მის კონკურენტებს კი, პირიქით, ქულების დაცვის რთული გრაფიკი აქვთ. მაგალითად, იმავე ანდრეა პეტკოვიჩს, რომელიც მე-10 ადგილზეა, რეიტინგის მესამედი ნაწილი როლან გაროსის ნახევარფინალისგან აქვს.

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 165

2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 205

3(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 675

4(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 415

5(3). ენდი მარეი (ბრიტ) 5 370

6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 4 980

7(7). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 595

8(9). დავიდ ფერერი (ესპ) 4 535

9(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 340

10(11). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 450

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 592

2(2). მარია შარაპოვა (რუს) 8 215

3(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 571

4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6 395

5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 730

6(6). ანა ივანოვიჩი (სერ) 4 425

7(7). ეჟენი ბუშარი (კან) 4 305

8(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 065

9(9). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 420

10(10). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 3 190

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია