"მაკლარენმა" მოგვატყუა?
როგორც უკვე ვწერდით, ბარსელონას ტესტებზე ესპანელი ფერნანდო ალონსოს ავარიის ოფიციალურ მიზეზად ქარის ძლიერი ნაკადი დასახელდა, რის გამოც პილოტმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა.

თუმცა გულშემატკივრებს, მიმომხილველებსა და პილოტებს შორის სხვადასხვა ჭორი დადის და ყოველდღე ავარიის განსხვავებული ვერსია ვრცელდება.

ტელეარხმა Sky Italia-მ გამოაცხადა, რომ ალონსო ელაპარაკა თავის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხერხემლის არეში ძლიერი ტკივილის შესახებ. ეს იქამდე მოხდა, სანამ ფერნანდო ბოლიდზე კონტროლს დაკარგავდა და ბეტონის კედელს შეეჯახებოდა. კომენტატორმა აღნიშნა, რომ მართალია, ესპანელის სიტყვები არ არის იმის დამამტკიცებელი, რომ პილოტმა დენის დარტყმა მიიღო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აქარწყლებს გუნდის ოფიციალურ ვერსიას.

გაზეთ La Repubblica-ს მოჰყავს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, ფაბრიციუ ბარბაცუს სიტყვები: "ფერნანდომ 600 ვატის სიმძლავრის ელექტროდარტყმა მიიღო, რასაც სერიოზული გართულება მოჰყვა: მხედველობის პრობლემა და ვენების დროებითი დახშობა".

თავისი აზრი გამოთქვა ფორმულა 1-ის კიდევ ერთმა ყოფილმა პილოტმა რენე არნუმ:

"ალონსოსთვის ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის არ ყოფილა გასაკვირი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ფერნანდომ ფიზიკური ზემოქმედება ჯერ კიდევ შეჯახებამდე მიიღო. თავად გამოვდიოდი ფორმულა 1-ში და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. მის ავტომობილს გვერდითი დარტყმა ჰქონდა, თანაც არც ისე ძლიერი, რომ ისეთი მძიმე შედეგები გამოეწვია, როგორიც ალონსოს შემთხვევაში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მან ჯერ კიდევ დარტყმამდე იგრძნო თავი ცუდად".

სხვათა შორის ამ ჭორებს, შესაძლოა, სერიოზული სკანდალი მოჰყვეს. ჩემპიონატის ზოგიერთი გუნდი ავსტრალიაში პირველი ეტაპის ბოიკოტირებას აპირებს. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ "მაკლარენის" პოზიციის გამო და მიაჩნიათ, რომ ბრიტანულმა საჯინიბომ ინციდენტის ყველა მონაცემი უნდა გამოაქვეყნოს. გუნდები შიშობენ, რომ სიტუაცია, შესაძლოა, ავსტრალიის გრანპრის დროს განმეორდეს.

ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე გუნდი, რომელთა სახელებს არ ამბობენ, ბოიკოტზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის გრანპრი 15 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას არ მიიღებს ალონსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა