თბილისის "დიდი პრიზის" ტურნირის დაწყებამდე ბევრიც აღარაფერი დარჩა
თბილისის "დიდი პრიზის" ტურნირის დაწყებამდე ბევრიც აღარაფერი დარჩა - 20-22 მარტს ტარდება სპორტის სასახლეში. ქართული მხარე კარგა ხნის წინ შეუდგა ამ შეჯიბრებისთვის მზადებას, თუმცა ამჯერად საორგანიზაციო ნოვაციების ნაცვლად, მონაწილეთა შემადგენლობასა და ტურნირის სიძლიერეზე ვისაუბრებთ.

უკვე დასრულდა წინასწარი განაცხადების წარდგენის ვადა, ჩვენს ტურნირში მონაწილეობის სურვილი კი 46-მა ქვეყანამ გამოთქვა. ამათგან მათი უმეტესობა ევრაზიიდანაა, ყველაზე ფართოდ კი ევროპა იქნება წარმოდგენილი - ჩვენი ჩათვლით, 33 გუნდი.

ჩამოვლენ ისეთი ძლიერი ნაკრებები, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, რუსეთი, უკრაინა, უნგრეთი, ესპანეთი, ისრაელი, საბერძნეთი, რომლებსაც გვერდს რუმინეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ისრაელი, ირლანდია, მოლდოვა, ჩერნოგორია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი და სხვები დაუმშვენებენ.

სამწუხაროდ, საფრანგეთი უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოდის. მთლად უძლიერესი გუნდით არა, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი ფალავნებით გვესტუმრებიან რუსები: ევროპის ჩემპიონი ალიმ გადანოვი (73, თუმცა მას წონითი კატეგორია შეუცვლია - აქამდე 66-ში ჭიდაობდა), ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი, ალან ხუბეცოვი (ორივე - 81), ევროპის ფინალისტი გრიგორი სულემინი, ხუსეინ ხალმურზაევი (90), ადლან ბისულთანოვი, ანტონ კრივობოკოვი, ასლან კამბიევი (+100) - ეს ბიჭები რუსეთის მთავარ გუნდში მოხვედრის რეალური პრეტენდენტები არიან და ჩვენი ფალავნების ცოდვაც ხშირად დაუდიათ.

ჩამოდის გორელი რობერტ მშვიდობაძეც 60 კილოგრამში. სხვათა შორის, რუსეთის ნაკრები ერთადერთი უცხოური გუნდია, რომელიც ვაჟთა 14-კაციან კვოტას სრულად იყენებს.

ევროპელთაგან უპირველესი და ყველაზე ძლიერი შემადგენლობით ჰოლანდია ჩამოდის: ხეროენ მოორენი (60), იუნიორ დეგენი (66), დექს ელმონტი, სამ ვან ტ ვესტენდე (ორივე - 73), ფრანკ დე უაიტი, ნაელ ვან დე კამერი (81), გილიომ ელმონტი, ნაელ ვან ტ ენდე (90), ხენკ ხროლი, მიხაელ კორელი (100), როი მეიერი (+100).

გერმანიას არ ჰყავს ასეთი ტიტულოვანი ფალავნები, მაგრამ ყველა ლიდერი მოჰყავს: ტობიას ენგლმაიერი (60), რენე შნაიდერი (66), კრისტოფერ ვიოლეკი (73), სვენ მარეში (81), მარკ ოდენტალი (90), დმიტრი პეტერსი, კარლ-რიხარდ ფრეი (ორივე - 100), ანდრე ბრაიტბარტი, სვენ ჰაინლე (ორივე - +100).

უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვლენ აზერბაიჯანელები და სომხები, ბერძნებს კი ოთხი ფალავანი ჰყავთ და ყველა ან სრულად (ილიას ილიადისი, რომან მასტოპულოსი), ან დედით ქართველია (გეორგიოს აზოიდისი, ალექსიოს ნტანაციდისი).

უმთავრესი ლიდერებით ჩამოდის უნგრეთიც, რომელსაც ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მიკლოშ უნგვარიც (73) ეყოლება და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი კრისტიან ტოტიც (90). უკრაინასაც ჩამოჰყავს გიორგი ზანთარაია (66) სხვა ლიდერებთან ერთად და დანარჩენი გუნდებიც ფავორიტებით გვესტუმრებიან.

საკმაოდ სოლიდურია აზიური დესანტი, ოღონდ არ იქნებიან მათი ლიდერები - იაპონია და სამხრეთი კორეა, თუმცა იქიდან 8 გუნდი გვეწვევა - ჩინეთი, ერაყი, ჩრდილოეთი კორეა, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, მონღოლეთი და საუდის არაბეთი. ამათგან ერაყი და საუდის არაბეთი, სიძლიერის თვალსაზრისით, ბევრს ვერაფერს შემატებენ ჩვენს ტურნირს, რადგან ძიუდოს განვითარებას ახლა იწყებენ, მაგრამ მათი გამოჩენა მაინც საყურადღებოა, როგორც დასტური არაბულ სამყაროში ძიუდოს პოპულარობის ზრდისა.

აზიიდან ყველაზე ძლიერი გუნდით მონღოლები ჩამოდიან, რომლებსაც, ფაქტობრივად, ყველა უმთავრესი ფალავანი მოჰყავთ, თუმცა არ იქნებიან მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი (60), მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი (66) და ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი (100).

ამის მიუხედავად, მაინც ძლიერი შემადგენლობა ეყოლებათ: მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა (60), ტუმურკულეგ დავაადორჯი (66), ოლიმპიური პრიზიორი ნაიმ-ოშირ საინჯარგალი (73), უუგანბაატარ ოტგონბაატარი (81), ტცოგტგერელ ხუტაგი (90), იანჩივდორჯ ბუნდორჯი (100) და ტემუულენ ბატულგა (+100). მათ ორ-ორი ფალავანი ჰყავთ ყველა წონაში, 100-ის გარდა.

დანარჩენი ქვეყნებიდან სამი აფრიკული ნაკრებია - ანგოლა, გვინეა-ბისაუ და ეგვიპტე. ამერიკის კონტინენტიდან მხოლოდ აშშ-ის გუნდი ჩამოდის, ბოლო მონაწილე კი ავსტრალიაა. ამათგან ყველაზე სოლიდური ნაკრები ეგვიპტეს ჰყავს და წინასწარი მონაცემებით, ყველა უნდა ჩამოიყვანოს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ეს წინასწარი განაცხადებია, რომელიც ხშირად იცვლება ხოლმე. თუმცა დღესდღეობით რა მონაცემებიც გვაქვს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეჯიბრება უნდა გამოდგეს, რაც კი ბოლო ოცწლეულში თბილისში გამართულა.

შეგახსენებთ, რომ ამ რანგის შეჯიბრებებზე ვაჟებისა და ქალების შეჯიბრებები პარალელურად იმართება ხოლმე. ამ 46 ნაკრებიდან უმეტესობა ვაჟებშია დარეგისტრირებული, თუმცა 8 ისეთიცაა, რომელმაც განაცხადი მხოლოდ ქალებში გააკეთა: ანგოლა, გვინეა-ბისაუ, ავსტრალია, ავსტრია, ჩინეთი, ფინეთი, ირლანდია და ლუქსემბურგი.

ქართული ლეგიონი

ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით გამოვა ჩვენი ნაკრები. მისი მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე სრულად იყენებს მასპინძლისთვის განკუთვნილ კვოტას, ანუ ყველა წონაში ოთხი კაცი გამოჰყავს, სულ 28 სპორტსმენი. ამ ლეგიონს ქალთა ტურნირში ჩვენი სახელით მოასპარეზე ჰოლანდიელი ესტერ სტამიც (70) ემატება.

მოგეხსენებათ, თავიდან არ იგეგმებოდა თბილისში ჩვენი ნაკრების ორი ლიდერის, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81) და ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოს ფინალისტ ვალერი ლიპარტელიანის (90) ჭიდაობა.

მიზეზი ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც ჩვენი შეჯიბრებიდან მალევე, სამიოდ კვირაში გლაზგოში უნდა გამართულიყო და ასეთ მცირე შუალედში მათი დატვირთვა მწვრთნელებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს. თუმცა, მოგეხსენებათ, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი გაუქმდა, რადგან მასპინძელი მხარე - ბრიტანეთის ძიუდოს კავშირი საკონტრაქტო პირობებზე ვერ შეუთანხმდა ძიუდოს ევროპულ კავშირს, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა კიდეც კონტინენტის პირველობა, რადგან მის ალტერნატივად ივნისში ბაქოში ჩასატარებელი პირველი ევროპული თამაშები გამოაცხადა.

ცხადია, ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ გეგმები აგვირია, თუმცა ეს ჩვენ წაგვადგა იმ მხრივ, რომ შინაურ ტურნირზე ზემოთ დასახელებული ლიდერთა დუეტის ჭიდაობის აუცილებლობა გაჩნდა - მათ უკვე დიდი შუალედი გამოუდიოდათ და ამიტომ გადაწყვიტეს, ორივე აჭიდაონ თბილისში.

საქართველოს ნაკრები

60 კგ

ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.

66 კგ

თორნიკე თათარაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი, შალვა ქარდავა.

73 კგ

ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზვიად კაპანაძე.

81 კგ

ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ამბაკო ავალიანი.

90 კგ

ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური.

100 კგ

ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე მსხალაძე.

+100 კგ

ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

toro
მოჭიდავები კი არა გეპეის კაპელა გადის მგონი ტატამზე :))))))))))))
jero
zebeda sadaa?
ზურა
ზებედას რატომ აღარ იძახებენ? და ქალებში მხოლოდ სტამი გამოდის?
gio
რამდენი გადის საქართველოს სახელით, ტეხავს ჩენ რომ არ მოვიგოთ ყველა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..