აზიელმა ავტომრბოლმა ნარაიან კართიკეიანმა 2011 წლის ფორმულა 1-ისთვის კონტრაქტი ესპანურ საჯინიბო HRT-სთან გააფორმა

ინდოელი პილოტი ნარაიან კართიკეიანი ფორმულა 1-ს უბრუნდება - აზიელმა ავტომრბოლმა 2011 წლისთვის კონტრაქტი გააფორმა ესპანურ საჯინიბო HRT-სთან.

2005 წელს კართიკეიანმა სრული სეზონი ჩაატარა "ჯორდანის" შემადგენლობაში. აქ მისი საუკეთესო შედეგი იყო მეოთხე ადგილი ამერიკის გრან-პრიზე, სადაც "მიშლენის" საბურავებთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გამო ტრასაზე მხოლოდ ექვსი მანქანა გავიდა. ამის შემდეგ ინდოელი "უილიამსის" ტესტ-პილოტი იყო, გამოდიოდა A1GP-ზე, ლე-მანზე, NASCAR-სა და სუპერლიგაში, სადაც ბრენდს-ჰეტჩის რბოლა მოიგო.

"მოხარული ვარ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ფორმულა 1-ში დაბრუნებით. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისევ მომეცემოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სერიაში გამოსვლის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ჩემი სისწრაფე და მოტივაცია საკმარისი იქნება ფორმულა 1-ში წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ინდოელმა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ გაისად HRT-ის შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ ბრუნო სენას. გუნდის შეფმა კოლინ კოლესმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრაზილიელთან კონტრაქტი არ გაგრძელდება: "დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბრუნო ჩვენს გუნდში არ იქნება. ეს 100 პროცენტით დადასტურებული ინფორმაციაა."

ბრუნომ შარშანდელ ჩემპიონატში 18 რბოლა ჩაატარა და საუკეთესო შედეგი - მე-14 ადგილი - კორეის გრან-პრიზე აჩვენა. ექსპერტების შეფასებით, 2010 წლის სეზონში გამოსვლისთვის სენას ბრაზილიელმა სპონსორებმა ჯამში 20 მილიონი დოლარი გადაიხადეს. HRT-ის შედეგების გათვალისწინებით, ისინი აღარ მოინდომებენ 2011 წელს ასეთივე თანხის გაღებას, არადა, ესპანური გუნდისთვის ფინანსური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია.

ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კართიკეიანის პარტნიორი ახალ სეზონში.

კოლინ კოლესმა ყველაზე სავარაუდო კანდიდატებად კრისტიან კლინი და საკონ იამამოტო დაასახელა. "ბევრი კანდიდატი გვყავს, - ამბობს კოლესი. - სიურპრიზებიც შესაძლებელია. არ ვჩქარობთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საუკეთესო ვარიანტი ავირჩიეთ."

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა