ედინ ჯეკო „ვოლფსბურგიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. გარიგება შედგა, პრემიერლიგის კლუბმა 27 მილიონი ფუნტი გადაიხადა

ედინ ჯეკო „ვოლფსბურგიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. გარიგება შედგა, პრემიერლიგის კლუბმა 27 მილიონი ფუნტი გადაიხადა. 24 წლის ბოსნიელმა ისტლენდელებთან ოთხწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ათნომრიანი მაისურა მიიღო - ამ ნომრით ადრე რობინიო გამოდიოდა. ჯეკომ „სიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა:

„ჩემი აქ გადმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები გასული ზაფხულიდან მიმდინარეობდა, მაგრამ „ვოლფსბურგს“ ჩემი გაყიდვა დღევანდლამდე არ სურდა. პრესაში ამ საკითხზე რას არ წერდნენ, მე კი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ საბოლოოდ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი უნდა გავმხდარიყავი. ასეთ დროს თუ პრესას აჰყევი შეიძლება ძალიან დაიბნე და შენი მთავარი საქმე, ფეხბურთის თამაში გვერდით დაგრჩეს. „სიტი“ მიმდინარე სეზონში ჩინებულად თამაშობს და ახლა, როდესაც ყოველგვარი გაუგებრობა და ჭორი წარსულს ჩაბარდა, ერთი სული მაქვს როდის ჩავებმები საქმეში. ყველა ამბობს, რომ „სიტის“ ბევრი ფული აქვს და მე აქ ამიტომ გადმოვედი, მაგრამ გარწმუნებთ, ჩემთვის მთავარი ამბიციაა. მწვრთნელს, რობერტო მანჩინის ველაპარაკე და მან დამარწმუნა, რომ დღეს ჩემთვის „სიტიზე“ უკეთესი გუნდი არ არსებობს. ეს გუნდი პრემიერლიგს ჩემპიონობისთვის იბრძვის და მე სწორედ ეს მომწონს. ძალიან მინდა ტევესისა და ტურეს მხარდამხარ ვითამაშო. ეს ფეხბურთელები აქამდე მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი.

მანჩესტერელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ბოატენგსა და კომპანის შევხვედრივარ მოედანზე როგორც მეტოქე. იმედი მაქვს, რომ ეს ფეხბურთელები ოსტატობის დახვეწაში დამეხმარებიან და ისტლენდელ მაყურებელს ვაჩვენებ რატომ მიხდის მათი საყვარელი კლუბი ხელფასს.“

ედინ ჯეკო სარაევოშია დაბადებული. სიმაღლით ის 192 სანტიმეტრია, წონით - 80 კილოგრამი. კარიერა 2003 წელს სარაევოს „ჟელეზნიჩარში“ ცენტრალურ ნახევარმცველად დაიწყო. ტანმაღალ ახალგაზრდას უტექნიკოდ მიიჩნევდნენ და მისგან ბევრს არაფერს ელოდნენ. ერთადერთი კაცი, ვისაც ჯეკოს შესაძლებლობებისა სწამდა ჩეხი მწვრთნელი ირჟი პლიშეკი გახლდათ და როდესაც ის სარაევოდან მშობლიურ ჩეხეთში დაბრუნდა „ტეპლიცეს“ პატრონებს დიდი აგიტაცია გაუწია აწოწილ ფეხბურთელში 25 ათასი ევრო რომ გადაეხადათ. გარიგება შედგა, სარაევოში სიხარულით ცას ეწიენ, ჩეხები გავაბრიყვეთო.

თუმცა, თავიდან „ტეპლიცეც“ ვერ გაერკვა ახალგაზრდა მოთამაშის ნიჭსა და უნარში და ის მეორე დივიზიონის კლუბ „უშტი ნად ლაბემში“ გააქირავა სადაც ჯეკო თავდამსხმელად გადაიყვანეს და მანაც 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. იმავე წლის მეორე ნახევარში ბოსნიელი „ტეპლიცეში“ დაბრუნდა და გოლის გოლზე გატას შეუდგა. 2006-07 წლების სეზონში ედინ ჯეკო უკვე ჩეხური „გამბრინუს ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 30 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო. სწორედ „ტეპლიცეში“ ნაჩვენები ფეხბურთით მოხიბლა ახალგაზრდა ფორვარდმა „ვოლფსბურგის“ თავკაცი ფელიქს მაგათი. მაგათმა ჯეკოში 4 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბუნდესლიგაში ბოსნიელის დებიუტი ეფექტური გამოდგა: 11 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გადააწოდა. საბოლოოდ, იმ სეზონში, 17 თამაშში მან 8 შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მას მერე დაიწყო და დაიწყო - სტატისტიკით აღარ გადაგღლით და გეტყვით, რომ ჯეკო 2009 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაც კი მოხვდა. ამიერიდან ის „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია. მის სუსტ თვისებებად დაცვაში თამაშსა და ფეთქებად ბუნებას მიიჩნევენ.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს