ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯონ ტერი - ჩქარი მატარებელი

ჯონ ტერი - ჩქარი მატარებელი

„ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ უცნაურ შარში ამოჰყო თავი. ძალიან საეჭვოა ამ ისტორიამ ტერის რამე დააკლოს

„ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ უცნაურ შარში ამოჰყო თავი. ძალიან საეჭვოა ამ ისტორიამ ტერის რამე დააკლოს, მაგრამ სეირისა და განსჯისთვის საინტერესოა. ამბავი, რომელსაც მოგახსენებთ გასულ ოთხშაბათს, ვულვერჰემპტონის სატადიონ „მოლინიუზე“ მოხდა, როდესაც 30 წლის ტერი სტადიონის სტიუარდს, 39 წლის პატრიკ სტიდმენს ეძეგერა, მუჯლუგუნი ჰკრა და, რაღაც მანქანებით კისერზე კვალიც დააჩნია. შეგახსენებთ, რომ იმ დღეს ჯონ ტერიმ და მისმა „ჩელსიმ“ მორიგი თამაში წააგეს და თან, შეხვედრის ერთადერთი გოლი საკუთარ კარში შეაგდეს - ეს ჟოზე ბოსინგვამ „მოახერხა“.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადავარდა და ზორბა ტანის სტიუარდმა მისი „ვულვერჰემპტონის“ მეკარე უეინ ჰენესისთვის დაბრუნება გადაწყვიტა - თამაში მასპინძელთა გოლკიპერს უნდა გაეგრძელებინა. ზემოთ ნახსენები ბოსინგვას ავტოგოლი, თამაშის დასაწყისში, მე-5 წუთზევე გავიდა და შესაბამისად, ლონდონელები დანარჩენი 85 წუთის განმავლობაში გაღიზიანებულები გახლდნენ და ჩქარობდნენ. გაღიზიანებული იყო და ჩქარობდა ტერიც, რომელმაც სტიუარტ სტიდმენს გაქანების საშუალება არ მისცა, მკერდში ხელი ჰკრა და ბურთი თვითონ დაუბრუნა „ვულვზის“ მეკარეს. 39 წლის კაცი 26 ათასი მაყურებლის წინაშე კინაღამ გადაყირავდა. ფეხბურთის მოყვარულთა საყურედღებოდ: თავმოყვარეობა სტიუარდებსაც აქვთ!

პატრიკ სტიდმენმა, რომელიც ვულვერჰემპტონში კი ცხოვრობს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარია, მეორე დღეს პოლიციას მიმართა. მომხდარს თავად ასე ჰყვება: „ბურთი ჩემს გვერდით ბარიერს მოხვდა და მე მის ასაღებად გადავიწიე. თამაშს არანაირად არ ვაბრკოლებდი, მაგრამ გადავიხარე თუ არა ჯონ ტერი მოვარდა, მუჯლუგუნი მკრა, ბურთს დაეტაკა და მეკარეს თავად გადაუგდო. ამან, რასაკვირველია შეურაცხმყო, მით უმეტეს, რომ თან, რაღაც ცუდი სიტყვა ჩაიბურტყუნა.“

რაც შეეხება კისერზე ნაკვალევსა და ტკივილს, ეს, სამი შვილის მამამ, რომელსაც „მოლინიუზე“ ერთ შეხვედრაში 22 ფუნტს უხდიან, მეორე დილით შეამჩნია და იგრძნო. მან თქვა: „დილით კისერთან, მარცხენა მხარეს მძაფრმა ტკივილმა გამაღვიძა. თავს ვერ ვატრიალებდი. ექიმმა ნახა და მითხრა, რომ რაღაც ნაკვალევი მაქვს. ტკივილის გამო სამსახურის გაცდენა მომიხდა. მე არც ისე სუსტი ადამიანი ვარ და ასეთი კვალი რომ დამაჩნიო ღონივრად უნდა დამეძგერო“.

ვესტ მიდლენდის პოლიციამ თავიდან საქმეს მოკიდა ხელი, მაგრამ ეპიზოდის ვიდეოჩანაწერი რომ ნახა, გამოძიება იქვე დაასრულა. პოლიციის პრეს-მდივანმა განაცხადა, ჩანაწერის ნახვა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, მეტს არაფერს ვიღონებთო. ამ პასუხმა სტიდმენი აღაშფოთა.

„ისინი ჯონ ტერის ხელს იმიტომ აფარებენ, რომ ის დიდი ფეხბურთელია. მთელმა სტადიონმა დაინახა რაც მოხდა სინამდვილეში. სასამართლოში საჩივრის შეტანა მირჩიეს და მეც სწორედ ამას ვაპირებ.“

ჯეკ ჰარისის სახელობის ტრიბუნიდან მომხდარი კარგად დაინახა 30 წლის გულშემატკივარმა გარი რიჩარდსმა, რომელმაც თქვა:

„ტერის აშკარად არ ეგონა, რომ სტიუარდი ასე ჩქარა წავიდოდა ბურთისკენ და მისკენ ჩქარი მატარებელივით გამოქანდა. მან ცალ მხარეს გაჰკრა ხელი.“

„ჩელსის“ პრეს-მდივანმა კი პარტიკ სტიდმენის პრეტენზიას სასაცილო უწოდა. მან თქვა:

„ვიდეოჩანაწერზე ნათლად ჩანს, რომ ამ სიტუაციაში ნებისმიერი ჩივილი სასაცილოა.“

ცნობისთვის: შარშან, ჯონ ტერი შემთხვევით „სტემფორდ ბრიჯის“ სტიუარდსაც დაეჯახა და ფეხი მოსტეხა.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს