"ვიტ ჯორჯიას" გუშინდელ ვარჯიშზე გიორგი ბერიაშვილთან დაკავშირებულ კონფლიქტზე საუბარს ვერ ავცდებოდით, მით უფრო, რომ ფეხბურთელისგან განსხვავებით, მწვრთნელმა ინცინდენტზე საუბარი ისურვა...

"ვიტ ჯორჯიას" გუშინდელ ვარჯიშზე გიორგი ბერიაშვილთან დაკავშირებულ კონფლიქტზე საუბარს ვერ ავცდებოდით, მით უფრო, რომ ფეხბურთელისგან განსხვავებით, მწვრთნელმა ინცინდენტზე საუბარი ისურვა. გელა გომელაურს უკრაინაში მომხდარის გარდა, ცხადია, "ბანიკთან" მატჩზეც ველაპარაკეთ.

- მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ საზოგადოების სამსჯავროზე თვით ყველაზე უხერხული სიტუაციებიც გამოვიტანოთ. ცამდე მართალი ვარ, ასე რომ, დასამალი არაფერი მაქვს. თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ გელა გომელაურს ოდესმე უმსგავსო საქციელი ჩაუდენია, ფეხბურთიდან იმ დღესვე წავალ.

- კეთილი, მაშინ გვიამბეთ, როგორ და რატომ მოხდა ეს ინცინდენტი?

- თავიდან დავიწყებ, ანუ ჯერ უკრაინულ შეკრებაზე წასვლამდე მომხდარ ამბავს გიამბობთ. ბერიაშვილმა მეც და კლუბის ხელმძღვანელობასაც გვითხრა, რომ "ვიტ ჯორჯიადან" წასვლა სურდა. ამის შემდეგ მან რუსთავის "ოლიმპთან" აწარმოა მოლაპარაკებები, მაგრამ უკრაინაში მაინც წავიყვანეთ. იგი გუნდში საკუთარი როლით უკმაყოფილო იყო, არადა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს სწორედ მას შემდეგ მოუხშირა, რაც "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვთნელად დავინიშნე. თუმცა გიორგისაც და ყველა ფეხბურთელსაც ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არც ძირითადი ჰქონდათYგარანტირებული და არც 18-კაციან განაცხადში მოხვედრა. ეს ლიტონი სიტყვები არ იყო, ჩემი მწვრთნელობისას თითოეულ მოთამაშეს ყოველდღიურად უწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. თუმცა გიორგის საფეხბურთო მონაცემებში ეჭვი არასოდეს შემპარვია და ახლაც ვაცხადებ, რომ იგი საკმაოდ კარგი თავდამსხმელია.

იმის მიუხედავად, რომ თვალი წასვლაზე ეჭირა, უკრაინაში მას საკმაო სათამაშო დრო მივეცი – ერთი მატჩი შეცვლაზე ვათამაშე, მეორე კი სრულად. ბოლო საკონტროლო შეხვედრა "კრიმტეპლიცას" წინააღმდეგ ჩავატარეთ. მატჩის მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბერიაშვილს ვუხმე და მოედანზე შესვლა დავავალე. ამის შემდეგ მომხდარ ამბავს კი საიდუმლოდ დავტოვებ – რაც შემდეგ მოხდა, ის ყველამ იხილა – ბერიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა.

ძალიან მწყდება გული, ჩვენი ურთიერთობა ასე რომ დასრულდა. არადა, მანამდე ერთმანეთისა ყოველთვის კარგად გვესმოდა. აი, ესაა, რისი თქმაც მსურდა ამ ამბავთან დაკავშირებით.

არც იმაზე ვარ ნაწყენი, რომ ჩემთვის არასასიამოვნო კადრები პრესით, ტელევიზიითა თუ ინტერნეტით გავრცელდა. გულშემატკივარს უფლება აქვს, მსგავსი ფაქტების შესახებ იცოდეს, მაგრამ ერთია სპორტული ტელეგადაცემა და მეორე – საინფორმაციო გამოშვება. ჩემი აზრით, იქ ამ თემის კიდევ ერთხელ წამოტივტივება უკვე მეტისმეტი იყო. "ვიტ ჯორჯიას" ევროასპარეზზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის და გუნდი მთლიანად ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

- რა შესძინა "ვიტ ჯორჯიას" უკრაინულმა შეკრებამ?

- შეკრება ნაყოფიერი გამოდგა, საწვრთნელი პროგრამა სრულად შევასრულეთ და დღეისთვის გუნდი კარგ კონდიციებშია. ერთი ეგაა, რომ თბილისურმა ხვატმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ არა უშავს, "ბანიკთან" შეხვედრისთვის მზად ვართ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი უკრაინული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, მათ დონემდე ძალიან, ძალიან ბევრი გვიკლია.

- აქვს კიდევ უფრო გაახალგაზრდავებულ "ვიტ ჯორჯიას" იმის შანსი, რომ მეტოქეს ტოლ-სწორად ებრძოლოს?

- რატომაც არა. მართალია, ძირითად გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ თითოეულ მათგანს უდიდესი მოტივაცია ამოძრავებს და მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოვაჩენთ. მოკლედ, იმის მიუხეადავად, რომ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, უშანსოდ ნამდვილად არ ვართ.

- "ბანიკის" მატჩების ჩანაწერი თუ ნახეთ?

- ვნახეთ, მაგრამ ის ამხანაგური თამაში იყო და არა მგონია, "ბანიკს" სრულად წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები თუ პლუს-მინუსები. თუმცა გარკვეული დასკვნები მაინც გამოვიტანეთ და შევეცდებით, ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...