ზაზა ფაჩულიამ და ჯორჯიელებმა წლეულს ოთხი მატჩი ჩაატარეს და ოთხივე თავის სასარგებლოდ დაასრულეს
"ატლანტა ჰოქსმა" სიმაღლე აკრიფა. მის შეჩერებას ვეღარავინ ახერხებს - ჯორჯიელებმა წლეულს ოთხი მატჩი ჩაატარეს და ოთხივე თავის სასარგებლოდ დაასრულეს. მათ შორის სამი გასვლითი შეხვედრა.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "იუტასთან" 5 იანვარს სტუმრად ითამაშა. ამ შეხვედრამდე "ჰოქსს" 1986 წლის შემდეგ მინეაპოლისში მხოლოდ 4-ჯერ ჰქონდა მოგებული. თანაც, მაქსიმუმ 9 ქულის სხვაობით. 5 იანვარს კი ჯორჯიელებმა რუსი და უკრაინელი კალათბურთელებით (კირილენკო და ფესენკო) გაძლიერებულ "იუტა ჯაზს" 23 ქულის სხვაობით 110:87 აჯობეს.

ვისაც ამ მატჩის ხილვის საშუალება ჰქონდა, ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებოდა. როცა გუნდი სამქულიანების 40-45 პროცენტს იყენებს, მასზე აუგის თქმა ძნელია, ხოლო, როცა შორეული ტყორცნების 56-პროცენტიან რეალიზებასთან გვაქვს საქმე, თამამად შეიძლება ითქვას - სამქულიანები უშეცდომოდ ისროლესო. თან, რაც მთავარია, "ატლანტამ" შორი დისტანციიდან ერთი და ორჯერ კი არა, 25-ჯერ ისროლა და 14-ჯერ ჩააგდო. ჯო ჯონსონმა 7-დან 5 სამიანი გამოიყენა, ჯამალ კროუფორდმა - 7-დან 4. მან "იუტას" კალათი იმდენად "დაიმორჩილა", რომ ერთხელ მოედნის ცენტრიდანაც "მოარტყა მიზანში".

მასპინძლებმა "ატლანტას" ვერც ფარქვეშ აჯობეს, მოხსნებში 34:40 ჩამორჩნენ. მართალია, ფაჩულიამ საკმარისად, 16:40 წუთი ითამაშა, მაგრამ მეტოქის კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრია. ამის მიუხედავად ნამატჩევს ქართველ გულშემატკივარს უკმაყოფილების გრძნობა ნამდვილად არ დარჩებოდა, რადგან იმ დღეს, უხეშად რომ ვთქვათ, "აღლუმი უკანახაზელებს მიჰყავდათ" და ფაჩულიაც სიამოვნებით ასრულებდა შავ სამუშაოს.

მომდევნო მატჩში ზაზამ საკუთარი სტატისტიკის შევსებაზეც იზრუნა: "ინდიანასთან" 8 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა. მან პირველ ტურში დამყარებული რეკორდი გაიმეორა - შეტევაში 5-ჯერ მოხსნა.

საინტერესოა, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სასტარტო ცენტრ ჯეისონ კოლინზს (მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა). თუმცა "ატლანტას" თავკაცმა ლარი დრიუმ ხუთეულში ფაჩულიას გვარი მაინც არ ჩაწერა, ალბათ დაფიცებული აქვს, ქართველი სასტარტოში არ დააყენოს (ეს ხუმრობით). კოლინზი ხუთეულში მო ევანსმა შეცვალა, შესაბამისად "ატლანტამ" "ინდიანასთან" საშინაო შეხვედრა დაბალი შემადგენლობით დაიწყო.

უკანახაზელებმა ამჯერადაც გაამართლეს - 22-დან 11 სამქულიანი გამოიყენეს.

ვერც ფორვარდებსა და მეფარეებზე მოგვიბრუნდება ენა აუგის სათქმელად. მეტსაც გეტყვით, "ჰოქსის" გაამრჯვებაში ლომის წილი ტანმაღალმა ჯოშ სმიტმა დაიდო - ყველაზე მეტი, 27 ქულა ჩააგდო, ბურთი 10-ჯერ მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

- ჯოში ფენომენალური იყო, ჯონსონმაც კარგად ითამაშა (24 ქულა). საერთოდ, დღეს მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმოძრავა და ბურთიც კარგად დავატრიალეთ, - კმაყოფილი იყო ლარი დრიუ.

მიუხედავად იმისა, რომ წლეულს "ჰოქსმა" ოთხივე მატჩი მოიგო, აღმოსავლეთის კონფერენციაში სატურნირო მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა, ისევ მეხუთე ადგილზეა (25 გამარჯვება, 14 მარცხი). ამის მიზეზი ისაა, რომ კონფერენციის სხვა ლიდერებიც აღმავლობით თამაშობენ. მეოთხეადგილოსან "ჩიკაგოს" 24 მოგების წილ 12 წაგება უწერია; მესამეადგილოსან "ორლანდოს" - 25 გამარჯვება, 12 მარცხი; მეორეადგილოსან "მაიამის" 29 მოგება, 9 წაგება...

"ჰოქსი" მომდევნო მატჩს შინ 11 იანვარს ჩაატარებს - "მილუოკის" უმასპინძლებს.

იუტა-ატლანტა 87:110

ზაზა ფაჩულია: 16:40 წუთი, 3 მოხსნა, 1 დაფარება, 3 ფოლი, 2 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:26 ზაზამ კოლინზი შეცვალა

II პერიოდი

11:26 ფოლი: 1

10:01 კოლინზმა ზაზა შეცვალა

04:13 ზაზამ კოლინზი შეცვალა

03:19 დაფარება: 1 (უილიამსს დაუფარა)

03:17 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:29 ფოლი: 2

00:28 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

00:30 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

IV პერიოდი

09:13 ჯონსონმა ზაზა შეცვალა

02:45 ზაზამ ჯონსონი შეცვალა

02:45 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

02:34 შეცდომა: 1

01:22 ფოლი: 3

01:22 შეცდომა: 2

ატლანტა-ინდიანა 108:93

ზაზა ფაჩულია: 19:08 წუთი, 4 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 2 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:00 ზაზამ ევანსი შეცვალა

02:42 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 25:18)

01:56 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

II პერიოდი

11:49 პასი: 1 (ლროუფორდი 2ქ, 31:24)

10:42 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

09:55 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

09:56 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

08:46 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

07:54 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

02:47 ზაზამ სმიტი შეცვალა

02:02 მოხსნა: შეტ-3, დაც-3

00:54 ფოლი: 1

00:35 საჯარიმოები: 2/1 (2ქ, 53:46)

IV პერიოდი

08:33 შეცდომა: 1

08:28 ფოლი: 2

07:05 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

03:18 ზაზამ კროუფორდი შეცვალა

02:32 მოხსნა: შეტ-4, დაც-3

02:28 ორქულიანი: 4ქ (106:87)

01:59 მოხსნა: შეტ-5, დაც-3

01:50 ფოლი: 3

01:28 შეცდომა: 2

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა