ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნაზი პაიკიძე: რუსებმა ძალზე მაცდუნებელი წინადადება შემომთავაზეს

ნაზი პაიკიძე: რუსებმა ძალზე მაცდუნებელი წინადადება შემომთავაზეს

რუსეთში მცხოვრები 17 წლის ნიჭიერი მოჭადრაკე საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს
გუშინ სასტუმრო "ანაკლიაში" (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც 13 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი წრიული სისტემით იბრძოლებს მედლებისთვის. მოასპარეზეთა შორისაა ნაზი პაიკიძე. იგი ტურნირზე რეიტინგით (2455) პირველია.

პაიკიძე 17 წლისაა (დაიბადა 1993 წლის 27 ოქტომბერს ირკუტსკში). ჭადრაკის თამაში ხუთი წლისას მამამ ასწავლა. თანატოლებში საქართველოს პირველობების მრავალგზის პრიზიორია. მარიამ დანელიას გადამკიდე, ჩემპიონობას ვერ ვეღირსეო, იხუმრა.

სამაგიეროდ, ორჯერ მსოფლიოს (14 და 16-წლიანებში) და ოთხჯერ ევროპის (10, 12, 14, 16-წლიანებში) პირველობებზე გაიმარჯვა, ექვსჯერ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ბოლო ხუთი წელიწადია, მოსკოვში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს: ორი წელიწადი ვლადიმირ ლეპიოშკინი წვრთნიდა, სამი წელიწადია, დიდოსტატ ვლადიმირ ბელოვთან იმაღლებს ოსტატობას.

ოჯახი რუსეთის დედაქალაქში ნაზის ძმის - გოჩას გამო გადავიდა. იგი იქაურ "ლოკომოტივში" თამაშობდა ფეხბურთს. სამწუხაროდ, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და საბოლოოდ ჩამოშორდა სპორტს. რაც შეეხება ნაზი პაიკიძეს, მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2010 წლის სეზონი აღმოჩნდა: ჯერ მოსკოვის ღია საერთაშორისო ტურნირზე სალომე მელიასთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გაიყო (კოეფიციენტით I იყო), მერე დედაქალაქის ჩემპიონატი მოიგო - ქულით გაუსწრო ირინა ზაკუდრიაევას. რადგანაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც მოსინჯა ძალები. იქაც იყოჩაღა - მართალია, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სვეტლანა მატვეევასთან დამარცხდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც პირველ ადგილზე გავიდა და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

- ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავა, - მითხრა თბილისში ჩამოსულმა ნაზი პაიკიძემ. - მედლებისთვის სხვებთან ერთად მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები: დები ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევები, ალექსანდრა კოსტენიუკი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონი იყო, ალისა გალიამოვა და ვალენტინა გუნინა იბრძოდნენ. მათთან პაექრობა ჩემთვის დიდი გამოცდა იყო. რომ არა დასანანი მარცხი გალიამოვასთან, ალბათ უმედლოდ არ დავრჩებოდი. ამის მიუხედავად, მაინც შემეძლო ჩემპიონობის მოპოვება. ბოლოს სუპერფინალში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ვერა ნებოლსინას შევხვდი. ჩვენ ორივეს ერთი მწვრთნელი გვავარჯიშებს, ამიტომ ბელოვმა ორთაბრძოლისთვის მომზადებაზე უარი მითხრა. ჩემით კი გადავხედე მეტოქის პარტიებს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ისეთი დებიუტი ავირჩიე, რომელსაც ნებოლსინა თურმე კარგად იცნობდა. მიტელშპილში ოდნავ უარესი პოზიცია მივიღე. ამის მიუხედავად, ყაიმისა და მედლის შანსი მაინც მრჩებოდა. სამწუხაროდ, ვიჩქარე, უხეში შეცდომა დავუშვი და წავაგე. საბოლოოდ მე-4 ადგილზე გავედი, რაც ურიგო შედეგი არ არის, მაგრამ გულდასაწყვეტი ის იყო, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში ვლიდერობდი და ბოლოს უმედლოდ დავრჩი.

- სუპერფინალის დამთავრებას, როგორც ვიცი, მოუთმენლად ელოდნენ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ევგენი ბარეევი და ვლადიმირ პუტინის თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი, რომლებსაც შენი გადაბირება სურდათ.

- რუსეთის უმაღლესი ლიგის მოგების შემდეგ ბარეევმა საკმაოდ მაცდური წინადადება შემომთავაზა რუსეთის ჭადრაკის ფედერაციაში გადასასვლელად - მაღალკვალიფიციური მწვრთნელი, რუსეთის ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრებები... ანუ ის, რაც აუცილებლად სჭირდება მოჭადრაკეს შემდგომი დაოსტატებისთვის. მე და ჩემი მშობლები გია გიორგაძეს შევეხმიანეთ. საქართველოდან თანადგომის იმედი თუ მექნებოდა, შემოთავაზებაზე უარს ვიტყოდი, რადგან ჩემი ოცნებაა საქართველოს ნაკრებში თამაში.

ბატონმა გიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად და ეროვნულ ჩემპიონატში სათამაშოდ თბილისში მომიწვია. ფედერაციის წინადადება ჩემთვის მისაღები იყო და, როგორც ხედავთ, აქ ვარ.

- ანაკლიაში ძლიერ მეტოქეებთან მოგიწევს დაპირისპირება, თუმცა მათთან ხომ უწინაც გითამაშია?

- როგორ არა, უმეტესობასთან - სხვადასხვა ასაკში საქართველოს პირველობებზე. მახსოვს, მარიამ დანელიამ ორჯერ წამართვა ჩემპიონობა. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა.

ქართველი მოჭადრაკეებიც საკმაოდ დაწინაურდნენ. 2008 წელს დრეზდენში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგეს, 2009 წელს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ, შარშან კი ხანტი-მანსიისკში მესამე ადგილი დაიკავეს. უდიდესი გამოცდილება აქვთ, ასე რომ, ძნელი ორთაბროლები მელის. მზად ვარ ამგვარი გამოწვევისთვის. შანსებზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან ის გაიმარჯვებს, ვინც 10 იანვრის შეჯიბრებას უკეთ მომზადებული შეხვდება.

- ტურნირზე რეიტინგით პირველი ხარ...

- შარშან 170 თუ 180 პუნქტი მოვიმატე, რაც უდიდესი ნახტომი იყო, თუმცა ამ ჩემპიონატისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ახლა რეიტინგზე აღარც ვფიქრობ, მთავარია, კარგად ვითამაშო.

- თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მინდა გკითხო. ელოდი, 16 წლის ჰოუ იფანი ტიტულს რომ მოიპოვებდა?

- ასაკის მიუხედავად, მან ღირსეულად მოიგო ჩემპიონატი. ველოდი კიდეც. ის ხომ მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზეა. თანაც 2008 წელს მან ფინალში ითამაშა კოსტენიუკთან. უბრალოდ, იმსახურებდა ჩემპიონობას. მე უფრო იმან გამაკვირვა, თურქეთში ქართველი და რუსი უძლიერესი მოჭადრაკეები მეორე-მესამე რაუნდებს რომ ვერ გასცდნენ.

- უპირველესად, ალბათ, ნანა ძაგნიძე გყავს მხედველობაში.

- ნანა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკეა. მან ხომ შესანიშნავად ითამაშა როგორც ფიდეს გრან-პრის სამივე ეტაპზე, ასევე ხანტი-მანსიისკში. საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლო პარტია რომ მოეგო, პირველ დაფაზე ოქროს მედალს აიღებდა. ნანას თავისუფლად შეუძლია, ღირსეული მეტოქეობა გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერ მოჭადრაკეს ტიტულისთვის ბრძოლაში. არც მეეჭვება, რომ გვასახელებს.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?

- ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ "აეროფლოტის" საერთაშორისო ტურნირისთვის მოვემზადები. იქ მთავარ ტურნირში დამიშვეს, სადაც 2550 და უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ვაჟები გამოვლენ. მოსკოვის ღია პირველობაზეც უნდა მეთამაშა წრიული სისტემით, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ზედიზედ სამ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მონაწილეობა გამიჭირდება. მით უმეტეს, რომ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატშიც უნდა ვიასპარეზო.

- მოსკოვისა და რუსეთის პირველობებში?

- ჩემ გამო წესდებაში ცვლილებები შეიტანეს - იქ მხოლოდ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წევრებს დაუშვებენ.

- 16-წლიანებში ევროპის პირველობის მოგებით ტეხასის შტატის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლების უფლება მოიპოვე. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ აქტიურ ჭადრაკს თავს დაანებებდი და სასწავლებლად გაემგზავრებოდი. ბოლო დროს კი პირიქით ხდება...

- სკოლის დამთავრების შემდეგ მართლაც მინდოდა, სწავლისთვის მეტი ყურადღება დამეთმო, მაგრამ 2010 წლის წარმატებებმა არჩევანი შემაცვლევინა. ახლა ისეთ ასაკში ვარ, ჭადრაკში წინსვლას ვერ შევაფერხებ, მერე დაბრუნება გამიჭირდება. უნივერსიტეტის რექტორს ვესაუბრე. ჩემი მიღწევები რომ შეიტყო, შემპირდა, სულ მცირე, სამი წელიწადი ადგილს შეგინარჩუნებთო. ასე რომ, უნივერსიტეტი და სწავლა ცოტას მოიცდის. ახლა მთავარია, კარგად ვითამაშო და საქართველოს ნაკრებში ადგილი მოვიპოვო.

ნაზი პაიკიძესთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე კომენტარი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს ვთხოვე:

- პაიკიძე პერსპექტიული, დიდი პოტენციის მქონე მზარდი მოჭადრაკეა, რაც მან შარშანდელ ტურნირებშიც დაამტკიცა. მასთან კონტრაქტის გაფორმებას პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს, რადგან ნაზის გადაბირებას რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია აპირებდა.

ბარეევსა და დვორკოვიჩს, როგორც მითხრეს, ტექსტიც კი ჰქონდათ მზად, პაიკიძის თანხმობის შემთხვევაში ტელევიიზით რა უნდა ეთქვათ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნაზის საქართველოს სახელით სურს შეჯიბრებებზე გამოსვლა. შეძლებისდაგვარად დავეხმარებით.

საქართველოს ქალთა ნაკრებში მოსახვედრად ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. მხოლოდ ნანა ძაგნიძეს აქვს იქ ადგილი დაბევებული, რადგან ბოლოდროინდელი წარმატებებით იგი ქართველ მოჭადრაკე ქალთა უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა. ძლიერი ნაკრები გვჭირდება. წლეულს ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოგველის - ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატები. ეს უკანასკნელი ელიტური ტურნირია, რადგან მასში პლანეტის 10 უძლიერესი გუნდი იასპარეზებს. ამ შეჯიბრებაზე მედალი ჯერ არ მოგვიპოვებია და წლეულს ნავსი აუცილებლად უნდა გავტეხოთ. ამიტომაც გვჭირდება ნაკრებში მოსახვედრად უფრო მძაფრი კონკურენცია.

- ნანა ძაგნიძე ეროვნულ ჩემპიონატში არ ითამაშებს?

- იგი ახლა ინდივიდუალური გეგმით ემზადება ფიდეს ქალთა გრან-პრის ბოლო ეტაპისთვის, რომელსაც 20 თებერვლიდან ყატარი უმასპინძლებს. პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში გათამაშებაში გაიმარჯვებს. თუ ასე მოხდა, როგორც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციიდან გვაცნობეს, 2011 წლის ბოლოს ჩინელ ჰოუ იფანს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის დაუპირისპირდება. ასე რომ, საქართველოს დაფნის გვირგვინის დასაბრუნებლად რეალური შანსი ეძლევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kopala

ჟურნალისტები ამ ბავშვს ილუზიებს ნუ უქმნით,ხომ ხედავთ მიქაძემ უკვე დაცაგრა და არაა გამორიცხული კიდევ სხვებმაც დაჩაგრონ.საქართველოში სხვა ჭადრაკს თამაშობენ და ჭირს თამაში

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!