ანა ივანოვიჩმა რეპეტიცია ჩააგდო
ამერიკის მსხვილი ტურნირების წინ ქალებმა რეპეტიცია მონტერეისა და კუალა ლუმპურში გაიარეს. უკვე ამ კვირას ინდიან უელსში იწყება ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველი სერიოზული ტურნირი, ორი კვირის შემდეგ კი ჩოგბურთელები მაიამიში გადაინაცვლებენ.

ტოპ-ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი ინდიან უელსისთვის ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება, თუმცა ზოგიერთები ჩავიდნენ მალაიზიასა და მექსიკაში სათამაშოდ. მაგალითად, მონტერეიში ვიხილეთ ანა ივანოვიჩი და სარა ერანი. თან სერბს აქ ტიტული ჰქონდა დასაცავი.

რა თქმა უნდა, ყველა სწორედ ივანოვიჩისა და ერანის ფინალს ელოდა, მაგრამ ორივემ წააგო ნახევარფინალი. ფრანგმა კაროლინ გარსიამ ძალიან დამაჯერებლად მოუგო ივანოვიჩს - 6:1, 6:4, ხოლო შვეიცარიელმა ტიმეა ბაშჩინსკიმ გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე სძლია ერანის - 6:0, 4:6, 7:6(3). შესაბამისად, მივიღეთ საინტერესო სიტუაცია. გარსია და ბაშჩინსკი ზუსტად ერთი კვირის წინ აკაპულკოს ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ახლა მონტერეის ფინალში გადაიკვეთა მათი გზები.

აკაპულკოში შვეიცარიელმა გაანადგურა ფრანგი - 6:3, 6:0, სამაგიეროდ, მონტერეის ფინალი უფრო საინტერესო გამოვიდა. პირველ პარტიაში გარსია უკეთ თამაშობდა და დამსახურებულად დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ კაროლინმა შეცდომების დაშვება დაიწყო და მეტოქეს ინიციატივის მოპოვების საშუალება მისცა.

ფინალი ორი საათი და 30 წუთი გაგრძელდა და ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე დასრულდა. მესამე სეტი თანაბარი გამოვიდა. გარსიას ბევრი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საჭირო მომენტებში ბაშჩინსკი შესანიშნავად აწვდიდა და ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო - 4:6, 6:2, 6:4.

თავისი ვარსკვლავები კუალა ლუმპურის ტურნირსაც ჰყავდა - კაროლინ ვოზნიაცკი და საბინა ლისიცკი, თუმცა მხოლოდ დანიელმა ჩოგბურთელმა გაამართლა გაცემული ავანსები. სკანდინავიელი ობიექტურად ერთი თავით მაღლა იდგა თითქმის ყველა მონაწილეზე, თუმცა ამ უპირატესობას დამტკიცება უნდოდა.

ნახევარფინალამდე ვოზნიაცკიმ არც ერთ მეტოქეს ხუთზე მეტი გეიმი არ დაუთმო, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ალექსანდრა დულგერუსთან რთული გამოდგა. რუმინელმა, რომელმაც პირველ რაუნდში ლისიცკი დაამარცხა, პირველი სეტი მოუგო დანიელს, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში კაროლინის უპირატესობა აშკარა იყო - 4:6, 6:2, 6:1.

მონტერეი (მექსიკა)

ფინალი

ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 4)-კაროლინ გარსია (საფ, 3) 4:6, 6:2, 6:4.

კუალა ლუმპური (მალაიზია)

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ალექსანდა დულგერუ (რუმ) 4:6, 6:2, 6:1.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს