დორტმუნდელთა თავკაცს „ლევერკუზენისა“ და „ბაიერნის“ მუქარები არ აღელვებს

ბუნდესლიგის მეორე წრისთვის სამზადისი გერმანიის „შემოდგომის ჩემპიონმა“, დორტმუნდის „ბორუსიამაც“ დაასრულა - დორტმუნდელებმა შეკრება ესპანეთში გაიარეს.

არანაირი სკანდალი, არავითარი დისკუსიები რომელიმე ფეხბურთელის გარშემო - BVB-ში ჰარმონიაა. ერთადერთი, რის წინააღმდეგაც „ბორუსიას“ ხელმძღვანელებს ბრძოლა უწევთ, კონკურენტების ვერბალური შეტევებია. თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს „ლევერკუზენისა“ და „ბაიერნის“ ბოსების მუქარები ნაკლებად აღელვებს.

თუ რა არის კლოპისთვის მთავარი და როგორ უყურებს „ბორუსიას“ თავკაცი სეზონის მეორე ნახევარს, ამ ყველაფერს საინფორმაციო სააგენტო „შპორტ ინფორმაციონს დინსტისთვის“ (SID) მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ჰერ კლოპ, თქვენმა გუნდმა პირველი წრე ათქულიანი უპირატესობით მოიგო. პარასკევს მეორე წრე იწყება, თქვენ კი უშუალო კონკურენტს, „ლევერკუზენს“ სტუმრობთ. „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ამბობს, თუ დორტმუნდელებს მეორე წრეში პრობლემები შეექმნებათ, ეს მხოლოდ მათი ბრალი იქნებაო. რას უპასუხებთ ფიოლერს?

- არც არაფერს! ჩემი აზრით, ეს არაფრისმომცემი საუბრებია. რუდი ფიოლერს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე.

- ლევერკუზენში გასამართი მატჩი გერმანიის ჩემპიონატის ბედს, რა თქმა უნდა, არ გადაწყვეტს, მაგრამ ეს მეორე წრის პირველი შეხვედრაა და დაგვეთანხმეთ, რაკი კონკურენტს სტუმრობთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- ცხადია! ამას არც ვუარყოფ, მაგრამ „ლევერკუზენთან“ თამაში ნამდვილად არ არის გადამწყვეტი. თვითონ განსაჯეთ, მერე „შტუტგარტს“ უნდა შევხვდეთ და მიუხედავად იმისა, რომ შვაბები პირველ წრეში კატასტროფულად გამოიყურებოდნენ, მათთან ურთულესი თამაში გველის. იმის თქმა მინდა, რომ ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებლობების დამტკიცება ჩვენ ყოველ კვირას მოგვიწევს. ორი წელია, „ბორუსია“ მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე ფიქრობს და ამ მხრივ არც ახლა შევიცვლებით. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც სიმშვიდე უნდა დავკარგოთ.

- ფაქტია ისიც, რომ მეორე წრეში „ბორუსიას“ ახალგაზრდა ფეხბურთელები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცევიან.

- ყოველ წელს ასეა ხოლმე: პირველ წრეში საძირკველი იყრება, მეორე წრეში კი შედეგები იდება. შესაბამისად, სეზონის მეორე ნახევარში წნეხის სიმძიმე ყოველთვის და ყველა გუნდისთვის მატულობს. ახლა მხოლოდ „ლევერკუზენთან“ მატჩზე ვფიქრობთ.

- როგორ ემზადებით ამ შეხვედრისთვის? რას ეტყვით ფეხბურთელებს?

- ჩვენს ადგილზე „ბაიერნი“ რომ იყოს, იტყოდნენ და ცხადია, ფეხბურთელებსაც ეტყოდნენ, გერმანიის ჩემპიონობა გვინდა, თანაც, არა ათი, არამედ, ოცქულიანი უპირატესობითო.

იმასაც დაამატებდნენ, რომ გერმანიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც უნდათ. მაგრამ ახლა ჩვენ ვართ ლიდერები, „ლევერკუზენს“ და „მაინცს“ ათი ქულით ვუსწრებთ და ეს უკვე სხვა ამბავია. ჩვენი მიზანი განვითარებისა და პირველი წრის ღირსეული გაგრძელებაა. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ამას და რას მივიღებთ სანაცვლოდ.

- ორი აზრი არ არსებობს, „ბორუსიამ“ მეორე წრე რომ ჩააგდოს, საყოველთავო კრიტიკის ობიექტი გახდებით.

- შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ მეორე წრის ჩაგდების შიშით წარმატებაზე უარის თქმა არ შემიძლია. ძალიან მაგრად გვაქეს, რაც ლოგიკურიცაა, ბოლოს და ბოლოს, პირველი წრე ათქულიანი უპირატესობით მოვიგეთ და პირადად მეც აღფრთოვანებული ვარ იმ ფეხბურთით, რაც ჩემმა შეგირდებმა სეზონის პირველ ნახევარში ითამაშეს. თუ მეორე წრეს ისე კარგად ვერ დავიწყებთ, როგორც გვინდა, ეს სულაც არ იქნება იმის ნიშანი, რომ კრიზისი დაგვეწყო. ბიჭებს ვუთხარი, თუ მეორე წრეშიც ისეთი აღმაფრენით და ისე თავისუფლად ვითამაშებთ, როგორც პირველ წრეში ვთამაშობდით, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ-მეთქი. ოღონდ ჯერ კონკრეტული მიზანი არ გვაქვს.

- „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, დორტმუნდელები ევროპის ლიგიდან გავარდნენ, რითაც დაამტკიცეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უკლასოები არიანო.

- ჩვენს შესახებ უკვე ძალიან ბევრი რამ ითქვა - ზოგი სიმართლე, ზოგიც ტყუილი. მიუნხენელებმა ისიც თქვეს, თუ „ბორუსია“ ლევერკუზენში წააგებს, დორტმუნდელებს ნერვები მოეშლებათ და აიჭრებიანო, მაგრამ ასეთ გამოხდომებს აბსოლუტურად მშვიდად ვხვდებით.

- იყო სპეკულაციები იმის შესახებ, რომ „ლივერპულს“ თქვენი გადაბირება მოუნდა. მერე კი, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თავის ლეგიტიმურ შემცვლელად დაგასახელათ.

- მოსალოდნელიც იყო, რომ ასეთი სპეკულაციები გავრცელდებოდა. ფაქტია, რომ ლივერპულიდან ჩემთვის არავის დაურეკავს და სიმართლე გითხრათ, ზარს არც ველოდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს უტოპია იყო. ბოლოს და ბოლოს, „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ახლახანს გავაგრძელე. რაც შეეხება ლიოვის სიტყვებს: ეს ჩემთვის მშვენიერი კომპლიმენტია და მინდა, იოგის მადლობა გადავუხადო. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩემი სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგად მუშაობს. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ „ლივერპულის“ გაწვრთნაც შეგვიძლია და გერმანიის ნაკრებისაც, მაგრამ ჩემი აზრით, „ბუნდესგუნდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა. ბუნდესლიგის ყოველდღიურობა იმდენად მიყვარს, რომ სანაკრებო სფეროში გადასვლა ჯერ არ მინდა - თუნდაც ყველაზე საამაყო პოსტი, ბუნდესმწვრთნელობა შემომთავაზონ. ამის დროც მოვა.

- კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელეთ, „ბორუსიას“ მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე კი ამბობს, კლოპის ერა დორტმუნდში არც 2014 წელს დამთავრდებაო.

- 2014 წლამდე ჯერ ძალიან დიდი დროა. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე არ ვიცი, რა იქნება 2014-ში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხშირად არიან უკმაყოფილოები და ფიქრობენ ხოლმე, რომ სადმე სხვაგან ბედნიერებას იპოვნიან. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები. ერთადერთი, რაც დორტმუნდში არ მომწონს, კლიმატური პირობებია. მაგრამ ამის გამო ადგილსამყოფელი რომ გამოვიცვალო და წავიდე იქ, სადაც უკეთესი ამინდებია, თბილად კი ვიქნები, მაგრამ ხალხი ვერ გამიგებს. მოკლედ, 2014 წლამდე აქ ვრჩები და თუ სამი წლის შემდეგ ისევ ყველაფერი კარგად იქნება, გარდა ამინდისა, კონტრაქტს კიდევ რამდენიმე წლით გავაგრძელებ.

- მეორე წრის პირველ მატჩებში შინჯი კაგავას ვერ გამოიყენებთ, რადგან ეს უკანასკნელი აზიის თასზე თამაშობს. ფიფას მიერ დადგენილი კალენდრის შესახებ რამის თქმა ხომ არ გინდათ?

- ბოლო დროს ყველა ფიფას აგინებს და გინდათ, მეც შევუერთდე? გულახდილად გეტყვით, ყოველი სანაკრებო პაუზა ნერვებს მიშლის ხოლმე. თუმცა ყველასი მესმის, მათ შორის იაპონელებისაც. კაგავა ბრწყინვალე ფეხბურთელია და აზიის თასზე აუცილებლად უნდა ეთამაშა.

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია