ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ვიქტორ სანიკიძე: იტალიაში მეგობრობა მოედანზე არ იციან

ვიქტორ სანიკიძე: იტალიაში მეგობრობა მოედანზე არ იციან

რატომ არ ჰქონდა "ვირტუსისა" და საქართველოს ნაკრების კალათბურთელს საახალწლო სუფრაზე საცივი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ვიკა სანიკიძე ახალ წელსა და შობას იტალიაში შეხვდა, პატარა ნაძვის ხით, რომელიც თითქმის არ ჩანს, და ოჯახის წევრებთან, დედასა და ძმასთან ერთად, რომლებიც მასთან სტუმრად ჩავიდნენ. ვიკამ ჩვენთვის საინტერესო საახალწლო ამბები გაიხსენა.

- თოვლის ბაბუის არასდროს მჯეროდა. განსაკუთრებული ახალი წელი კი ნიუ-იორკში მახსენდება, როდესაც სამეგობრო შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, იქ წავსულიყავით, სადაც დიდი ბურთი ინთება ხოლმე, თუმცა ახლოს მისვლა შეზღუდული იყო და მე და ჩემი ერთი ქართველი მეგობარი მოხერხებულად მოვიქეცით, პოლიციელები მოვატყუეთ, რომ იქვე ახლოს ერთ-ერთ ქუჩაზე სასტუმროში ვცხოვრობდით. ასე მოვხვდით იმ ზონაში, მაგრამ მხოლოდ მე და ჩემი ის მეგობარი, დანარჩენები ვერა. მოკლედ, ასე თუ ისე, მივაღწიეთ, როგორც იქნა, იქამდე. ვიღაცის კონცერტი იყო, ცნობილი მომღერლის, თუმცა აღარ მახსოვს ვინ იყო. ველოდებოდით თორმეტი საათის დადგომას. 3,2,1 გილოცავთ ახალ წელს და ზუსტად ნახევარ საათში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. დავრჩით მე და ჩემი მეგობარი დებილებივით, მერე ავდექით და სახლში წავედით ჩვენც. რა უნდა გვეკეთებინა, ცოტა დავლიეთ, მაგრამ იმ სამეგობროს რომ დავურეკეთ, ვუთხარით, რომ ძალიან მაგარი იყო, გავათენეთ და კმაყოფილები დავბრუნდით სახლში.

იტალიაში ასე ვერ გავერთე, რადგან სახლში შევხვდი და მეორე დილას ავტობუსით თამაშზე გავემგზავრე. დედაჩემი და ჩემი ძმა ჩამოვიდნენ წინასაახალწლოდ სტუმრად. რაც ჩამოსული ვარ, პირველად შევხვდი ოჯახთან ერთად ახალ წელს. დედაჩემმა საცივის გაკეთებაც კი გადაწყვიტა, თუმცა ინგრედიენტების მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ვივახშმეთ და მერე ტელევიზორს ვუყურეთ, ქართულ ტელეარხებს, რომ თბილისთან ახლოს ვყოფილიყავით.

- მეკვლე ყოფილხარ და თუ გჯერა ამ ტრადიციის?

- ბავშვობაში კი ვყოფილვარ, მეკვლეც მახსოვს, მაგრამ ჩვენთან მოსული თოვლის ბაბუა - არა. წეღან დედაჩემს ვეკითხებოდი, თოვლის ბაბუა თუ მოდიოდა ჩვენთან-მეთქი და დეგენერატი ხარო, მითხრა, როგორ არ გახსოვსო (იცინის). მეკვლე ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, ვის ოჯახში. ისე, დროა, რომ მოვიკითხო, ნეტავ, როგორ არიან ჩემი მეკვლეობის შემდეგ? (იცინის)

- ძალიან უპასუხისმგებლო მეკვლე აღმოჩნდი. საახალწლო ტრადიციაც არ გაქვს არაფერი?

- საფრანგეთში რომ ვიყავი, მაშინ ვატო თამაშობდა იქ და მათ ოჯახთან ერთად შევხვდი, ამ დროს ნამდვილად იგრძნობოდა საახალწლო განწყობა, რასაც ვერ ვიტყვი ესპანეთზე. როცა ახალ წელს დაძინებას ვაპირებდი, ჩემი გუნდელი დამადგა, რა დროს ძილიაო, სადღაც წავედით და მერე დავბრუნდით უკან. საქართველოში რომ ახალ წელს აღნიშნავენ, ასე არსად არ აღნიშნავენ. თბილისში რომ ვყოფილიყავი, დიდი ხალისითა და სიხარულით შევხვდებოდი, მაგრამ იტალიაში რა უნდა მექნა? თამაში მქონდა თან მეორე დღეს. აქ საშობაო ტრადიციები უფრო აქვთ და გუნდელებმა ერთმანეთს საჩუქრები დავურიგეთ. მე ქართული ღვინო ვაჩუქე, ალბათ დალევენ და მეტყვიან, მოეწონათ თუ არა.

- თბილისში ჩამოსვლას როდის გეგმავ?

- ზაფხულში. პირველი ახალი წელი იყო წელს, როცა თამაში დაემთხვა, რადგან როგორც წესი, დასვენების დღეებს გვაძლევენ ხოლმე. თბილისში ჩამოსვლას ამ პერიოდში მაინც ვერ მოვახერხებდი, მაგრამ ევროპის რომელიმე ქვეყანაში წავიდოდი. ესეც ვერ მოვახერხე.

- ვიკა, საკალათბურთო ნაკრები წლის ნაკრებად აღიარეს საქართველოში...

- ჩემთვის ეს მართლაც ძალიან სასიხარულოა, ჩვენი შრომა დააფასეს. იმედია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივარს იმედს არ გავუცრუებთ. ძალიან რთული თამაშები გველოდება. 2010 წელს მორაგბეებიც გავიდნენ ჩემპიონატზე, საფეხბურთო ნაკრებსაც ჰქონდა წარმატებები, თუმცა მაინც საკალათბურთო ნაკრები დააფასეს.

- იტალიაში როგორ ვითარდება შენი სპორტული კარიერა?

- მეორე წელია აქ ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან რთულია, როცა გუნდში არავის არ იცნობ და ისე თამაშობ. ბოლო ერთი თვეა ტრავმებმა შემაწუხა. ამის გამო ერთი თვე გავაცდინე. ახლა ყველაფერი რიგზეა, ცოტა დავითარსე, მაგრამ იმედია, 2011 წელს ყველაფერი გამოსწორდება. ახალი წლისგან ჯანმრთელობას ველოდები.

- გიორგი მარკოიშვილი მიყვებოდა ამას წინათ სპორტის სფეროს ინტრიგებზე...

- ეგ ხომ ინტრიგანია (იცინის).

- შენ თუ შეხვედრიხარ ინტრიგას შენს საქმეში?

- ცუდი ადამიანები ყოველთვის შეიძლება შეგხვდეს. საქართველოში, როცა ერთ გუნდში მეგობრები თამაშობენ, ერთმანეთს მაინც ხელს უწყობენ და კონკურენციას არ უწევენ ერთმანეთს. უცხოეთში ასეთი რამ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მყავს მეგობრები, რომელთაგან ერთი-ორი მართლაც ძალიან ახლობელ ადამიანებად შეიძლება ჩავთვალო, როცა მოედანზე გადიხარ, შენთვის ხარ. საერთოდ არ ახსოვს, რომ მისი მეგობარი ხარ და უნდა გაჯობოს. ეს პროფესიული თვალსაზრისით გამართლებულია.

თავიდან ცოტა მიკვირდა და მწყინდა კიდეც, მაგრამ შემდეგ მივხვდი. ადამიანს ფეხი არ უნდა მოსტეხო, მაგრამ შენ შენი უნდა ითამაშო. საქართველოშიც აღარ არის ასე, თუმცა თბილისში უფრო შეიძლება გეწყინოს ასეთი რამ, ვიდრე იტალიაში.

- ვიკა, შენ მიგიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მოთამაშედ. გიჭირს საკუთარი თავის კონტროლი? შენზე ამბობენ, ცოტ-ცოტას მარიაჟობსო.

- (იცინის) არ ვიცი, შესაძლოა, ზოგიერთი სხვანაირად იგებს, მაგრამ როცა საქართველოს ნაკრებში თამაშობ და ათი ათას კაცს უხარია, როცა ბურთს აგდებ, ოდნავი ემოციები მაინც თუ გაქვს, აუცილებლად გამოხატავ, გადმოგედება გულშემატკივრის მღელვარება.

შემიძლია, საერთოდ უემოციო ვიყო, მაგრამ ასე მირჩევნია ყოფნა. სიტუაციას უხდება ჩემი ემოციურობა. არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა მოთამაშეებისაც. რაც შეეხება მარიაჟობას, ჩემი ქცევა მოედანზე მარიაჟობას არანაირად არ უკავშირდება.

- შენი პირადი ცხოვრება თბილისელ გოგონებს ძალიან აინტერესებთ. 2011 წელს სიყვარულს თუ ელოდები?

- (იცინის) სიყვარულს ყოველდღე ველოდები!.. აქ იმდენი გოგონა მომწონს, რომ თითები არ მყოფნის ჩამოსათვლელად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველასთან ურთიერთობა მაქვს.

ძალიანაც რომ მომწონდეს აქაური გოგონა, მაინც გამიჭირდებოდა მასთან სერიოზულ ურთიერთობებზე დაფიქრება. არ ვარ აზიატი, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში, მენტალიტეტის თვალსაზრისით მაინც დიდ პრობლემებს წააწყდები. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემები არ არის, მაგრამ მაინც თქვენკენ ვიხრები. ეს, თავის მხრივ, რთულია, იმიტომ რომ თბილისში ცოტა ხანს ვარ. კონტრაქტი წელს მიმთავრდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარიერას თბილისში გავაგრძელებ. მანდ რომ ჩამოვდივარ, ორი თვიდან ერთი თამაშებსა და შეკრებებს მიაქვს, ერთი თვე გოგონას გასაცნობად ცოტა დროა.

საქართველოში არ არის მიღებული, რომ ვთქვათ, გაიცნო გოგონა და მერე იტალიაში დაპატიჟო, რომ შენთან ჩამოვიდეს. ევროპაში ასეთი რამ მიღებულია. მოკლედ, ბევრი სირთულეა.

- რა დღეში ყოფილხარ?

- (იცინის) 2011 წელს მაინც ყველაზე მეტად ველოდები ახალ ურთიერთობას.

- ახალ წელს საჩუქრად რას ისურვებდი?

- ყველაზე მეტად რა გამიხარდებოდა? წინა წელს, როგორც გითხარი, ტრავმა მივიღე, კოჭი ვიტკინე, თამაშის დროს ამოვიტრიალე, ერთი მყესი გამიწყდა. ყველაზე მეტად ის გამიხარდებოდა, რომ ეს პრობლემა საერთოდ არ მქონდეს. ორი მყესი რომ იჭერს მხოლოდ, კიდევ რომ გადამიტრიალდეს, ძალიან სარისკოა.

- 2010 წელი საბოლოო ჯამში როგორი იყო შენთვის?

- ათქულიანი სისტემიდან რვა-ნახევარს დავუწერდი.

- ეს პირადი ცხოვრების ქულები არ იყო, არა?

- (იცინის) ასეა, მაგრამ ეს რვა-ნახევარი კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კი ერთმანეთს ავსებს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით)

შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა

თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა

ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია

ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს

[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა

ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს

გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო

კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე

"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ

"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?