ინგლისის თასზე "ნიუკასლის" დამარცხების შემდეგ "სტივენეიჯის" ერთ-ერთმა ფანმა თავისი გუნდის ფეხბურთელს მუშტი სთხლიშა და დააგდო

ინგლისის პოლიცია "სტივენეიჯის" გულშემატკივრის დაკავებაში დახმარებას ითხოვს. ამ გუნდის ერთ-ერთმა ფანმა ინგლისის თასზე "ნიუკასლის" დამარცხების შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელს მუშტი დაარტყა.

გულშემატკივრები მეორე ლიგის გუნდის მიერ "ნიუკასლთან" ისტორიული გამარჯვების (3:1) აღსანიშნავად მოედანზე შეიჭრნენ და ამ აურზაურის დროს მცველ სკოტ ლაირდს სახეში მუშტი მოხვდა.

ნაძირალა, რომელსაც ხელში "სტივენეიჯის" თეთრ-წითელი შარფი ეჭირა, მალევე გაიქცა, ხალხს შეერია და ლაირდი მინდორზე უგონოდ დაცემული დატოვა.

"სტივენეიჯის" პრეზიდენტმა ფილ უოლასმა ფანებს დამნაშავის დასახელება მოსთხოვა. მან განაცხადა: "პოლიციის ვიდეოჩანაწერზე ყველაფერი კარგად ჩანს იმ მომენტიდან, რაც ის მოედანზე შევიდა. ის აღმოსავლეთ ტრიბუნიდან წამოვიდა, ხელში შარფი ეჭირა, რომელი სტადიონის შემოგარენში თამაშის დაწყების წინ იყიდებოდა. ის ბოლოს სამ ფეხბურთელს მიუახლოვდა, როგორც ჩანს, თავის შანსს ეძებდა. შემდეგ ფანების ჯგუფთან ერთად სკოტის მიუახლოვდა და მუშტი თავის იმ არეში დაარტყა, რომლის დაზიანებაც ყველაზე საშიშია.

სკოტიმ გონება დაკარგა და ინციდენტის მომენტი არ ახსოვს. ეს ამაზრზენი საქციელია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარსდგეს".

პოლიცია, რომელიც ხულიგანს ეძებს, ვარაუდობს, რომ გულშემატკივარს ფეხბურთელთან პირადი მტრობა აკავშირებდა.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...