ტრაგედია შონახში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომებში ევროპის თასის მიმდინარეობის დროს მოხდა
ტრაგედია მოხდა ევროპის თასზე ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომებში, რომელიც დასავლეთგერმანულ ქალაქ შონახში მიმდინარეობს. ტურნირის მიმდინარეობის დროს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იტალიელი ტრამპლინიდან მხტომელი მოთხილამურე, 17 წლის სემონა სენონერი გარდაიცვალა.

ის სასტუმროს ნომერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ვერტმფრენით ფრაიბურგის უნივერსიტეტის კლინიკაში გადააფრინეს, სადაც სიკვდილის ფაქტი დადასტურდა.

ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დაადასტურა ეს ტრაგიკული შემთხვევა. მომხდარის გამოძიება კონსტანცის პროკურატურამ დაიწყო. თუმცა იტალიელი სპორტსმენის სიკვდილის მიზეზი აქამდე დაუდგენელია.

"ჩვენი ფიქრები მას უტრიალებს, დღეს შეჯიბრება მეორე პლანზე გადავიდა", - ასეთი კომენტარი გააკეთა ტრაგედიის შესახებ გერმანელი მხტომელი მოთხილამურეების ლიდერმა მელანი ფაისტმა, რომელმაც შონახის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველი და მეორე ადგილის მფლობელებმა ფრანგმა კოლინ მატელმა და ავსტრიელმა დანიელ ირაშკომ განაცხადეს, რომ თავიანთი გამოსვლა გარდაცვლილ კოლეგას მიუძღვნეს.

2008 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სენონერმა მეათე ადგილი დაიკავა.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა