"ზაუბერს" სასამართლოში უჩივლეს
როგორც უკვე ვწერდით, ჰოლანდიელმა პილოტმა გიდო ვან დერ გარდემ სასამართლოში უჩივლა შვეიცარიულ საჯინიბო "ზაუბერს". საქმე ისაა, რომ გუნდმა 2015 წელს საპრიზო პილოტის როლი შესთავაზა გიდოს, მაგრამ შემდეგ არჩევანი მარკუს ერიქსონსა და ფელიპე ნასრზე შეაჩერა. ვან დერ გარდემ სასამართლოში იჩივლა, "ზაუბერის" წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ჰოლანდიელთან კონტრაქტი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გაწყვიტეს.

თავდაპირველად, ვან დერ გარდემ შვეიცარიის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, რომელმაც პილოტის გუნდში დატოვება მოითხოვა. გუშინ კი ვიქტორიას შტატის (ავსტრალია) უმაღლესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და გამოაცხადა, რომ გიდოს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის სეზონის პირველ რბოლაში, "ზაუბერი" კი ვალდებულია, ასეთი შესაძლებლობა მისცეს მას.

შვეიცარიულმა საჯინიბომ სასწრაფოდ აპელაცია შეიტანა, რომელსაც დღეს განიხილავენ.

"მოუთმენლად ველოდები გუნდში დაბრუნებას იმისთვის, რომ მუშაობა გავაგრძელო", - განაცხადა ვან დერ გარდემ, რომელსაც ახალი "ზაუბერით" არც ერთ სატესტო სერიაში არ მიუღია მონაწილეობა.

იმასაც შეგახსენებთ, "ზაუბერს" კიდევ ერთი პილოტი, ადრიან სუტილი უჩივის, რომელსაც ასევე შეპირდნენ ახალ სეზონში საპრიზო პილოტის სტატუსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა