საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა თასის 1/2-ფინალში თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა
11 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "დინამო" "ცხინვალს" შეხვდება, ხოლო საჩხერის "ჩიხურას" "სამტრედიასთან" იმერული დერბი ელის. პირველი შეხვედრები 7 აპრილს გაიმართება, ფინალისტების ვინაობა კი 28 აპრილს, საპასუხო მატჩების შემდეგ გაირკვევა.

"ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ნახევარფინალში მისი გუნდის შანსის შეფასება ვთხოვეთ:

"თასის ნახევარფინალში გასული გუნდი სუსტი ვერ იქნება. "სამტრედიამ" თავისი შესაძლებლობები უკვე გამოაჩინა. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია.

ორი აზრი არ არის, დაძაბული შეხვედრები გველის, მაგრამ "ჩიხურასაც" აქვს თავისი პლუსები: ესაა გუნდური გამოცდილება და უფრო შეთამაშებული შემადგენლობა. ვეცდებით, ეს პლუსები გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა