ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლა ლიგა. XXVII ტურის წინ: ულტიმატუმი ანჩელოტის - Do or die!

ლა ლიგა. XXVII ტურის წინ: ულტიმატუმი ანჩელოტის - Do or die!

კარლეტომ კლასიკო უნდა მოიგოს ან სეზონის ბოლოს წავა
"რეალი" ერთდროულად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და შოკშია, კრიშტიანო რონალდო ერთდროულად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ისეთი გამწარებული ადამიანია, რომ პრესასთან ურთიერთობა შეწყვიტა.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის თავკაცი კარლო ანჩელოტი კი კრიტიკის ქარცეცხლშია. "სამეფო კლუბი" ჩემპიონატის ახალ ეტაპს იწყებს, "ბარსას" დევნის ოპერაციას...

BBC დაიშლება?

"რეალისა" და "ლევანტეს" თამაში კვირის პროგრამას ასრულებს. "სამეფო კლუბს" უკვე ეცოდინება, როგორ ითამაშა წინ გაჭრილმა "ბარსელონამ". სამაგიეროდ, უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს ფლორენტინო პერესმა.

"მარკას" ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტმა კარლო ანჩელოტის ულტიმატუმი წაუყენა - "კამპ ნოუზე" კლასიკო მოიგე ან... ამასთან, "მარკა" წერს, რომ იტალიელ მწვრთნელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადააყენებენ ახლავე, თუ ყველაფერი ახლავე დაინგრევა ("რეალი" ბარსელონაში წააგებს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამარცხდება). სხვა შემთხვევაში, მას სეზონის ბოლომდე აცლიან, თუმცა კარლეტოს მომავლის ბედი 22 მარტს გადაწყდება.

ისე, ანჩელოტი უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება - მან შესაძლოა, თავი "მილანში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" ამოჰყოს. მართალია, პერესმა უარყო "მარკას" ინფორმაცია, მაგრამ არ ისურვა საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ანჩელოტი მომავალ სეზონშიც "რეალის" თავკაცი.

"რაც უნდა მოხდეს უახლოეს კვირებში, ახლა "რეალის" თავკაცად ისევ კარლო ანჩელოტი დარჩება. ჩვენს გულშემატკივრებს კი ვთხოვთ, მხარი დაუჭირონ მწვრთნელსა და "რეალის" ფეხბურთელებს".

მანამდე კი დარჩენისთვის მებრძოლი "ლევანტეა", რომელიც არ უნდა იყოს კარგ დღეში - ცუდ ვითარებაში გადაეყარა გაავებულ "სამეფო კლუბს", რომელსაც მხოლოდ ხამეს როდრიგესი ჰყავს ტრავმირებული. "ლევანტეს" უმთავრესი მისია ამ სეზონში იმ მე-17 ადგილის შენარჩუნებაა, რომელზეც ახლა იმყოფება.

"სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკამ "შალკესთან" მატჩის მერე სტვენით უკვე უთხრა "რეალის" ფეხბურთელებს და მწვრთნელს - კმარა. განსაკუთრებით, იკერ კასილიასი და გარეთ ბეილი დაზარალდნენ, ყველაზე მეტს სწორედ ამ ორს აკრიტიკებენ და ობსტრუქციას უწყობენ.

მართალია, თამაში "ლევანტესთანაა", მაგრამ ფიქრში ბევრი კლასიკოს უტრიალებს და მათ შორის, ანჩელოტიც. ის უკვე სერიოზულად ფიქრობს, ცნობილი BBC (შემტევი ტრიო - ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) დაშალოს. ანჩელოტი ახლა ფიქრობს მეოთხე ნახევარმცველის დამატებას მეტი ბალანსისთვის.

"ლევანტეს" მცველ ივან რამისს სწორედ ის აშინებს, რომ "რეალში" სიტუაცია აირია. "ის კრიტიკა, რაც ისმის "რეალის" ფეხბურთელების მისამართით, მათთვის სტიმული იქნება ჩვენთან შეხვედრაში. ისინი 100%-ით დაიხარჯებიან. ბოლო სამი მათ მართლაც ცუდად ითამაშეს და ახლა უკანდასახევი გზა აღარ აქვთ".

რეკორდის მოლოდინში

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ამბობს, რომ ახლა მოდის სეზონის ყველაზე რთული და ამავე დროს, საუკეთესო ნაწილი. მართლაც, ლიდერს ქულების გაფრთხილება ჰმართებს. ეს ეხება პირველ სტუმრობას "ეიბართან" ჩემპიონატის მატჩის რანგში.

ისე, შაბათს "ბარსას" ფეხბურთელები უჩვეულო სიტუაციაში მოხვდებიან - თამაშის სანახავად, მათი საზომით, ძალიან ცოტა მაყურებელი მივა, მაგრამ ამავე დროს, სტადიონის ყველა დროის რეკორდი დამყარდება. ვერ გაიგეთ? ავხსნით - ქალაქ იპურუას სტადიონი სულ 6 ათას მაყურებელს იტევს, რეკორდი კი ნოემბერში დამყარდა, როცა იქ "სამეფო კლუბი" სტუმრობდა (5 859 მაყურებელი). ახლა ახალ რეკორდს ელიან, მიუხედავად იმისა, რომ "ეიბარს" ზედიზედ 7 მატჩია, ქულა ვერ აუღია.

ლუის ენრიკეს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს - დანი ალვეში და ჟორდი ალბა დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო მარტინ მონტოია ტრავმირებულია. ლუის ენრიკეს, ალბათ, ბარტრას მარჯვენა ფლანგზე გადაწევა მოუწევს. სხვათა შორის, დანი ალვეშის გარემოცვამ უარყო წინა დღით გავრცელებული ხმები, თითქოს, ბრაზილიელი მცველი უკვე შეუთანხმდა "პარი სენ-ჟერმენს" და მისი ტრანსფერი პარიზულ კლუბში გადაწყვეტილია.

"ბარსელონას" ლონდონიდან დაუბრუნდა ლეო მესი, რომელსაც პაპარაცებმა მეგობრებთან ერთად პიცის ჭამა არ შეარგეს. არგენტინელმა თქვა, დაილოცოს ბარსელონა - აქ ჩემს პირად ცხოვრებაში არ იჩიჩქნებიანო.

მოკლედ, შესაძლოა, ლონდონელმა პაპარაცებმა მესის ისედაც მცირე ორჭოფობა "ბარსას" დატოვებაზე, სულ მოუსპეს. დისკვალიფიკაციის მოხდის მერე ბრუნდება ნეიმარი. ასე რომ, შეტევაში მესი, სუარესი, ნეიმარის საშიში ტრიო აღდგება.

მესამე ადგილისთვის

ქვეყნის ჩემპიონი "ატლეტიკო" ბარსელონას სტუმრობს და "ესპანიოლს" ეთამაშება, სანახევროდ კი ფიქრში ჩემპიონთა ლიგის მატჩში იქნება "ლევერკუზენის" წინააღმდეგ. მისი კონკურენტი "ვალენსია" კი შინ მიიღებს "დეპორტივოს", რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონი შკოდრან მუსტაფი და საყრდენი ნახევარმცველი ხავი ფუეგო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ გერმანელმა მცველმა მოუპოვა "ღამურებს" ასე მნიშვნელოვანი ქულა "ვისენტე კალდერონზე", მაგრამ იმ თამაშში მორიგი ყვითელი ბარათიც მიიღო, რომელიც სეზონში მეხუთე აღმოჩნდა. ფუეგო კი "ატლეტიკოსთან" მატჩის მიწურულს სულაც გააძევეს. ისევე, როგორც "ბარსას" და "რეალს", "ატლეტიკოსა" და "ვალენსიასაც" არ აქვთ ქულების განიავების უფლება, რადგან მესამე ადგილისთვის ძალზე დაძაბული ბრძოლაა.

სხვა მატჩები

საინტერესო მატჩი გველის გალისიურ ვიგოში, სადაც "სელტა" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს, რომელსაც კრიზისი დაუსრულდა, ჩემპიონატშიც იგებს და სამეფო თასის ფინალშიც გავიდა. ეს ორი გუნდი ცხრილის შუაში მეზობლადაა. მოკლედ, 6-ქულიანი ბრძოლაა. "ბილბაოს" კაპიტანი კარლოს გურპეგი დააკლდება დისკვალიფიკაციის გამო.

ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია", რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს შანსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, "ელჩეს" მასპინძლობს. ანდალუსიაში კიდევ ერთი მატჩია, რომელზეც ყურადღების მიქცევა ღირს - "მალაგა" ბოლოადგილოსან "კორდობას" მასპინძლობს. ახალგაზრდული "მალაგა" ევროსაგზურისთვის იბრძვის.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVII ტური

პარასკევი. 13 მარტი

ვალენსია-დეპორტივო 23:45

დისკვალიფიკაცია: მუსტაფი, ფუეგო -

ტრავმა: - ტოჩე (?), პოშტიგა

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 43 თამაში: +17=10-16, (59-53)

შაბათი. 14 მარტი

ესპანიოლი-ატლეტიკო 19:00

დისკვალიფიკაცია: - სიკეირა, მანჯუკიჩი

ტრავმა: ფუენტესი (?) - არდა თურანი (?), საული

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +13=10-16, (52-57)

ეიბარი-ბარსელონა 21:00

დისკვალიფიკაცია: გარსია - ალვეში, ალბა

ტრავმა: მინერო, ვილა (?), ანხელი - ვერმალენი, ბუსკეტსი

ბოლო 6 მატჩი

+0=0-6 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-3)

ვალეკანო-გრანადა 23:00

დისკვალიფიკაცია: ტიტო -

ტრავმა: ტონიო (?), კასტრო (?) - მარე, ელ-არაბი (?), მარტინსი (?), მაინსი (?), პერესი (?), ბანგურა

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +5=2-2, (10-7)

სელტა-ბილბაო 01:00

დისკვალიფიკაცია: - გურპეგი

ტრავმა: ფონტასი (?), პლანასი (?), ოუბინია, კრონ-დელი (?) - ერერინი, იტურასპე, ბუსტინსა, რიკო (?), ირაოლა (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 თამაში: +8=13-14, (41-49)

კვირა. 15 მარტი

ალმერია-ვილიარეალი 15:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რუბენი - მარინი, დორადო (?), იოკიჩი, სორიანო, სანტოსი (?), ბაილი (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +4=5-7, (15-19)

მალაგა-კორდობა 20:00

დისკვალიფიკაცია: - ლოპესი

ტრავმა: კამაჩო (?), სანჩესი (?), გერა (?), ხუანპი (?) - ბუსონი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +0=0-6

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +3=0-1, (10-4)

სევილია-ელჩე 22:00

დისკვალიფიკაცია: იბორა - გონსალესი

ტრავმა: კრისტოფორო, ბეტო, ტრემულინა (?) - პელეგრინი (?), ნიგესი (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +4=3-0, (11-4)

რეალი-ლევანტე 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: როდრიგესი - ივანშიტცი (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +13=1-3, (50-13)

ორშაბათი. 16 მარტი

ხეტაფე-სოსიედადი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლაფიტა, ლაგო (?), ბუენდია - ველა

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +6=6-3, (15-17)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

შენიშვნა: ფიფას მოთხოვნით, "ალმერიას" 3 ქულა დააკლდება, თუმცა კლუბს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და ჯერ ცხრილში ასახული არ არის.

ბომბარდირები: 30 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - კარლოს ბაკა (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა

გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა

"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ

[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო

გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა

ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა

[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა

"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს

როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა

"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა

"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი

"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა

[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა

ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს