13 ივნისს, ევროშესარჩევში პოლონეთთან გასვლითი მატჩის წინ კახა ცხადაძის გუნდი ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ გადაწყვეტილი ამბავია - 9 ივნისს ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი სტუმრად მაკედონიასთან ისპარინგებს, მერე კი მოაწყობს ავსტრიულ შეკრებას, რის შემდეგაც, 13 ივნისს, ასევე სტუმრად, ევროშესარჩევში პოლონეთს გაეჯიბრება.

რა თქმა უნდა, მაკედონიის ნაკრები გრანდი არ არის, მაგრამ ის ნაღდად სჯობს იმ გუნდების უმრავლესობას, რომლებთანაც ბოლო წლებში "ვამხანაგობდით".

მართალია, ექსიუგები არასოდეს გასულან დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მათ შემადგენლობაში ყოველთვის ჰყავდათ გამორჩეული ინდივიდუალისტები.

ეგ არის, სანაკრებო ასპარეზს უგანა ყველაზე ცნობილმა მაკედონიელმა, გორან პანდევმა, მაგრამ "წითელ ლომებს" (მაკედონიის ნაკრების მეტსახელია) მაინც ჰყავს რამდენიმე ანგარიშგასაწევი ფეხბურთელი.

გუნდის ლიდერებად ითვლებიან მარტინ ბოგატინოვი (მეკარე, "ერმისი", კვიპროსი), ვანჩე შიკოვი (მცველი, "აუსტრია"), მუჰამედ დემირი (ნახევარმცველი, "სენტ გალენი", შვეიცარია) და აჩო სტოიკოვი (ფორვარდი, "შკენდერბეუ", ალბანეთი).

ამჟამად, მაკედონიის უპირველეს გუნდს 53 წლის სპეციალისტი ბოშკო გუროვსკი წვრთნის. მას სხვადასხვა დროს უმუშავია "სერვეტში", "ცრვენა ზვეზდასა" და "ნაგოიაში". იაპონიის დატოვების შემდეგ, 2013 წლიდან, ის მაკედონიის ეროვნული გუნდის სათავეშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mm
რაც ნაკლებს ითამაშებთ მით ნაკლებად ვინერვიულებთ. პირველი ადგილი მაინც გარანტირებული გვაქვს -----ბოლოდან.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...