"ლელოს" ჟურნალისტთა გამოკითხვით, თებერვლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდა
"ლელოს" ჟურნალისტთა გამოკითხვით, თებერვლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდა - კაცი, რომელმაც დიუსელდორფის "დიდი პრიზის" ტურნირი მოიგო.

არჩევანი არ იყო შეზღუდული - კალათბურთელი, მორაგბეები, ფეხბურთელი, მშვილდოსანი, რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა ჩვენი გაზეთის ჟურნალისტებმა არჩევანი მაინც ლიპარტელიანზე შეაჩერეს.

დიუსელდორფის ტურნირი სეზონში უმაღლესი რანგის შეჯიბრებათაგან პირველი იყო, სადაც ჩვენმა ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავა, ლიპარტელიანმა კი ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა იქ. ის არც მალავს, რომ გერმანია მისთვის ახლობელი ქვეყანაა, სადაც დიდ დროს ატარებს და ჭიდაობაც უადვილდება.

"იქ კარგი გარემოა და თან გერმანია ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა - ბუნდესლიგაში ვჭიდაობ და დიდ დროს ვატარებ ამ ქვეყანაში. ალბათ, მთელი წლის განმავლობაში უცხოეთში ყველაზე ხშირად გერმანიაში ვარ", - განუცხადა სპორტსმენმა იმ ტურნირის დასრულების შემდეგ "ლელოს".

შარშანდელიდან მოყოლებული, ლიპარტელიანი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია და ცხადია, გერმანიაშიც ფავორიტის რანგში ჩავიდა. ჩვენდა საბედნიეროდ, იმედები სრულად გაამართლა და, შეიძლება ითქვას, იოლადაც კი გაიმარჯვა.

დიუსელდორფში მან ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა და ოთხში იპონით მოიგო - ამერიკელ ტომას კაპრასთან, ყაზახ ისლამ ბოზბაევთან, შვედ ევროპის ჩემპიონ მარკუს ნიმანთან და ფინალში რუს ყაზბეგ ზანკიშიევთან, რომელიც ლამის მოგუდა. წმინდა მოგების გარეშე მან მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობა დაასრულა თანაგუნდელ ბექა ღვინიაშვილთან, ვისაც უფრო მეტად გამოცდილების, ნაწილობრივ კი, კლასის ხარჯზე გაფრთხილებებით 3:2 მოუგო.

ამ ტურნირზე ქართველი განსხვავებული საჭიდაო სტილით წარუდგა პუბლიკას - ძირითადად, ჩოქბჯენში ჭიდაობდა, სადაც იოლად ჩაჰყავდა მეტოქეები და ბოჭავდა. ეს მისთვის უცხო ტაქტიკა ნამდვილად არაა - ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლის დროსაც ხშირად მიმართავდა ამ ხერხს და წლების წინ თუნდაც თბილისის სპორტის სასახლეში ჩვენი თვალით ნანახი რად ღირს, როცა ჯერ კიდევ ბავშვს ისეთი ოსტატები შეუბოჭავს, შვეიცარიელთა მსოფლიოს ფინალისტი და ევროპის ჩემპიონი სერგეი აშვანდენი, ბელორუსთა ევროპის ჩემპიონი ანდრეი კაზუსიონაკი და სხვები არიან.

თუმცა მოგვიანებით მის თავზეც ბევრი ქარბორბალა დატრიალდა - წესების ცვლილებებიდან დაწყებული, ტრავმებითა და მძიმე ავადმყოფობებით დასრულებული, რამაც ეს კოზირი ხელიდან გამოაცალა; გერმანიაში კი ჩოქბჯენი, შებოჭვები მის მთავარ ღირსებად იქცა.

ბოლო წლებში ირაკლი უზნაძემ ნაკრები ისევ მიაბრუნა დაბლა ჭიდაობისკენ, ლიპარტელიანმა კი სხვებზე იოლად აუღო ალღო მწვრთნელის სტრატეგიულ გეზს. დიუსელდორფში ნაჩვენები ჭიდაობაც ამ ხაზის გაგრძელება გვეგონა, მაგრამ თურმე აუცილებლობით ყოფილა ნაკარნახევი - ჩვენებურს წელი სტკიებია და რადგან წელის მოხრა, დგომში ილეთების გაკეთება უჭირდა, ფონს გასვლა დაბლა ჭიდაობით განუზრახავს.

დღეს ლიპარტელიანი ბედნიერია, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლა.

"დგომში აქტიურად მოქმედებას და ილეთების გაკეთებას ვერ შევძლებდი. შეტრიალებაც კი მიჭირდა და ვერ ვიყავი იმდენად კარგად, რაც დგომში ილეთების გაკეთებას სჭირდება. ამიტომ აქცენტი დაბლა, ჩოქბჯენში ჭიდაობაზე გავაკეთეთ. ამ ტაქტიკამ გაამართლა და თითქმის ყველა შეხვედრა შებოჭვით მოვიგე. იმედია, ასეთი ტაქტიკა მომავალშიც გაამართლებს" - გვითხრა მან ზემოაღნიშნულ ინტერვიუში.

სამომავლოდ ეს მართლაც დიდი რეზერვია მის ჭიდაობაში და ძალიან კარგი იქნება, ამას თავის ერთ-ერთ კოზირად თუ აქცევს - იქნებ ბევრს არა, მაგრამ დგომშიც აკეთებს ილეთებს და ამას ჩოქბჯენსაც თუ მიახმარს, მით უფრო შეუჩერებელი გახდება. ოღონდ ამგვარად ჭიდაობას კარგი ფიზიკური მომზადებაც სჭირდება, თუმცა გერმანიაში ამ მხრივაც მშვენიერი სურათი გამოჩნდა - აშკარად ჩანდა, რომ ლიპარტელიანი ფიზიკურად საკმაოდ კარგადაა მომზადებული, თუმცა ფორმის პიკში ყოფნა ჯერ არც მოეთხოვება.

ფიზიკური კონდიციები რომ დამაკმაყოფილებელია, ამის მაგალითად ნიმანთან შეხვედრაც გამოდგება. შვედი მისთვის უხერხული მეტოქეა და აკი 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალიც მან მოუგო (ეს 21 წლის სპორტსმენისთვის ზედიზედ წაგებული მეორე ევროფინალი იყო - გემახსოვრებათ, წინა წელს გადამწყვეტ პაექრობაში თბილისის სპორტის სასახლეში კაზუსიონაკმაც აჯობა).

ნიმანმა მოგვიანებითაც დაამარცხა, თუმცა ამჯერად ლიპარტელიანმა ლამის მოგუდა, მერე კი ის პაექრობა ასე გაიხსენა: არ ვიცი, მე გავძლიერდი ფიზიკურად თუ ის დასუსტდა, მაგრამ ხელი რომ მოვკიდე, ის ძლიერი ნიმანი აღარ იყოო. ქართველი ფალავანი ფიზიკური კონდიციების ამაღლებას იაპონიაში გავლილი ინდივიდუალური შეკრების დამსახურებად მიიჩნევს.

ქართველი ყველაზე უფრო ძნელად ქართველთან გადატანილ ორთაბრძოლას აღიარებს. ისინი ხომ წლებია, ერთად ვარჯიშობენ და კარგად იციან ერთმანეთის ძლიერი თუ სუსტი მხარეები.

ლიპარტელიანისთვის გერმანიაში გამარჯვებას დიდი ფასი ედო. ბუნებრივია, ამით სალიცენზიო რეიტინგში ქულებსაც ბლომად იღებდა და - ფულად პრემიასაც, თუმცა ეს მაინც მეორეხარისხოვანია ერთ ფრიად პრესტიჟულ ფაქტორთან შედარებით. ის არც ეკონომიურადაა დამოკიდებული ამ პრემიაზე და არც სალიცენზიო ქულები აქვს სანთლით საძებარი - შეიძლება ითქვას, მან უკვე გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური, მაგრამ არსებობდა საშიშროება, რომ გერმანიის ტურნირის შემდეგ მსოფლიოს რეიტინგში თავის წონაში ლიდერობა დაეკარგა.

ჩვენებურს რეიტინგში ქულათა ნაწილი უნულდებოდა\უნახევრდებოდა და მისი გადასწრების შანსს, წარმატების შემთხვევაში, უნგრელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კრისტიან ტოტი ინარჩუნებდა. ის ადრევე დამარცხდა და უსახელოდ გავარდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ლიპარტელიანმაც გააკეთა თავისი წილი საქმე და სხვის შედეგზე დამოკიდებული არ ყოფილა, ისე შეინარჩუნა რეიტინგის მოწინავეობა. იმედია, ის კიდევ დიდ დროს გაატარებს ცხრილის კენწეროში.

დღეს ლიპარტელიანი მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება - 22 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში "დიდ პრიზზე" იჭიდავებს. ამჟამად ის ნაკრებთან ერთად დუშეთშია შეკრებაზე.

დოსიე

ვალერი ლიპარტელიანი

საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2007, 2012, 2013) და ბრინჯაოსმედალოსანი (2009).

ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 2014), სამგზის ვერცხლისმედალოსანი (2009, 2010, 2013) და ბრინჯაოსპრიზიორი (2011).

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2013) დ მესამეპრიზიორი (2014).

დიდი საერთაშორისო ტურნირების (მასტერსი, "დიდი პრიზი", "დიდი მუზარადი") 7-გზის გამარჯვებული.

იანვრის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli arqania
ქართველი "ანაკონდა" ყოჩაღ,იმსახურებდა ნამდვილად
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ