საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტანი მომავლის გეგმებზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, ირაკლი მაჩხანელის ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააჟღერა.

ცხადია, ჩვენი კაპიტნის ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო. დღესდღეობით ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. მიღებული გადაწყვეტილებისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ირაკლის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ვეწვიეთ, სადაც "ბორჯღალოსნები" რუსეთის ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ ემზადებიან.

- სანაკრებო კარიერის დასრულება ნებისმიერი სპორტსმენისთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა. რა არის მიზეზი, რამაც ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი გათქმევინათ?

- უწინარესად, ასაკი. 34 წლის ვარ და ეს ცოტა არაა. მერე, ხშირი ტრავმებიც მქონდა. ამასთან ერთად, გამოჩნდნენ ახალგაზრდა მორაგბეები. მივიჩნიე, რომ მათ უნდა მიეცეთ თამაშისა და თავის გამოჩენის საშუალება.

ყველანაირი ხელშეწყობა მექნებოდა, რომ მსოფლიოს თასისთვის მოვმზადებულიყავი და მეთამაშა, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ დროა, ახალგაზრდებს დავუთმო ასპარეზი. მათ აუცილებლად უნდა ეთამაშათ ამჟამად მიმდინარე "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე", რათა სათანადო გამოცდილება მიიღონ და მსოფლიოს თასზე ღირსეულად იასპარეზონ. მიმაჩნია, რომ რაგბის და ზოგადად, ნაკრების განვითარებისთვის ასე იქნება უმჯობესი.

- ნუთუ ცდუნებამ არ გძლიათ? ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასი თქვენთვის მე-4 იქნებოდა. მსოფლიოში ბევრი არ არის ისეთი მორაგბე, ვისაც ოთხჯერ უთამაშია მსოფლოს რაგბის უდიდეს ფორუმზე. ქართველებს შორის ამის შანსი მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილსა და გიორგი ჩხაიძეს აქვთ...

- მაგაზე მეც მიფიქრია. ცხადია, კარგი იქნებოდა. საქმე მთლად ისეც არ არის, რომ თამაშს ვერ შევძლებდი. სამთვიანი მომზადების შემდეგ შესაძლოა კარგადაც მეთამაშა. მთავაზობდნენ, რომ ნაკრებში მატჩების გარკვეული რაოდენობა გამომეტოვებინა და აქცენტი მსოფლიოს თასისთვის მზადებაზე გამეკეთებინა, მაგრამ მე მაინც ასე გადავწყვიტე. უმჯობესია, ახალგაზრდებმა ითამაშონ, მოემზადონ და ქვეყნის ღირსება სათანადოდ დაიცვან.

- ახლა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხართ. როგორ ეგუებით ახალ ამპლუას?

- ძალიან შემიწყვეს ხელი ბიჭებმა. მწვრთნელობა ადვილი არ არის. მწვრთნელთა შტაბმაც კარგად მიმიღო. მორაგბეებთან, რომელთა გვერდითაც სულ ცოტა ხნის წინათ ვთამაშობდი, ახლა სულ სხვა მიდგომა მაქვს. ისინიც რესპექტაბელურად მექცევიან. ეს ყოველივე, ალბათ, იმიტომ, რომ დიდი ხანია ამ ოჯახის წევრი ვარ.

- თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ნაკრების ერთი რიგითი წევრი იყავით, მერე კაპიტანი გახდით, ახლა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხართ. რით განსხვავდება თქვენი კარიერის ეს ეტაპები ერთმანეთისგან?

- გუნდის რიგით მოთამაშესა და კაპიტანს შორის ძალიან დიდი განსხვავება ყოფილა. როცა კაპიტანი გავხდი, ყველაფერი შეიცვალა, ფსიქოლოგია, თამაშის სტილი, საქმისადმი დამოკიდებულება, ყველაფერი სხვანაირი გახდა.

ყველა წარუმატებლობაზე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო.

ახლა, მწვრთნელის ამპლუაში, ცხადია, პირდაპირ ჩემზე არ მოდის დარტყმა, რადგან მთავარი მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ყოველივეს მაინც ძალიან განვიცდი. ეს პროცესი იმდენად საინტერესოა, ისეთი ემოციები მოაქვს, რომ ყველაფრად გიღირს ადამიანს. ეს არის ცხოვრებაში საუკეთესო ვარიანტი, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს.

- არსებობდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ნაკრებთან მატჩში თქვენი გაცილება მოეწყობოდა...

- არა, გადაწყვეტილება ცალსახად მე მივიღე. გაცილების მოწყობის დრო არ არის, იმდენი ახალი მოთამაშეა სანახავი და საქმეში გამოსაცდელი. არ არის გაცილების მოწყობა საჭირო. მსოფლიოს რაგბიში დიდი მოთამაშეები მოდიან და უხმაუროდ მიდიან, არავინ გაცილებას არ უწყობს. აგერ, თანამედროვეობის ცოცხალი ლეგენდა ჯონი ვილკინსონი წავიდა რაგბიდან და არავის გაუცილებია.

- ცოტა მკაცრად ხომ არ ეპყრობით საკუთარ თავს?

- შესაძლოა, მაგრამ, ვფიქრობ, საქმისთვის ასე ჯობია.

- ამჟამად ჩვენი ეროვნული გუნდი რუსეთის ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება. იმედი გვაქვს, მეტოქეს, ტრადიციულად, დავამარცხებთ...

- ჩვენც ვფიქრობთ, რომ მოვიგებთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. ვნახეთ რუმინეთის ნაკრებთან თამაშის ვიდეოანალიზი. დავინახეთ რუსების ხასიათი, ის, რომ რაგბის თამაში შეუძლიათ. მათ ჩვენი კომპლექსი აქვთ და ერთ დღეს, ადვილი შესაძლებელია, ეს კომპლექსი დაძლიონ.

რუსებმა რუმინელებს ან ფრანგებს რომ მოუგონ, ამას იმხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვება, რამხელაც ჩვენთან გამარჯვებას შეიძლება მოჰყვეს. ეს ყველა ჩვენს მორაგბეს კარგად ესმის, ყველა პირადულს გვერდზე დებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა გუნდმა წარმატებულად ითამაშოს.

- გაცხადებული იყო, რომ წლეულს ნაკრების ყველა მატჩი მსოფლიოს თასისთვის სამზადისი იქნება...

- აბსოლუტურად ყველა თამაში მსოფლიოს თასისთვის მზადებისთვის გამოიყენება, რათა იქ ტონგას ნაკრები დავამარცხოთ. მსოფლიოს თასზე პირველად 2003 წელს ვითამაშეთ. მაშინ ყველა თამაში წავაგეთ, მაგრამ, რადგან ეს ჩვენთვის ახალი ხილი იყო, კრიტიკა არ მოჰყოლია.

მერე 2007 წელს ვფიქრობდით, რომ ერთი თამაში მაინც უნდა მოვიგოთ და შევძელით კიდეც. იგივე ვითარება იყო 2011 წელსაც. ახლა, ჩვენთვის მეოთხე მსოფლიოს თასზე, ჩვენც და გულშემატკივრებიც ორი თამაშის მოგებას ვგეგმავთ.

ეს ადვილი არ იქნება. ტონგას რომ ჰკითხო, საქართველომ მას ვერ უნდა მოუგოს. ეს ქვეყანა დიდი სარაგბო ტრადიციების მატარებელია. ტონგელი მორაგბეები მაღალი დონის კლუბებში ასპარეზობენ, ტანა უმაგა და ჯონა ლომუ წარმოშობით ტონგელები არიან და ჩვენ, შესაძლოა, კონკურენტად არც მივაჩნივართ.

მორაგბე რომ ვიყავი, ვერ ვამჩნევდი. ახლა მწვრთნელის გადასახედიდან რომ ვუყურებ, ვხედავ, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ბიჭებისთვის. მათ ყველაფერი პირადული გვერდზე აქვთ გადადებული და მაქსიმალურად იხარჯებიან, რათა ხალხს იმედი არ გაუცრუონ. იბრძოლებენ, რათა ქომაგები გაახარონ.

დოსიე

ირაკლი მაჩხანელი

დაიბადა: 18.08.1981

სიმაღლე: 185 სმ

წონა: 100 კგ

პოზიცია: გარემარბი

პირველი გუნდი: თბილისის "აკადემია"

თამაშობდა: "ბეზიე", "მონ დე მარსანი", "აჟენი", "სენტ ეტიენი", "მაკონი".

მსოფლიოს თასი: 2003, 2007, 2011 წლები

მოიხვეჭა: 72 კეპი

ქულა: 120 (24 ლელო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნებში" რუსეთთან მატჩის წინ ერთბაშად რვა ცვლილებაა [VIDEO+PHOTO]

beso
მადლობა ირაკლი ღირსეული ქართველი ხარ.ესაა საქმისადმი კაცური მიდგომა,რაც აუცილებლად დიდ წარმატებას მოგვიტანს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ვაჟა
გაიხარე!!!
გულშემატკივარი
მადლობა კაპიტანო!!!
დავითი
ღირსეული ადამიანია. ღმერთმა სულ გაუმარჯვების გზაზე გატაროს. გმადლობთ ბატონო ირაკლი რა სიამოვნებაც თქვენი თამაშით მოუტანეთ საქართველოს მოსახლეობას და ქართველ ერს.
zura
იმიტომაც იმარჯვებენ ბიჭები, რომ ასე რეალურად, ზედმეტი აურზაურის გარეშე, ყოვლდღიური შრომის და რაც მთავარია პირადი თავდადებითა და დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან თავიანთ საქმეს, ესაა ნამდვილი პატრიოტიზმი და მათ უნდა მივბაძოთ მთელმა საქართველომ, მაშინ იქნება უფალი ჩვენთან და ივერიაც გაბრწყინდება....
Gala
Iraklis tsarmatebebs vusurveb.gmertma amravlos saqartveloshi aseti tavmdabali da profesionali adamianebi.
გელა
ირაკლი არის კაცი! ვაჟკაცია ნამდვილი!
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?
”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ