"ლივერპულის" ახალმა თავკაცმა კენი დალგლიშმა, ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებაში მსაჯი დაადანაშაულა

მიფიცხებოდა მშვიდად არაბეთის მზეს, ვინ რჯიდა შვებულებას რომ წყვეტდა და ინგლისური ფეხბურთის ბედლამში გამორბოდა - „ლივერპულის“ ახალი მწვრთნელი კენი დალგლიში პირველივე დღეს გადარიეს. საქმე ასე იყო: ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ლივერპულმა“ „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:0 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 32-ე წამზე პენალტით რაიან გიგზმა გაიტანა.

დალგლიშმა, რომელსაც ორშაბათიდან „ჩელსიში“ ნამუშევარი სტივ კლარკი გაუწევს ასისტენტობას, თავი ვერ შეიკავა და მატჩის შემდეგ მსაჯი ჰოვარდ ვები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. ჯერ ერთი, პენალტის ეპიზოდში თუკი დანიელ აგერი დიმიტარ ბერბატოვს საერთოდ შეეხო, ეს სულ ოდნავი და უმნიშვნელო შეხება გახლდათ და 32-ე წუთზე მაიკლ ქერიკის ბიძგებისთვის სტივენ ჯერარდის გაძევება გადაჭარბებული ჩანდა.

„ეს პენალტი კი არა, მასხარაობა იყო, - თქვა დალგლიშმა - ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე და თუ წესი არ შეუცვლიათ, მაშინ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა. ვერც მეორე ეპიზოდში შევამჩნიე რამე ისეთი წითელი ბარათით რომ უნდა დასჯილიყო. თამაშის წინ გასახდელში მითხრეს, რომ ბოლო წლებში ფეხბურთი მაინცდამაინც არ შეცვლილა. გავეხუმრე, მე ფეხბურთი უკონტაქტო სპორტი მახსოვს მეთქი. თურმე, სწორედ მხსომებია. დღეს, ორი მცირედი კონტაქტის გამო მსაჯმა თამაში წაგვაგებინა. არადა, ჯერ გოლი გაგვიტანეს, მერე უმცირესობაში დაგვტოვეს და მაინც რა ვაჟკაცურად ითამაშეს ჩემმა ფეხბურთელებმა“.

და რა შთაბეჭდილება დარჩა ნახსენებ ორ ეპიზოდზე გამარჯვებულთა თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონს? ფერგი რისი ფერგი იქნებოდა თავისი გუნდის პოზიცია კბილებით რომ არ დაეცვა, მით უფრო რომ საქმე კერკეტ მოწინააღმდეგეს ეხებოდა. თუმცა ისიცაა, მან მხოლოდ გაძევების ეპიზოდზე გააკეთა კომენტარი:

„რად უნდა ლაპარაკი, რომ ჯერარდი მოედნიდან გასაგდები იყო. ჯარიმის მომენტში ის მიწაზე არ იდგა. ის, საერთოდ, უხეში ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ამჯერად მსაჯს შანსი არ დაუტოვა“.

პენალტზე დიმიტარ ბერბატოვმა ილაპარაკა: „რასაკვირველია პენალტი იყო. აგერის შეხება საკმარისი იყო საიმისოდ, რომ წონასწორობა დამეკარგა და წავქცეულიყავი“.

ცნობისათვის: სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მანჩესტერის პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და წვრილმანი ხულიგნობა გახლდათ.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა