36 წლის ვიქტორია ბექჰემი იმედოვნებს, რომ ბავშვი, რომელიც ქვეყანას ზაფხულში უნდა მოევლინოს, ამჯერად მაინც გოგონა იქნება

დევიდ და ვიქტორია ბექჰეები მეოთხე შვილს ელოდებიან - ვიქტორია იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც გაჩნდება გოგო. „პოშ სპაისის“ ფეხმძიმობის შესახებ ოჯახმა ოფიციალურად ამ დღეებში გამოაცხადა. ბავშვი ზაფხულზე დაიბადება. შეგახსენებთ, რომ 36 წლის ვიქტორია და 35 წლის დევიდი სამი ვაჟის, 11 წლის ბრუკლინის, 8 წლის რომეოს და 5 წლის კრუზის მშობლები არიან.

ინგლისური ტაბლოიდები წერენ, რომ ორიოდ კვირის წინ, როდესაც დევიდ ბექჰემი სამაუწყებლო კომპანია BBC-მ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, „სფაის გელზის“ ყოფილ მომღერალს მუცელი ოდნავაც არ ეტყობოდა. მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო, რომ ვიქტორიას საგანგებოდ იმ საღამოსთვის შეკერილი კაბა ეცვა და მკერავს ეს „წვრილმანი“ ზედმიწევნით ჰქონდა გათვალისწინებული. დევიდმა თავის „ფეისბუქზე“ დაწერა:

„მინდა ყველას დიდებული ამბავი გამცნოთ: ვიქტორია და მე ამ ზაფხულს მეოთხე ბავშვს ველოდებით. ბიჭები აღტაცებით ელოდებიან დის ან ძმის დაბადებას“.

ტაბლოიდებისთვის ჯერ არ არის ცნობილი სად დადის გინეკოლოგთან ვიქტორია. შეგახსენებთ, რომ ბექჰემების ოჯახი აშშ-ში ცხოვრობს, სადაც კანონი ნაყოფის სქესის დასადგენად ექოსკოპირებას არ კრძალავს. ამჯერად პოში ინგლისშია და მშობლების ჯეკისა და ტონის სახლში რჩება - მათაც ამ დღეებში ახარა ფეხმძიმობის ამბავი. ამავე დღეებში მშობლებთან რჩებოდა ვიქტორიას და ლუსი ადამსიც, რომელმაც ხუთი თვის წინ მეოთხე ბავშვი გააჩინა.

მავანმა თვითმხილველმა ტაბლოიდებს უამბო, რომ ვიქტორია მშობლებთან გაბრწყინებული მივიდა, ახალი ამბავი შეატყობინა და მერე მთელი ოჯახი მოძალებული ემოციისგან ხან ტიროდა და ხან იცინოდა. დედამ, ჯეკი ადამსმა თქვა:

„თავს საუცხოოდ ვგრძნობთ. ჩვენ ისევე, როგორც დევიდი ვიქტორიას ფეხმძიმობის ამბავმა აღგვაფრთოვანა“.

ტაბლოიდები წერენ, რომ ვიქტორიამ სამივე შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა და, რასაკვირველია, მეოთხესაც ამ მეთოდით შობს, რადგან ამდენი ოპერაციის შემდეგ ბავშვის ბუნებრივი გზით გაჩენა შესაძლოა სახიფათო იყოს. ამასთან, როგორც მისი აგენტი ამბობს, ის ჯერ მუშაობას არ შეწყვეტს და უახლოეს მომავალში, აშშ-ში მის მიერ შექმნილი მოდელების ჩვენება გაიმართება.

ბექჰემების მეგობარმა თქვა: „მთელი ოჯახი საოცრად აღელვებული და აღტაცებულია. ისინი დროებით ინგლისში აპირებენ დარჩენას, შემდეგ კი ამერიკაში დაბრუნდებიან, სადაც ვიქტორია იმშობიარებს“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა