ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ყბაში გლიჯა

ყბაში გლიჯა

ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე მეორე ლიგის მეთხუტმეტე გუნდმა „სტივენიჯმა“ პრემიერლიგის „ნიუკასლ იუნაიტედს“ 3:1 მოუგო.

ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე მეორე ლიგის მეთხუტმეტე გუნდმა „სტივენიჯმა“ პრემიერლიგის „ნიუკასლ იუნაიტედს“ 3:1 მოუგო. ამ დიდმა გამარჯვებამ „ბროდჰოლ ვეიზე“ შეკრებილი ფანები ისე გაახარა, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ თავი ვეღარ შეიკავეს და საზეიმოდ მოედანზე გადახტნენ. და აი, ამ საყოველთაო ზეიმში ერთი ფრიად უცნაური ამბავი მოხდა: მავანი სტივენიჯელი გულშემატკივარი თავისი გუნდის ფეხბურთელს მივარდა და სახეში მუშტი ისე დაარტყა, რომ საბრალო მოედანზე გაშოტა. ეს კადრი ინგლისურმა ტაბლოიდებმა თავიანთ ინტერნეტ-საიტებზე „დააგდეს“. ერთი უნდა ნახოთ რას ეწოდება ნამდვილი ნოკდაუნი. ახლა ადგილობრივი პოლიცია სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით ცდილობს ხულიგნის ამოცნობას.

რა იციან, რომ ხულიგანი „სტივენიჯის“ ფანი იყო? მარტივია: კლუბის შარფი აქვს მოხვეული. კადრის გამსხვილების მეთოდით მისი სახეც საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა. გამარჯვებულთა თავმჯდომარე ფილ უოლესი ყველა თანაქალაქელსა და გულშემატკივარს მიმართავს თხოვნით, ამხილონ კაცი, რომელმაც თავისი გუნდის მოთამაშეს დაარტყა. პოლიცია პირად მიზეზსაც არ გამორიცხავს. თუ ასეა, დამნაშავეს ფეხბურთელის ნაცნობებში დაუწყებენ ძებნას.

დალგლიშის ავტოგრაფი

საოცარი რამ ჩაიდინა „ბლექპულის“ მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ - „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ სათასო შეხვედრის დროს მერსისაიდელთა ახალ მწვრთნელს კენი დალგლიშს ავტოგრაფი გამოართვა. ჰოლოუეის, რასაკვირველია, „ბლექპულის“ ფანების რისხვა დაატყდა თავს. საქმე ის გახლავთ, რომ ხვალ, ოთხშაბათს, „ბლექპული“ „ლივერპულს“ ხვდება - გადადებული შეხვედრაა. ჰოლოუეიმ კი გულწრფელად გაასავსავა ხელები - მე მხოლოდ ჩემი კერპის ავტოგრაფი მინდოდაო. მან თქვა:

„მინდა კენის იღბალი ვუსურვო. მისთვის ავტოგრაფის გამორთმევა ადრეც მიცდია. მაშინ „ლესტერიდან“ ახალი გაშვებული ვიყავი. მივედი და ვთხოვე, ხელი მომიწერეთ, მეთქი ის კი მეხუმრა ავტოგრაფი რომ მოგცე გადაიღებ, გაამრავლებ და გაყიდიო. არ სჯეროდა, რომ მართლა მინდოდა.

კენი დალგლიში გადასარევი ადამიანია. „ბრისტოლ როვერსიდან“ რომ გამაგდეს მოვიდა და დიდხანს მელაპარაკა. ვერ წარმოიდგენთ, რა ღირსეული ადამიანია“.

ვიეირამ ლურსმანი ჩააჭედა

ძველი გატკეპნილი ნათქვამია, ფეხბურთელმა ბუცები კედელზე ჩამოკიდაო. ამას მაშინ ამბობენ, როდესაც მავანი კარიერას ამთავრებს. თუ ასეა, გამოდის, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფრანგ ნახევარმცველ პატრიკ ვიეირას კედელში ლურსმანი უკვე ჩაუჭედებია, რადგან 34 წლისამ განაცხადა, რომ ზაფხულზე ბურთაობას თავს ანებებს. მიზეზიც აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს: დიდი მონდომების მიუხედავად ისტლენდელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, არადა, ახალგაზრდობაში მისთვის რაგინდა რა გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა პრობლემა არ იყო. საკლუბო დონეზე პატრიკ ვიეირამ გულშემატკივარს თავი დაუმარცხებელ „არსენალში“ გამოსვლით დაამახსოვრა. „მეთოფეთა“ შემადგენლობაში ის სამჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, შემდეგ კი „ინტერში“ გადავიდა და ოთხჯერ მოიგო „სკუდეტო“.

„ამ წუთას, კარიერის დასრულება სანახევროდ უკვე გადაწყვეტილი მაქვს - უთხრა ვიეირამ „სანდი მირორს“ - ივნისში კი ამ ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად აღარ გამიჭირდება“.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა