მძიმე წონის ბრიტანული წარმოშობის პროფესიონალ მოკრივეს მოქმედ ევროპის ჩემპიონს დერეკ ჩისორას ხელთათმანები უქმად უდევს, ლონდონის ქუჩებში დადის და შარაგზას ნაგვისგან ასუფთავებს. დერეკი ამით სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებულ სასჯელს იხდის, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებაში გამოიხატება. ეს ჩისორას რამდენიმე თვის წინ ქუჩაში მომხდარი ინციდენტის გამო მიუსაჯეს, რა დროსაც მძღოლს, რომელმაც მის მანქანას საავარიო სიტუაცია შეუქმნა, აგინა და ცემით დაემუქრა.

ჩისორა მსოფლიო პროფესიული კრივის ციდან მთლად ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ საშუალოზე მაღალი დონის მოკრივედ ნამდვილად ითვლება. ამასთან, ის მეტად პოპულარულია და პუბლიკისთვის შოუს დადგმა შესანიშნავად ხელეწიფება. პროფესიული კრივიც ხომ სწორედ შოუსკენაა მკვეთრად მიდრეკილი.

აქ მხოლოდ მუშტით დიდი სახელის მოხვეჭა შეუძლებელია, კარიერას სკანდალური ელემენტებით ვინც არ გააჯერებს, გარკვეულწილად მაინც ჩრდილში მოუწევს ყოფნა. შესაბამისად, სკანდალური მანერების დერეკ ჩისორა კარგად შეერწყა პროფესიულ რინგს. 26 წლამდე ის მშობლიურ ზიმბაბვეში, სამოყვარულო კრივში ვარჯიშობდა და წარმატებებს იქაც მოიპოვებდა. ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ, 2007 წლიდან პროფესიულ რინგზე დადგა და სამი წლის მანძილზე წაუგებლად იასპარეზა.

პირველი მარცხი მან ბრიტანელ ტაისონ ფიურისგან იწვნია და საყურადღებოა, რომ ჯერჯერობით მისი უკანასკნელი ბრძოლა 2014 წლის 24 ნოემბერს ისევ ფიურისთან აქვს ჩატარებული, რომელთანაც მეორედაც წააგო. ჩისორას აქამდე გამართული 25 ბრძოლიდან 5-ჯერ მარცხი აქვს ნაწვნევი, 20 მათგანი კი წარმატებით დაასრულა.

ყველაზე შთამბეჭდავად თავი საზოგადოებას ვიტალი კლიჩკოსთან ორთაბრძოლისას დაამახსოვრა. უკრაინელის წინააღმდეგ 2012 წლის 18 თებერვალს იბრძოლა, დამარცხდა, მაგრამ უაღრესად ძლიერ მეტოქეს მეტად ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ამ ორთაბრძოლას კრივის სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს, თუმცა ყველას, უფრო მეტად ბრძოლის წინა პერიპეტიები დაამახსოვრდა.

ჩისორამ აწონაზე ჯერ ვიტალი კლიჩკოს სილა გაარტყა, ხოლო შემდეგ მის ძმას ვლადიმერს სახეში შეაფურთხა. ძმებმა ბრიტანელს არ უპასუხეს რინგს მიღმა სისულელეებზე, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ გამართულ მომდევნო ორთაბრძოლაში მომდევნო მეტოქე ასე არ მოქცეულა. დევიდ ჰეიმ ჩისორას კარიერაში პირველად ნოკაუტის გემოც აგრძნობინა და ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე შარიანი მოკრივის გამოხდომისას კინაღამ კამერის შტატივი უთავაზა თავში.

ამ შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის საკრივო საბჭომ დერეკს ლიცენზია ჩამოართვა, ხოლო მსოფლიო კრივის ორმა წამყვანმა ორგანიზაციამ რეიტინგიდან გარიცხა. გარკვეული დროის შემდეგ ჩისორას რინგზე გასვლის უფლება აღუდგინეს. მერე ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო, ევროპის კრივის ფედერაციის ვერსიით ჩემპიონიც გახდა, მაგრამ შარიანი ხასიათი რომ ვერ მოიშალა, იმიტომაა ლონდონის ქუჩებს ნაგვისგან რომ ასუფთავებდა. 31 წლის ჩისორას ჯერ აქტიური სპორტისთვის თავის დანებება არ გადაუწყვეტია, ამიტომ მისგან ხმაურიან ბრძოლებს და მორიგ სკანდალებს კიდევ უნდა ველოდოთ.

ვასილ ბალახაძე

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"