განვლილ უქმეებზე ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" სტუმრად ორი მატჩი ჩაატარა
განვლილ უქმეებზე ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" სტუმრად ორი მატჩი ჩაატარა, "ინდიანასთან" ოვერტაიმში 103:109 დამარცხდა, ხოლო "მემფისთან" 83:96 დათმო.

მემფისში ზაზას ესპანელი მარკ გასოლის მეურვეობა უწევდა. ვერ ვიტყვით, რომ მარკმა გაილაღა (12 ქულა, 7 მოხსნა), თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მეორე პერიოდიდან რომ მოიპოვეს ინიციატივა, ბოლო წუთებამდე ხელიდან არ გაუშვიათ.

ფაჩულიამ ზედიზედ მესამე მატჩში გადალახა ათქულიანი ზღვარი. მისი მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 14 ქულა (8/5 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 4 მოხსნა, თითო პასი-დაფარება.

საყურადღებოა, რომ "მილუოკი"-"მემფისის" მატჩისას მოედანზე სამი ის კალათბურთელი იყო, რომლებსაც, სავარაუდოდ, სექტემბერში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მოუწევთ გამოსვლა: მემფისელ ნიკ კალათესს, კოსტას კუფოსსა და მილუოკელ იანის ანტეტეკუნმპოს. როგორც მიხვდით, სამივე საბერძნეთის ნაკრების წევრია.

"ინდიანასთან" მატჩი ზაზა ფაჩულიასთვის ისტორიული იყო: მეხუთე წუთზე ქართველი ცენტრი საჯარიმოს ხაზზე დადგა და ორივე ტყორცნა გამოიყენა. ჩვენ პირველი საჯარიმო უფრო გვაინტერესებს, რადგან ეს იყო ფაჩულიას მიერ NBA-ში ჩაგდებული მე-5500 ქულა. საამისოდ მას 798 მატჩი დასჭირდა. ზაზამ შეხვედრა (34 წუთი) 16 ქულით, 12 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

"მილუოკი" უშუალო კონკურენტ "ინდიანასთან" მატჩში ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან:

საფინალო სირენამდე 43 წამით ადრე ერსან ილიასოვამ საჯარიმოს ხაზიდან ორიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 96:96. ძირითადი დრო ასეც დასრულდა, ოვერტაიმი კი ფაჩულიას ორი ზუსტი საჯარიმოთი გაიხსნა. მან ტყორცნების უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც იან მაინმიმ სახეში იდაყვი მოარტყა და მსაჯებმა მისი მოქმედება არასპორტულად შეაფასეს. ამასთან, ეს იყო მაინმის მეექვსე ჯარიმა და მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

ზემოთ აღწერილი ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა თითქოს "მილუოკის" მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა - "ინდიანამ" 9:0 გაქცევა მოაწყო და 103:98 დაწინაურდა... საფინალო ანგარიში ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

"მილუოკი ბაქსს" 34 მოგების წილ 32 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მეშვიდეა 30-მოგებიანი "ინდიანა". ზაზას თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 17 მარტს, ნიუ ორლეანში "პელიკანების" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

შაკო
მგელი ხარ, კაპიტანო, ლეგენდა ხარ!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ