ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა გაიმეორა
20 წლის ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა, რომელმაც ოთხი თვის წინ კარიერაში პირველი სლალომი მოიგო, ეს შედეგი გასულ უქმეებზე სლოვენიის კურორტ კრანსკა გორაში გაიმეორა.

სხვათა შორის, გასულ წელს კრანსკა გორას ტრასაზე კრისტოფერსენმა პოდიუმის მესამე საფეხური დაიკავა გიგანტურ სლალომსა და სლალომში, წელს კი შედეგი გააუმჯობესა. რაც მთავარია, ეს ერთგვარი რეაბილიტაცია იყო ბივერ კრიკში მსოფლიოს ჩემპიონატზე დაკავებული მეოთხე ადგილისთვის, რამაც ნორვეგიელს დიდი იმედგაცრუება მოუტანა.

კრანსკა გორაში კრისტოფერსენმა 0.24 წამით აჯობა იტალიელ ჯულიანო რაცოლის. ამ უკანასკნელმა ძალიან გაიხარა მეორე ადგილის გამო, რადგან 2010 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს ასეთი შედეგი ოთხი წელია არ ჰქონია. მესამე ადგილზე გავიდა შვედი მატიას ჰარგინი, რომელმაც გამარჯვებულთან 0.86 წამი წააგო. აღსანიშნავია, რომ პირველი ცდის შემდეგ რაცოლიც და ჰარგინიც უსწრებდნენ კრისტოფერსენს.

შეიძლება ითქვას, ჩააგდო ეს ეტაპი მთავარმა ფავორიტმა, ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა, რომელიც ისევ ებრძვის გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს სლალომში ბროლის მცირე გლობუსისთვის და ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდს ბროლის დიდი გლობუსისთვის. კრასნსკა გორაში ავსტრიელმა პირველი ცდა ჩააგდო და მხოლოდ მე-19 დრო აჩვენა, მეორე დაშვებისას კი აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ ამან ორი ცდის ჯამში მხოლოდ მეექვსე ადგილი მოუტანა.

ახლა ჰირშერი სლალომის ჩათვლაში 55 ქულას აგებს ნოიროიტერთან, ხოლო გენერალურ კლასიფიკაციაში 164 ქულით უსწრებს იანსრუდს. წინ არის ოთხი სტარტი საფრანგეთის კურორტ მერიბელში და ყველაფერი მომავალ უქმეებზე სწორედ იქ გაირკვევა.

ამასობაში, ქალებმა ამ უქმეებზე შვედეთის კურორტ ორეში გიგანტურ სლალომსა და სლალომში იასპარეზეს. ავსტრიელმა ანა ფენინგერმა მხოლოდ გიგანტში მიიღო მონაწილეობა, მისმა კონკურენტმა გენერალურ კლასიფიკაციაში, სლოვენიელმა ტინა მაზემ - ორივე დისციპლინაში. მიუხედავად ამისა, ავსტრიელმა წაართვა ლიდერობა მაზეს ბროლის დიდი გლობუსისთვის ბრძოლაში.

ფენინგერმა გიგანტურ სლალომში ორი ცდის ჯამში საუკეთესო დრო აჩვენა და კარიერაში მე-13 გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე. ბოლო 10 გიგანტში მას უკვე შვიდი გამარჯვება დაუგროვდა. ამ სტარტამდე ფენინგერი 44 ქულით აგებდა მაზესთან, ახლა კი მერიბელის ოთხი დასკვნითი სტარტის წინ 30 ქულით ჩამოიტოვა უკან სლოვენიელი.

მაზე ძალიან წარუმატებლად გამოვიდა შვედეთში - მხოლოდ მე-20 ადგილი გიგანტურ სლალომში და მე-16 - სლალომში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა