ლუი ვან გაალი უკვე დიდ გულზეა
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანების გულის მოგებას მარტო შედეგებით კი არ ცდილობს, არამედ იმითაც, რომ "სიტისთან" მიახლოებაზე საუბრობს და ამბობს, "ქალაქელები" ოთხეულისთვის ბრძოლაში, "ვირთხების რბოლაში" დაბრუნდნენო.

"უნდა თუ არა ეს "სიტის", მათი მდგომარეობა ახლა ასეთია - ეს "ვირთხების რბოლაა" და ისინი ოთხეულისთვის ბრძოლის მონაწილეები არიან" - განაცხადა ჰოლანდიელმა.

"წითელმა ეშმაკებმა" "ტოტენჰემი" გაანადგურეს და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან გაზარდეს სხვაობა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული მაიკლ კერიკი გოლს პლუს პასით გამოირჩა. გაიტანა და ორიგინალურად აღნიშნა უეინ რუნიმაც და რაც მთავარია, შეუდარებელი იყო მარუან ფელაინი. ბელგიელი ნელ-ნელა "იუნაიტედის" წამყვან მოთამაშედ ყალიბდება.

"აშკარაა, რომ "მანჩესტერმა" უკეთ ითამაშა, ბევრი პოზიტივი დავინახე. ყველაზე სასიამოვნო ის გახლდათ, თუ როგორ წამოუდგნენ ფეხზე და ოვაციებით გააცილეს მარუან ფელაინი" - ასე შეაფასა შეხვედრა ფილ ნევილმა.

"ასეთ გამარჯვებას დიდი ხანი ველოდით და ორმაგად სასიხარულოა, რომ მსგავსი კარგი თამაში უმნიშვნელოვანეს მატჩში, უშუალო კონკურენტთან, ისეთ ძლიერ გუნდთან ვაჩვენეთ, როგორიც "ტოტენჰემია". ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არც ეს არის ჩვენი მაქსიმუმი და ბევრად მეტი შეგვიძლია. მთავარია, რომ გუნდურად ვითამაშეთ, ეს ყველაზე სასიამოვნოა. ასევე უნდა გავაგრძელოთ.

"არსენალთან" მარცხის მერე ძალიან შემართულები ვიყავით. ის შეხვედრა ჩვენით წავაგეთ. ამ გამარჯვებამ კი, შესაძლოა, ფანტასტიკური მოტივაცია და მუხტი მოგვცეს" - გვითხრა 63 წლის სპეციალისტმა.

მუდმივად "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების არასტაბილურობაზე გვიწევს საუბარი, არადა, ავად თუ კარგად, მანჩესტერელების შედეგები დამაკმაყოფილებელზე მეტიც კი არის - პრემიერლიგის უკანასკნელი 19 თამაშიდან გუნდმა 13 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო.

სათქმელია, რომ "არსენალთან" მარცხის შემდგომ "დეზებთან" მატჩამდე უეინ რუნიმ თანაგუნდელებს ერთგვარი "კრება" დაუნიშნა და მათ ცალკე გაესაუბრა, მწვრთნელის გარეშე. ვან გაალს ამაზეც ჰკითხეს.

"მე ამ შეკრებაზე იმიტომ არ ვიყავი, რომ კაპიტანს თავისი პრივილეგიები და ფუნქცია აქვს. ბიჭებმა იცოდნენ, რომ "ტოტენჰემთან" შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როდესაც კაპიტანს შეუძლია რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც გუნდსა და მწვრთნელს დაეხმარება, ამაში არაჩვეულებრივი არაფერია" - დასძინა ვან გაალმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" შემდეგ ტურში "ლივერპულს" სტუმრობს და თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს სატურნირო მდგომარეობის მხრივ და რამდენად გამორჩეული დუელია ისტორიული კუთხითაც, ამას განმარტება ალბათ არ სჭირდება. ასოციაციის თასის ერთ მატჩსაც თუ მივათვლით, "ენფილდზე" ბოლო 7 ოფიციალური ვიზიტიდან მანჩესტერელებმა 5 დათმეს, ოდენ ერთხელ იმარჯვეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.

"საკუთარ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და შემდეგი მატჩი ლივერპულში გვაქვს. ვიცი, რომ ბოლო წლებში "მანჩესტერი" იქ არც ისე ხშირად იგებდა. ამ მატჩისთვის ჩვეული შემართებით ვემზადებით" - აღნიშნა ვან გაალმა.

"ტოტენჰემის" დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო კი ძალიან უკმაყოფილო იყო თავისი შეგირდების თამაშით და ამბობდა, პირველი გოლის მერე ყველაფერი დამთავრდა, თითქოს ბიჭებმა თამაში შეწყვიტესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა