ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლმა" "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ქართველი, ბექა ვაჩიბერაძე დაახასიათა
უკრაინულ ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლს" აქვს რუბრიკა - "ახალგაზრდა ტალანტები". ამჯერად, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ქართველი, ბექა ვაჩიბერაძე დაახასიათეს.

ზოგადი ინფორმაცია

ვაჩიბერაძე საქართველოდანაა (დაიბადა 1996 წლის 5 მარტს, ქუთაისში - რედ). ბექა უკრაინაში 2007 წლიდან თამაშობს და თავის დამკვიდრებას ცდილობს. თავიდან ის ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო 16 წლისა "შახტარის" სკაუტებმა შენიშნეს და დონეცკში გადაიყვანეს. უთამაშია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. მის საქმეებს ცნობილი უკრაინელი აგენტი ანდრეი გოლოვაში განაგებს.

თამაში: პლუს-მინუსები

"შახტარში" საყრდენი ნახევარმცველია. უეფას იუნიორთა ლიგაში გამოჩნდა, როგორც არა ტიპური ჩამშლელი, არამედ, როგორც კარგი ორგანიზატორული ნიჭის მქონე ახალი თაობის საყრდენი.

თავის ასაკთან შედარებით, ბექას მშვენიერი ტექნიკა გამოარჩევს. ეტყობა, რომ ბურთთან შეხება სიამოვნებს. ამიტომ, როცა ბურთს მიიღებს, ლამის გუნდის ცენტრალური ფიგურა ხდება. როცა პარტნიორები შეტევაში რთავენ, დარწმუნებულები არიან, რომ ის იერიშის საუკეთესო განვითარებას იპოვის.

ძირითადად, ბექა თამაშობს სწრაფად, შეტევებს მიმართულებას უცვლის, მასში ფლანგის მცველებს რთავს და პარტნიორებთან ბურთს ათამაშებს. ახერხებს ვითარების სწრაფად შეფასებას, შეტევის უმალ წამოწყებასა და პრესინგის თავიდან აცილებას.

საერთოდ, თავისი ამპლუიდან გამომდინარე, მოვალეობას თავს ძალიან კარგად ართმევს და საამისოდ, ბევრი სირბილი უხდება. ისიც ჩანს, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგადაა განვითარებული.

რა თქმა უნდა, მცირე ნაკლიც აქვს - ეს მისი სიმაღლეა (168 სმ), რის გამოც დიდგაბარიტიან მოთამაშეებთან ბრძოლა უჭირს. ოღონდ, ვგულისმხობთ საჰაერო ორთაბრძოლებს, თორემ სხვაგვარად არავის არაფერს უთმობს.

აღნაგობითა და ბურთის ფლობის მანერით ჰგავს ესპანელ სანტი კასორლას, თუ ეს ხმამაღალ შედარებად არ მოგეჩვენებათ.

პოზიციის გათვალისწინებით, ვაჩიბერაძეს დიდი შავი სამუშაოს შესრულება უწევს.

ორთაბრძოლებში ფეხის "შედგმის" არ ეშინია, მაგრამ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პოზიციურ ბრძოლებში ჯერ კიდევ დიდი შრომა სჭირდება. ეს ეხება არა მხოლოდ დაცვისა და ნახევარდაცვის პოტენციურად საშიში ზონების გადაკეტვას, არამედ, ფლანგებსაც, სადაც მოწინააღმდეგესთან პარტნიორის ერთი-ერთზე დატოვება სასურველი არ არის.

ერთსაც დავამატებთ - ვაჩიბერაძე "სტანდარტულების" კარგი შემსრულებელია, რაც მისი ტექნიკით გასაკვირი სულაც არ არის. ეს ეხება პენალტებსაც, რომელსაც ცივსისხლიანად ურტყამს.

პოტენციალი

თავის ასაკში ვაჩიბერაძე უკვე ერთ-ერთ ლიდერად ითვლება როგორც "შახტარში", ასევე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო დამწყები მწვრთნელი ალექსანდრ გოლოვკო ხელმძღვანელობს.

ის ფაქტი, რომ ეს გუნდები წარმატებით თამაშობენ ("შახტარმა" იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე გააღწია, ხოლო ნაკრები ევრო 2015-ის ელიტრაუნდშია), უკვე ბევრზე მეტყველებს.

ბექაზე მისი თანაგუნდელები ძალიან თბილად ლაპარაკობენ. მათი ინტერვიუებიდან ირკვევა, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს გუნდსა და ნაკრებში.

გასაგებია, რომ ახალგაზრდული გუნდების ლიდერები დიდების ფეხბურთში ყოველთვის გზას პირველები ვერ იკვლევენ. მაგრამ ვაჩიბერაძის შემთხვევაში ჩანს, რომ შესაძლოა, მას ყველაფერი კარგად აეწყოს.

რეიტინგი (12-ბალიანი სისტემით)

თამაშის გაგება 9

სისწრაფე 8

ძალა/გამძლეობა 8

დრიბლინგი 9

გადაცემა (გრძელი) 9

გადაცემა (მოკლე, საშუალო) 9

თავდადება 9

თავით თამაში 8

მიზანდასახულობა 10

დარტყმა 9

პოტენციალი 9

ახლანდელი ღირებულება 500 ათასი ევროა, პოტენციური - 2 მილიონი ევრო.

კონტრაქტი უმთავრდება 2015 წლის შემოდგომაზე

ინტერესი

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულ ფეხბურთში ცნობილი შემსრულებლების შესაძლო ტრანსფერებზე ცოტას ლაპარაკობენ, ვაჩიბერაძის ასაკის ახალგაზრდის შესახებ რაიმე მსგავსი ინფორმაციის მოსმენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თანაც, მას ახლა "შახტარში" წინსვლაზე ფიქრი უჯობს.

პროგნოზი

კოვალენკოსგან განსხვავებით, რომელთანაც უეფას იუნიორთა ჩემპიონთა ლიგასა და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, ბექა ჯერ მეშახტეების პირველ გუნდში არ მიუწვევიათ. მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კლუბის აკადემიის გაზრდილი ამ ნიჭიერი ნახევარმცველით მირჩა ლუჩესკუ დაინტერესდა. მით უფრო, რომ რუმინელმა სპეციალისტმა უკრაინის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი არაერთხელ მისცა, თუნდაც იმავე კოვალენკოს. ასე რომ, მთავარ გუნდში მოხვედრის შესაძლებლობა ვაჩიბერაძესაც უნდა ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, თუ "შახტარი" გადაწყვეტს, რომ ამ შემსრულებელს "დამუშავება" და სხვა კლუბში სათამაშო პრაქტიკისთვის გაშვება სჭირდება, მაშინ მას ბევრი ვარიანტი გამოუჩნდება - საბედნიეროდ, "შახტარის" ახალგაზრდა ფეხბურთელებით უკრაინის პრემიერლიგის მრავალი კლუბია დაინტერესებული. თუ ტრავმები გვერდს აუქცევს, რასაც ვუსურვებთ კიდეც, პრემიერლიგაში ვაჩიბერაძის დებიუტს ნახევარ წელიწადში უნდა ველოდოთ - იმიტომ, რომ სულ მცირე, 19-წლამდელთა დონეზე მაინც გამოირჩევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველმა ფეხბურთელმა "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა [VIDEO]

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს