"სკუადრა აძურაში" ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის შემტევი ტანდემის შექმნამ, შესაძლოა, სრული კრახი განგვაცდევინოს"

ლეგენდარული რობერტო ბაჯო რამდენიმე თვეა, რაც ფედერკალჩოში მუშაობს და იტალიის ყველა ასაკობრივი ნაკრების, მათ შორის ეროვნული გუნდის, კონსულტანტია. ბაჯო იშვიათად ურთიერთობს ჟურნალისტებთან, თუმცა თითოეულ მის ფრაზას უდიდესი ყურადღება ეთმობა. ამჯერად, რობერტომ სკუადრა აძურას გარშემო ისაუბრა და საინტერესო კომენტარები გააკეთა. გამომდინარე იქიდან, რომ ის უშუალოდ მონაწილეობს იტალიის ეროვნული ნაკრების ფორმირებაში, მისი მოსაზრებები ორმაგად საინტერესოა და დიდი დატვირთვაც გააჩნია. აი რას ამბობს ბაჯო "აძურას" შესახებ:

"ნაკრები ჩამოყალიბების სტადიაშია, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ჩეზარე პრანდელი ახალი დანიშნულია მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ჯერჯერობით ძიების პროცესშია და ცდილობს, ის ბირთვი შეარჩიოს, რომლებსაც მომავალში დაეყრდნობა. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ "აძურას" მთავარი იარაღი ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის შემტევი ტანდემი იქნება. ჩემი პირადი მოსაზრებით, თუ პრანდელი ასეთ მიმართულებას აიღებს, შესაძლოა სრული კრახი განვიცადოთ. ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი მონაცემებით, მაგრამ ერთ, ორ ან სამ მოთამაშეზე მთელი იმედების დამყარება, შეცდომა მგონია. თანაც, კასანოს და ბალოტელის რთული ხასიათები აქვთ და არ ვარ დარწმუნებული, რომ სტაბილურად მაღალ დონეზე იასპარეზებენ. არ იფიქროთ მათი საწინააღმდეგო მქონდეს რამე, პირიქით, იგივე კასანოს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და გამორჩეულ ფეხბურთელად მივიჩნევ".

ბაჯოს კიდევ ერთხელ გაახსენეს 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში მწვრთნელის რანგში შეხვდეს ბრაზილიას... მოვუსმინოთ ბაჯოს პასუხს: "ის დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან მაშინ ყველაზე ახლოს ვიყავი სანუკვარ ოცნებასთან, გავხმდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი. იმედგაცრუება ძალიან დიდი იყო, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის დამარცხებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და მომეცა შანსი, ეს ოცნება რეალობად მექცია, რაც ვერ განვახორციელე.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბრაზილიასთან მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში თამაშზე დღემდე ვოცნებობ და ამ ოცნებებში ისევ ფეხბურთელი ვარ. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ოცნებაა და რეალობასთან არაფერი არ აქვს საერთო. მწვრთნელის რანგში? - აი, ამის შანსი კი ნამდვილად არსებობს, თუნდაც ძალიან მცირე, მიზერული, მაგრამ მაინც... არ იფიქროთ მწვრთნელობაზე სერიოზულად ვფიქრობდე, მაგრამ ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ".

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა