შეხვედრა უდიდესი ეჭვის ქვეშ მას მერე დადგა, რაც გაირკვა, რომ სხვადასხვა ტოტალიზატორებში მასზე დიდი ფული შევიდა

რაც უფრო ხშირად ვსაუბრობთ მანიპულირებულ თუ საეჭვო მატჩებზე, მით უფრო გვწყდება გული, რადგან ფეხბურთი საშინლად დაბინძურდა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. არსებობენ ეჭვმიტანილები, გარკვეული ნაწილი უკვე ბრალდებულია, ზოგიც სასჯელს იხდის, მაგრამ საეჭვო მატჩების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა. თუკი აქამდე უმეტესად მეორე, მესამე, მეოთხე და უფრო ქვედა ლიგების თამაშებზე გვიწევდა საუბარი, ახლა ეჭვქვეშ თვით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი დადგა. არსებობს სერიოზული ეჭვი იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონში „შალკესა“ და თელ ავივის „ჰაპოელის“ შეხვედრა, რომელიც გელზენკირხენელებმა 3:1 მოიგეს, მანიპულირებული იყო.

თუკი უეფას კომისრები ამ დღეებში „შალკესა“ და „ჰაპოელის“ მატჩის ვიდეოჩანაწერს ნახავენ (შეხვედრა 20 ოქტომბერს გაიმართა), აუცილებლად დააფიქსირებენ, რომ იმ დღეს თელ ავიველთა მცველი დუგლას და სილვა აშკარად „მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი“.

„ჰაპოელის“ ყველაზე ერთგულ ქომაგებსაც კი არ ახსოვთ, როდის ითამაშა და სილვამ ბოლოს ისე ამაზრზენად, როგორც გელზენკირხენში.

26 წლის მცველმა „შალკეს“ პირველი გოლის დროს რაულს თავი ძალიან მარტივად მოატყუებინა და მერეც არაერთი უპატიებელი, მეტიც, უტოპიური შეცდომა დაუშვა.

კორექტულად რომ ვთქვათ, დუგლას და სილვას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ „ჰაპოელი“ „შალკესთან“ არ დამარცხებულიყო. პირიქით!

ეს შეხვედრა უდიდესი ეჭვის ქვეშ მას მერე დადგა, რაც გაირკვა, რომ სხვადასხვა ტოტალიზატორებში მასზე დიდი ფული შევიდა. მაგალითად, ჰონგკონგისა და სინგაპურის ტოტალიზატორებში საერთო ჯამში 12 მილიონი ევრო დაიდო იმაზე, რომ „შალკე“ „ჰაპოელს“ მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოუგებდა. ახლა ჯერი უეფაზეა, სადაც ხსენებულ შეხვედრას დეტალურად განიხილავენ და წესით, პირველი, ვინც თვალში უშნოდ უნდა გაეჩხიროთ, დუგლას და სილვაა. ებრაული პრესა არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მატჩის წინ და სილვას ემუქრებოდნენ. მიზეზები ბევრნაირია.

„პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს. შესაბამისად, ამ თემაზე ფიქრით ტვინს არ ვიჭყლეტთ. თანაც, თუ რამე გაირკვა, ფაქტია, რომ „შალკე“ არაფერ შუაში იქნება. ჩვენ ხომ მოვიგეთ“, - აცხადებს გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი პეტერ პეტერსი.

რაც შეეხება დუგლას და სილვას, რომელსაც ამ სკანდალის მთავარ როლში ყოფნის საფრთხე ემუქრება: აღსანიშნავია, რომ მატჩის წინა დღეს ებრაელი ჟურნალისტები „შალკეს“ მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს უმეტესად სწორედ და სილვას შესახებ ეკითხებოდნენ.

გავრცელდა ცნობები, რომ „შალკეს“ „ჰაპოელის“ ბრაზილიელი მცველის გადაბირება სურდა, რაც მაგათმა მაშინაც უარყო - დუგლას და სილვა მართლა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ის არ გვაინტერესებსო. „შალკეს“ ნაცვლად, და სილვა ზალცბურგის „რედ ბულში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ გავრცელებული სკანდალური ცნობების შემდეგ, ბრაზილიელის ავსტრიაში ტრანსფერიც ჩაშლის პირასაა მისული. „რედ ბულის“ თავკაცმა ჰუუბ სტევენსმა რამდენიმე დღის წინ თქვა, და სილვამ „შალკესთან“ ისე ცუდად ითამაშა, რომ ლამისაა, მისი ყიდვა გადავიფიქროთო.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"