ყველაფერი უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვალა, რაც სამიოდე თვის წინ "ენფილდს" იესო ქრისტეს დარად შემოსილი ადამიანი სტუმრობდა
ორშაბათს ბრენდან როჯერსმა თავის ყოფილ გუნდ "სუონსის" მოუგო და "ლივერპულმა" ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა. მერსისაიდელებმა ჯორდან ჰენდერსონის მორიგი გოლით იმარჯვეს.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ "ლივერპულის" ამჟამად დროებით და მომავალ კაპიტანს (როცა სტივენ ჯერარდი წავა) პრემიერლიგაში უკვე მესამე თამაშია, გააქვს. ენფილდელთა გოლი ცოტა იღბლიანი კი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მათ მეტოქეს აშკარად აჯობეს. სამაგიეროდ, პირველ ნახევარში "თეთრი გედები" კარგად გამოიყურებოდნენ და გარი მონკიც ამაზე აპელირებდა, შანსები უნდა გამოგვეყენებინაო.

9 ტურით ადრე და მიუხედავად ძალიან კარგი სერიისა, რომელიც "ლივერპულს" აქვს, გუნდი ჯერ კიდევ არ არის ჩემპიონთა ლიგის ზონაში. მერსისაიდელები მე-5 ადგილზე არიან, მაგრამ "მანჩესტერს" 2 ქულით, "არსენალს" 3-ით, ხოლო მეორეადგილოსან "სიტის" 4 ქულით ჩამორჩებიან და ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი, უბრალოდ, ოთხეულზე კი არ საუბრობს, პირდაპირ მეორე პოზიციას უმიზნებს. იგი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ძალიან კმაყოფილები ვართ. "სიტის" მარცხის შემდეგ "ბარნლისთან" მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს. ჩვენი მენტალიტეტი და მიდგომა თავდაჯერებულად და შემართულად მუშაობის გაგრძელებაა. თითოეული მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ წინსვლას. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს" - განაცხადა როჯერსმა.

ბევრ რამეს უახლოესი შეხვედრები გადაწყვეტს - 22 მარტს "ენფილდს" "მანჩესტერი" სტუმრობს, რასაც სანაკრებო პაუზა მოჰყვება, ხოლო შემდეგ, 4 აპრილს მერსისაიდელები "არსენალს" ეწვევიან და 8-ში "ბლექბერნთან" საგარეო გადათამაშებაში გაარკვევენ, გავლენ თუ არა ასოციაციის თასის ნახევარფინალში.

ეს შეხვედრები მნიშვნელოვნად გამოაჩენს, როგორი იქნება "ლივერპულის" სეზონი. პრიორიტეტი, ცხადია, ოთხეულში მოხვედრაა და ახლა მთელი ყურადღება "წითელ ეშმაკებთან" უპრინციპულესი დაპირისპირებისადმია მიპყრობილი.

ერთია, როდესაც "მანჩესტერს" უგებ, მაგრამ ორმაგი სიამოვნებაა, როდესაც უგებ და თან მის ნაცვლად შედიხარ ჩემპიონთა ლიგის ზონაში...

"ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მინდორზე. შემართება არ გვაკლია და კარგ ფორმაში ვართ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ "ენფილდზე" ბოლომდე თავდაჯერებულნი ვიქნებით და იმედი გვაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა ჰენდერსონმა.

ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, "ლივერპულს" ბოლო 29 მატჩში მხოლოდ 2 აქვს წაგებული ძირითად დროში და ერთი პენალტების სერიაში "ჩელსისთან" (ლიგის თასზე). ძირითად დროში მერსისაიდელები "ბეშიქთაშთან" დამარცხდნენ (და საბოლოოდ პენალტებში გამოეთიშნენ ევროპალიგას) და პრემიერლიგაში "მანჩესტერთან".

მას მერე როჯერსს პრემიერლიგაში არ წაუგია, უკვე 13 თამაშია. "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპული" განადგურდა (0:3) და ყველაფერთან ერთად, შურისძიებაც სწყურია.

"საკუთარი თავი ბრწყინვალე პოზიციაში ჩავიყენეთ. ბევრი ვიმუშავეთ და კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ახლა მომავალი უიქენდისთვის უნდა აღვიდგინოთ ძალები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დავასრულოთ სეზონი. ყველა ოთხეულზე საუბრობს, მაგრამ ყოველწლიურად ჩემი მიზანი იგივეა - რაც შეიძლება წინ წასვლა", - განმარტა როჯერსმა.

36 შესაძლებელი ქულიდან "ლივერპულმა" 32 ქულა აიღო. ეს 7-ით მეტია, ვიდრე ამავე პერიოდში "ჩელსის" მიერ დაგროვებილი ქულები. მერსისაიდელებმა ასევე საკლუბო რეკორდი გაიმეორეს - "ლივერპულმა" 1966 წელს მიჯრით 6 საგარეო შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად და იგივე გაიმეორა 1972 წელს. ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად "ენფილდის" მკვიდრებმა "არსენალისგან" არ უნდა გაუშვან გოლი.

სათქმელია ისიც, რომ "ლივერპულზე" უფრო ხანგრძლივი წაუგებელი სერია ამ სეზონში "ჩელსის" ჰქონდა, რომელმაც ზედიზედ 14 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად.

"გზა ნელ-ნელა გავიკვალეთ. ვიცოდით, რომ ამ პოზიციაში აღმოჩენას დრო დასჭირდებოდა დაკარგული ქულების მერე, მაგრამ შთამბეჭდავი თამაში და სტაბილურობა ვაჩვენეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამუშაო ახლაც ბევრი გვაქვს, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ", - დასძინა როჯერსმა.

სათქმელია ისიც, რომ ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი ყოველ სეზონში მეორე წრეს უკეთ ატარებს, ვიდრე წინას. ამის დამადასტურებელი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიყვანოთ.

სტატისტიკა

* 2012/13 წლების სეზონში "ლივერპულმა" პირველი წრე 25 ქულით დაასრულა. აი, მეორე წრეში კი 36 ქულა აიღო, ბოლო 16 თამაშში ოდენ 2 თამაში წააგო.

* წინა სეზონში როჯერსმა პირველ 19 მატჩში 36 ქულა აიღო, ხოლო ბოლო 19 მატჩში 48 ქულა და საბოლოოდ, მეორე ადგილზე გავიდა.

* მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი კი მერსისაიდელებმა 28 ქულით დაასრულეს, ხოლო ახლა, მეორე წრეში ჩატარებულ 10 თამაშში "ლივერპულს" უკვე 26 ქულა აქვთ და ადვილი მისახვედრია, რომ დარჩენილ 9 შეხვედრაში იმდენ ქულას აიღებენ, რომ პირველი წრის მაჩვენებელს საგრძნობლად გააუმჯობესებენ.

P.S.

"ლივერპულის" წარმატებულ სერიაზე ბევრი ვისაუბრეთ და ამისთვის როჯერსიც შექებას იმსახურებს და ფეხბურთელებიც, მაგრამ როგორც ჩანს, ამაში ზეციური ძალებიც არიან ჩარეულნი...

უნდა გავიხსენოთ, რომ დაახლოებით სამი თვის წინ "ენფილდს" საინტერესო სტუმარი ჰყავდა - იესო ქრისტეს დარად შემოსილი ადამიანი, რომელსაც ხელში შემდეგი შინაარსის ბანერი ეჭირა: "ბრენდან, მე შენთან ვარ!".

ეს მერსისაიდელების "მანჩესტერთან" მარცხის მერე მოხდა, როდესაც როჯერსის ბიჭები მე-10 ადგილზე იყვნენ და ოთხეულს 10 ქულით ჩამორჩებოდნენ, პრესაში კი როჯერსის გაშვებაზე აქტიურად საუბრობდნენ.

ნახსენები სულიერის გამოჩენა ბრენდანს აშკარად დაეხმარა... მას მერე, 13 მატჩში - 10 მოგება და 3 ფრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

coco
ემრე მართალი ხარ მარა ეგეთი გუნდები რომელთა მთავარი მიზანიც ლიგაზე გასვლაა ვერ ანაწილებენ ძალებს ადვილი არაა. ამიტო მეორე ნახევარში უფრო კარგად თამაშობენ იმიტო რო მეორე ნახევარი უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია პრემიერ ლიგისთვის. არსენალიც ეგრე აკეთებს ხოლმე და იმიტო გადის სულ ლიგაზე.
emre
ბაზარი არაა ძალიან მაგარ ფორმაშია ლივერპული, მაგრამ ჩემპიონატი ორ წრედ გრძელდება და არა ერთი ... უნდა ისწავლოს როჯერსმა თანაბრად ძალების გადანაწილება
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს