ტრაგედია ბრისბენის რინგზე
ავსტრალიელი მოკრივე ბრეიდონ სმიტი ფილიპინელ ჯონ ვინსენტ მორალდესთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, - იტყობინება Bleacher Report.

სამი დღის წინ, ქალაქ ბრისბენში ნახევრადსაშუალო წონაში აზიის ჩემპიონის ტიტულისთვის გამართული ბრძოლა მსაჯების ერთულოვანი გადაწყვეტილებით მორალდეს გამარჯვებით დასრულდა. სმიტმა მოგება მიულოცა ფილიპინელს, რის შემდეგაც გასახდელში გავიდა. იქ ავსტრალიელმა თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. მოკრივე სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ბრძოლიდან ორი დღის თავზე გარდაიცვალა.

მორალდესთან წაგება პირველი იყო სმიტისთვის პროფესიულ რინგზე. მანამდე მან ზედიზედ 12 ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 10 - ნოკაუტით.

სმიტის დაღუპვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ავსტრალიაში. ქვეყნის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა შონ რადმა ავსტრალიაში კრივის აკრძალვა მოითხოვა.

"მიგვაჩნია, რომ სპორტის ეს ეგრეთ წოდებული სახეობა, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ურტყამენ იმისთვის, რომ ბრძოლა მოიგონ, ველურობას ჰგავს", - განაცხადა რადმა.

მან აგრეთვე აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კრივში არ არის დაშვებული წელს ქვემოთ დარტყმები, ამასთან, "დაშვებულია დარტყმა სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც მხრების ზემოთ მდებარეობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...