ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ალოფსი: კლოზე არა, ისა!

ალოფსი: კლოზე არა, ისა!

მიროს ბრემენში აღარ მიიღებენ, იქნებ ავდიჩმა ივარგოს...

გუშინ, გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ უგო ალმეიდას დაკარგით თავდასხმაში გამოწვეული სიცარიელის შევსებას ბრემენის „ვერდერი“ მიროსლავ კლოზეს დაბრუნებით აპირებს, მაგრამ საღამოს „მუსიკოსების“ შეფმა კლაუს ალოფსმა გადაჭრით თქვა, კლოზეზე არ მიფიქრიაო. პორტუგალიელი თავდამსხმელის წასვლით „ვერდერის“ წინა ხაზში მართლაც დიდი ხვრელი გაჩნდა, მაგრამ ბრემენულ კლუბს სხვაც ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითად, ჯერ კიდევ გაურკვეველია კაპიტან ტორსტენ ფრინგსის მომავალი. თითქმის გადაწყვეტილია, რომ პეტრი პასანენი და დანიელ იენსენი გუნდს დატოვებენ, ახალწვეულის რანგში კი, ალოფსის ოფიციალური დასტურით, „ნიურნბერგის“ ნიჭიერი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი განიხილება. ამასთან, ბრემენულმა კლუბმა ტესტ-მატჩებში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რამაც ალოფსის აღშფოთება გამოიწვია. გუნდმა ბუნდესლიგის პირველი წრე ისედაც საშინლად ჩაატარა (მე-14 ადგილი) და მოსამზადებელი შეკრების მერეც ისეა საქმე, რომ ალოფსს და მთავარ მწვრთნელ თომას შააფს ოპტიმისტურად განწყობის საბაბი არ აქვთ.

„ახალი თავდამსხმელი გვჭირდება, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებთ ისეთი ფორვარდის ყიდვას, როგორიც „ვერდერს“ შეეფერება და რომელიც უგო ალმეიდას ღირსეულად შეცვლის. ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს კლოზეს დაბრუნებაზე ვფიქრობთ, სპეკულაციებია. გულახდილად გეტყვით, რომ მიროზე არც მიფიქრია. შესაძლოა, მხოლოდ ავდიჩის ტრანსფერით შემოვიფარგლოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ბიჭი მასზე გაცემულ ავანსებს გაამართლებს,“ - უთხრა 54 წლის ალოფსმა „კიკერს“. მისივე თქმით, კლოზე ბრემენში რომც დაბრუნდეს, მას „ვერდერის“ გულშემატკივრები ზარზეიმით ნაღდად არ მიიღებენ, რადგან ბრემენში დღესაც ყველას კარგად ახსოვს, როგორ წავიდა მირო „ვერდერიდან“. ვისაც არ ახსოვს, გავახსენებთ, რომ 2007 წელს, კლოზემ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან საიდუმლო მოლაპარაკებები უეფას თასის ნახევარფინალური მატჩის წინ (ესპანიოლთან) გამართა, რითაც ბრემენელი ფანები ძალიან გაანაწყენა.

ჯერჯერობით უცნობია ისიც, გააგრძელებს თუ არა „ვერდერთან“ კონტრაქტს კაპიტანი ფრინგსი, რომელიც უკვე 34 წლისაა და კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული. ტორსტენი ამბობს, წნეხის ქვეშ არ ვარ მოქცეული, ახალი ხელშეკრულების გაფორმება ყოველთვის შეიძლებაო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ხელფასის დაკლების შემთხვევაში კონტრაქტის გაფორმებაზე უარს იტყვის. ფრინგსი მოქმედი ხელშეკრულებით წელიწადში 3.8 მილიონ ევროს იღებს და „ვერდერის“ შეფებს მისთვის ჯამაგირის შემცირება უნდათ - ახალი კონტრაქტი დღემდე ამიტომაც არაა გაფორმებული. გამორიცხული არაა, რომ ტორსტენმა ზაფხულში კარიერის დასრულება გადაწყვიტოს. არის მშობლიურ „ალემანიაში“ ან ამერიკაში წასვლის ვარიანტიც, სადაც მას ნამდვილად კარგად გადაუხდიან.

სამაგიეროდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მუდმივი რეზერვისტი დანიელ იენსენი და მცველი პეტრი პასანენი ბრემენულ კლუბს დატოვებენ. გამორიცხული არაა, რომ „ვერდერიდან“ პერ მერტეზაკერიც აიბარგოს, რომელსაც პრემიერლიგური კლუბები უხმობენ. „მუსიკოსებს“ ახალი სისხლი რომ სჭირდებათ, ამას ალოფსიც აღიარებს და ადასტურებს, რომ „ნიურნბერგის“ 20 წლის ნახევარმცველით, გიუნდოგანითაა დაინტერესებული - ფეხბურთელით, რომელმაც ცოტა ხნის წინ თურქეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და გერმანიის ეროვნულ გუნდში თამაში გადაწყვიტა. თუმცა ალოფსს ეს უკანასკნელიც ეძვირება - „ნიურნბერგი“ გიუნდოგანში მინიმუმ ათ მილიონს ითხოვს. თანაც, მისი გადაბირებისთვის „ვოლფსბურგი“, „ჰამბურგი“ და „ლევერკუზენიც“ იბრძვიან.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...