რომ არა ჰარტი, "სიტი" საშინლად დამარცხდებოდა
"სიტიმ" ბარსელონაში სასწაული ვერ მოახდინა და ჩემპიონთა ლიგაზე პრემიერლიგის ბოლო იმედი სერხიო აგუეროს გამოუყენებელ პენალტთან ერთად გაქრა.

თუმცა ამ თერთმეტმეტრიანს გვერდს თუ ავუვლით, კატალონიელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მანჩესტერელები, რასაც ჰქვია, დაიჩაგრნენ.

"ვფიქრობ, მანუელ პელეგრინის დრო ნელ-ნელა იწურება. წამოვა დიეგო სიმეონე "ატლეტიკოდან" ან კარლო ანჩელოტი "რეალიდან"? ასეთი ტიპის სპეციალისტი მოუხდებოდა "სიტის" - ამბობს რობი სევიჯი.

ჩილელს კრიტიკა არც სხვებისგან აკლია, თუმცა თავად სიმშვიდეს ინარჩუნებს და როგორც ჩანს, ფეხბურთელების მხარდაჭერაც აქვს.

"ჩვენ მწვრთნელის გვერდით ვართ. იგი ბრწყინვალე სპეციალისტია და წინა სეზონში ორი ტიტული მოგვაგებინა" - თქვა ჯო ჰარტმა.

სხვათა შორის, ინგლისის ნაკრების გოლკიპერმა "კამპ ნოუზე" 10 "სეივი" მიითვალა, რაც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგია. ჰარტი რომ არა, "ქალაქელები" ბევრად უფრო დიდი სხვაობით დამარცხდებოდნენ.

მანუელ პელეგრინი: "ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ დავრჩი. "ბარსელონამ" ძალიან კარგად ითამაშა, ბრწყინვალე მესის დირიჟორობით. არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ნიშნავდეს იმას, რომ სეზონი ჩავაგდეთ, მაგრამ ეს უაღრესად არასასიამოვნოა. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და "ბარსელონასთან" მოგვიხდა თამაში, რომელიც ამჟამად უფრო ძლიერი გუნდია".

ფეხბურთის ექსპერტად გარდაქმნილმა ექსმოთამაშე სავიჯმა კი ბევრის სათქმელი თქვა და აღნიშნა - "სიტიში" ზაფხულში სერიოზული წმენდაა აუცილებელი და შემადგენლობა მნიშვნელოვან გადახალისებას საჭიროებსო.

"კომპანი ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო მცველია და დაცვის ცენტრში მუდმივი პარტნიორი სჭირდება. თუმცა თავად იგიც ცუდად გამოიყურებოდა ბოლო დროს. იაია ტურეც ვერ ბრწყინავს ბოლო პერიოდში, ან როგორი იქნება მისი მომავალი?" - იკითხა სევიჯმა.

სევიჯს თითქმის ყველაფერში ეთანხმება კრის უადლი, რომელიც მიიჩნევს, რომ აგუეროს, დავიდ სილვას, იაია ტურეს, პაბლო საბალეტასა და ჯო ჰარტის გარდა, ყველას გაშვება თავისუფლად შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"ბარსელონას" მცველს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას