ჟოზე მუდამ ყურადღების ცენტრშია

გვინდოდა ტურის მატჩის გამოხმაურება კრიშტიანო რონალდოს ჰეთთრიკით, ან კაკას ნანატრი გოლით დაგვეწყო, მაგრამ თამაშის დროს მომხდარმა ინციდენტმა ამის საშუალება არ მოგვცა. სადაც სკანდალია, ჟოზე მოურინიოც იქვეა, უფრო კი პირიქით - "განსაკუთრებულს" მუდამ ფათერაკები სდევს თან.

81-ე წუთზე მანამდე ჰეთთრიკის შემსრულებელმა რონალდომ კაკას გადააწოდა და ბრაზილიელმაც დიდი ხნის შესვენების შემდეგ გოლი გაიტანა, ანგარიში 4:2 გახდა და ისიც ცხადი შეიქმნა, რომ "ვილიარეალი" თამაშის გადამრჩენი აღარ იყო. კაკას გოლმა უზომოდ გაახარა ჟოზე მოურინიო, მან ტრიბუნებს მეტი აქტიურობისკენ მიმართა, "განსაკუთრებულის" ჟესტიკულაციაც განსაკუთრებული იყო. ბედის ირონიით, მოურინიო იმ მომენტში "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის პირისპირ აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი მათ არ მიმართავდა, სტუმართა ბანაკში თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, "რეალის" კარში პირველი გოლის გამტანმა რუბენ კანიმ, რომელიც იმ დროისთვის შეცვლილი იყო, მოურინიოს მისამართით წყლით სავსე ბოთლიც ისროლა. იყო ერთი გაწევ-გამოწევა, რომელიც საბოლოოდ კი დასრულდა მშვიდობიანად, თუმცა ესპანური მედიის მთავარ თემად იქცა.

"ვფიცავარ, რომ საერთოდ არ მქონდა გულში პროვოკაცია, მინდოდა გოლი ჩემს შვილთან ერთად მეზეიმა, რომელიც ზუსტად "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის უკან იჯდა. არ ვიცი, რატომ იფიქრეს სტუმრებმა, რომ მე მათ ვიწვევდი", - თავს იმართლებდა მატჩის შემდეგ მოურინიო. კანიმ ამ საქციელისთვის რეფერი დავიდ ფერნანდეს ბორბალანისგან წითელი ბარათი იხილა.

ჟოზე მოურინიო: "პირველ ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი ფერი დომინირებდა და ეს არ იყო თეთრი. ჩვენ მხოლოდ მეორე ტაიმში ვითამაშეთ კარგად. პირველი ნახევარი 2:2 კი არა 3:1 უნდა დასრულებულიყო "ვილიარეალის" სასარგებლოდ, მათ ფორვარდებს უკეთ რომ ეთამაშათ ბოლო წუთებში. მეორე ტაიმში კი მხოლოდ "რეალი" თამაშობდა, ამიტომაც მოვიგეთ."

ხუან კარლოს გარიდო: "სამჯერ მაინც იყო თამაშში ეპიზოდი, როცა "რეალის" ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი ეკუთვნოდათ, მაგრამ არ მისცეს. გადამწყვეტი კი მესამე გოლი იყო. დედამიწის ზურგზე ვერავინ დამაჯერებს, რომ რონალდომ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან არ გაიტანა."

[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება