"შალკე" და "ლევერკუზენი" ბუნდესლიგაზე გადაერთვნენ
ფოტოზე: პირველ წრეში "გლადბახმა" არაერთხელ შეაწუხა ნოიერი

გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ორი გამორჩეული მატჩია. ტურს დახურავს შეხვედრა "ალიანს არენაზე", სადაც "ბაიერნი" ბოლო წლებში თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

გასულ სეზონს თუ არ ჩავთვლით, როცა რეკორდმაისტერმა ორივე შეხვედრა მოუგო ლუსიენ ფავრის გუნდს, ბოლო რამდენიმე სეზონია "გლადბახი" ყოველთვის ახერხებს "ბაიერნისთვის" ქულების ართმევას. გამონაკლისი არც ეს სეზონი იქნება, რადგან პირველ წრეში "ბორუსია-პარკზე" გუნდები ძალიან დაძაბულ მატჩში ერთმანეთს დაუზავდნენ. იმ მატჩში "გლადბახი" უშანსოდ არ ყოფილა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა ნოიერის კართან.

ისიც გავიხსენოთ, რომ გლადბახელთა მთავარ მწვრთნელს, ლუსიენ ფავრს კარიერაში სამჯერ ჰყავს დამარცხებული "ბაიერნი".

მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება რამდენიმე მიზეზის გამო. მაგალითად, "გლადბახი" სტუმრად თამაშობს და გასვლით შეხვედრებში ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

მაგრამ მთავარი მიზეზი "ბაიერნის" ტოპ-ფორმაა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო ექვსი ოფიციალური შეხვედრა მოიგო ბურთების სხვაობით - 26:2. ასეთივე სერია აქვს მას ბუნდესლიგაში ბურთების კიდევ უფრო უკეთესი შეფარდებით - 27:2. ძალიან შთამბეჭდავი იყო მიუნხენელთა ბოლო მოგება სტუმრად "ვერდერთან" (4:0), არადა, ლიდერს აკლდა არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. სხვათა შორის, მომავალ მატჩში ორივე იქნება განაცხადში.

თავად "ბორუსიას" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა ამ სერიაში მხოლოდ რვა გოლი გაიტანა. რვა მატჩია, უგოლოდაა მაქს კრუზე და "გლაბდახს" თავისი შემტევი ნახევარმცველებით უწევს ფონს გასვლა: ორი ტურის წინ, "მაინცთან" რაფაელმა შეასრულა დუბლი, წინა ტურში "ჰანოვერთან" კი პატრიკ ჰერმანმა გაიმეორა იგივე.

პროგნოზის გაკეთება თითქოს, იოლია, მაგრამ ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: "გლადბახი" არასოდეს უფრთხოდა "ბაიერნს" და ახლაც დიდი ბრძოლა გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, ჩაბი ალონსო, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.

ბორუსია: ზომერი, იანტჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა, ჰერმანი, ჰანი, რაფაელი, კრუზე.

ამ ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩია "შალკესა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირება. ეს უშუალო კონკურენტების შეხვედრაა და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ორივე გუნდი ღირსეულ ბრძოლაში გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას და ახლა შეუძლია, მთლიანად შიდა ფრონტზე გადაერთოს.

"შალკემ", პრაქტიკულად, უკან დასახევი გზა არ დაიტოვა: რობერტო დი მატეოს გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო და კიდევ ერთი წაფორხილება ძალიან გაურთულებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის პერსპექტივებს.

მომავალ მატჩში "შალკეს" ერთ-ერთი კოზირი უნდა იყოს საკუთარი კედლები - შინ "მეშახტეებმა" ბოლო ოთხ მატჩში 10 ქულა აიღეს.

გარდა ამისა, "ლევერკუზენმა" შუა კვირას ურთულესი 120-წუთიანი მატჩი გადაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" და პენალტების სერიაში დასანანი მარცხი იწვნია. შესაბამისად, როჯერ შმიდტის შეგირდები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ბოლომდე მომზადებულები, ალბათ, ვერ იქნებიან.

თუმცა გასათვალისწინებელია "ლევერკუზენის" ფორმა ბუნდესლიგაში - ზედიზედ სამი მოგება გოლის გაუშვებლად, იმ დროს, როცა "შალკეს" არც ისე წარმატებულ გამოსვლაზე უკვე გითხარით და ამას ემატება კლუბის მესამე მეკარის, ტიმონ ველენროიტერის უხეში შეცდომები წინა ტურში "ჰერტას" წინააღმდეგ. 19 წლის გოლკიპერი ხასიათის მოთამაშეა და რთული სათქმელია, როგორი განწყობით გავა "ფარმაცევტებთან" სათამაშოდ.

ასევე აღვნიშნოთ გელზენკირხენელთა დაცვის ლიდერის, ბენედიქტ ჰიოვედესის დისკვალიფიკაცია.

კარგი ამბავია "შალკესთვის" ჯეფერსონ ფარფანისა და სიდ კოლაშინაცის მწყობრში ჩადგომა. ორივემ პირველ გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში, თუმცა უახლოეს მატჩებში მათ მოედანზე არ უნდა ველოდოთ, რადგან ჯერ სათამაშო ფორმის აღდგენაზე უნდა იზრუნონ.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე: ველენროიტერი, აიჰანი, მატიპი, ნასტასიჩი, უჩიდა, ფუხსი, ნოიშტედტერი, ჰიოგერი, მაიერი, სანე, ჰუნტელაარი.

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ბენდერი, როლფესი, ბელარაბი, გონსალო კასტრო, სონი, კისლინგი.

ბუნდესლიგა. XXVI ტური

პარასკევი. 20 მარტი

ჰამბურგი-ჰერტა 0:1

გოლი: 0:1 სებასტიან ლანგკამპი

შაბათი. 21 მარტი

ჰანოვერი-დორტმუნდი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მილერი, ჰოფმანი, პანდერი - დურმი, შმელცერი, შაჰინი, გროსკროიტცი, პიშჩეკი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 47 მატჩი: +11=14-22 (66-101)

ფრაიბურგი-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ტორეხონი

ტრავმა: ბატცი, სტანკო, ფილიპი - რაინჰარდტი, ვერჰაეგი, მორავეკი, მიოლდერსი, ესვაინი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 მატჩი: +2=2-3 (9-11)

შტუტგარტი-აინტრახტი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი - ჯაკპა, რუსი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 87 მატჩი: +39=19-29 (163-145)

კიოლნი-ვერდერი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰელმესი, გერჰარდტი - ბუში, გალვესი, ლორენცენი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 მატჩი: +33=19-33 (146-139)

პადერბორნი-ჰოფენჰაიმი 18:30

დისკვალიფიკაცია: - შვეგლერი

ტრავმა: ბურხერტი, ბერტელსი, შტოპელკამპი, დუკში - შტოლცი, ზიულე

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +0=1-0 (0-0)

შალკე-ლევერკუზენი 21:30

დისკვალიფიკაცია: ჰიოვედესი

ტრავმა: ფერმანი, გიფერი, კირხოფი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი, სემი - იედვაი, კრუსი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 61 მატჩი: +16=18-27 (84-102)

კვირა. 22 მარტი

მაინცი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰოფმანი, მორიტცი, ნედელევი - ჰანტი, ფელიპე

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 მატჩი: +5=4-8 (28-30)

ბაიერნი-გლადბახი 20:30

დისკვალიფიკაცია: ბენატია

ტრავმა: ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 93 მატჩი: +45=28-20 (179-115)

ბომბარდირები:

19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 13 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - თურანი მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია