"ესპანიოლს" ბედი არ სწყალობს თავდამსხმელებში

"ესპანიოლს" ბედი არ სწყალობს თავდამსხმელებში - იტალიელ-არგენტინელი ფორვარდი პაბლო ოსვალდო დიდებულად მოერგო ბარსელონურ გუნდს, გოლებიც გაიტანა, მაგრამ ტრავმამ ერთი თვით დაასვენა, კვირას პაბლომ იძულებითი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა და 8 წუთში შეძლო გოლის გატანა, მაგრამ მალევე მან ისევ ტრავმა მიიღო. "ესპანიოლის" ექიმების მტკიცებით, ამჯერად ოსვალდო გუნდს 2 თვით დააკლდება.

პეპე და ბონუსები

მადრიდის "რეალი" გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს პორტუგალიელ მცველ პეპეს. შეგახსენებთ, რომ პეპეს მოლაპარაკება "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასთან ჩიხში იყო შესული, ხოლო "მანჩესტერ სიტი" დიდი გულმოდგინებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. "რეალი" 27 წლის მცველს ახალ, ბონუსების სისტემას შესთავაზებს, რომლის წყალობითაც პეპე მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებს, ვიდრე აქამდე. იმავე წყაროს ცნობით, პეპეს ხელფასი არ გაიზრდება, ის წელიწადში 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ბონუსების წყალობით, შესაძლებელია, პეპემ წელიწადში 5 მილიონ ევრომდეც გამოიმუშავოს.

ატლეტიკოს აპეტიტი

მადრიდის "ატლეტიკო" აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. "როხიბლანკოსი" კიდევ ორი ფეხბურთელით აპირებს გაძლიერებას, ოღონდ, ზაფხულში. ესენია "პორტუს" ფორვარდი რადამელ ფალკაო და "ვილიარეალის" ნახევარმცველი ბორხა ვალერო. ფალკაო "რივერ პლეიტის" ყოფილი ფეხბურთელია. ის ახალგაზრდაა, გოლის ალღო აქვს და ტექნიკურად უნაკლოა. სერხიო აგუეროსთან ერთად ფალკაოს ძალიან კარგი შემტევი წყვილის შექმნა შეუძლია. ბორხა ვალერო პრიმერას უკვე აღიარებული ვარსკვლავია.

მადრიდელები იმედოვნებენ, რომ "წყალქვეშა ნავი" მას 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობს.

კონკო და ქალბატონი

"სევილიას" მარჯვენა მცველი აბდულაი კონკო ადასტურებს, რომ ის "იუვენტუსთან" მომავალ ტრანსფერზე მართავს მოლაპარაკებას. ტურინულ კლუბს დაცვის ხაზში ერთობ გაუჭირდა და ახალ სისხლს ეძებს. კონკოს თავის მხრივ, სასტარტოში მოხვედრის პრობლემები აქვს, ამიტომ 26 წლის ფეხბურთელი თავად მოწადინებულია გაეცალოს ესპანურ პრიმერადივიზიონს.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო