პადი მაკნეირმა და ანდრეას პერეირამ გოგონა თავიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" საშობაო საღამოზე მიიწვიეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის ფეხბურთელებმა თანატოლ გოგონას 10 ათასი ფუნტის სანაცვლოდ ჯგუფური სექსი შესთავაზეს. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება. კელი მაკკინის თქმით, ასეთი წინადადებით მას ანდრეას პერეირამ და პადი მაკნეირმა მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

გოგონა ამტკიცებს, რომ პერეირამ მას ყურადღება "ტვიტერში" მიაქცია, ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" საშობაო სადღესასწაულო საღამოზე მიიპატიჟა. გოგონამ პირადად სწორედ იქ გაიცნო ანდრეასი და მისი მეგობარი პადი. ღონისძიების დასრულების შემდეგ გოგონამ პერეირასგან ტექსტური შეტყობინება მიიღო, სადაც ფულის სანაცვლოდ, მასა და მაკნეირთან უფრო ინტიმურ გარემოში გართობას სთავაზობდა.

"ლამის სკამიდან გადმოვვარდი, როდესაც 10 ათასი ფუნტის სანაცვლოდ სექსი სამში შემომთავაზა. რაოდენ გარყვნილი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო? მე ასეთი სრულებით არ ვარ და ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია", - აქვეყნებს კელის ნათქვამს გამოცემა.

პირველი მესიჯის შემდეგ გოგონას უცდია, დაეზუსტებინა, თუ რას გულისხმობდა ახალგაზრდა ბრაზილიელი. ამ უკანასკნელსაც უმალ მოუწერია: "სექსი სამში. ჩვენ შენზე ვიზრუნებთ. გინდა? მითხარი, რამდენს ითხოვ. მზად ვართ, გადავიხადოთ 5-5 ათასი თითოეულმა".

მაკკინის თქმით, მან კატეგორიული უარით გაისტუმრა პერეირა, თუმცა მარტის დასაწყისში ანდრეასი კვლავ დაუკავშირდა და ამჯერად უფრო დიდი თანხა შესთავაზა...

ანდრეას პერეირას დებიუტი პრემიერლიგაში გასულ ტურში, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში შედგა. 19 წლის პადი მაკნეირი პირველი გუნდის განაცხადში კარგა ხანია, თებერვალში კი მან კლუბთან ახალი კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა.

ვიში
რას გავს ეს ჩემისა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"მომბეზრდა წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
მოურინიოს პერეირას "ვალენსიაში" განათხოვრება არ მოეწონა
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა