რუსთაველები სეზონის განახლებამდე ანთალიაში გაემგზავრებიან, სადაც საკონტროლო მატჩებს გამართავენ
რუსთავის "ოლიმპში" ფიზმომზადების შვეიცარიელი სპეციალისტი იმუშავებს. ეს ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს, თუმცა მისი ვინაობა და ნამსახურებათა ნუსხა ჯერ ვერ დავაზუსტეთ.

ამასობაში საქართველოს ჩემპიონი რუსთავში მზადებას აგრძელებს. მთავარ მწვრთნელ თორნიკე მაისურაძეს ჯერ არავინ დაუმატებია და არც არავინ გაუშვია, თუ არ ჩავთვლით მეკარე გრიგოლ ჭანტურიას და თავდამსხმელ გიორგი ბერიაშვილის გაშვების უკვე ცნობილ ამბებს.

თუმცა სიახლეები მალე აუცილებლად იქნება. გუნდთან ვარჯიშობს თავდამსხმელი გიორგი მოდებაძე, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია. ერთხელ ივარჯიშა და აღარ გამოჩენილა აზერბაიჯანიდან დაბრუნებული ნახევარმცველი გიორგი სეთურიძე.

პირველ საკონტროლო შეხვედრას "ოლიმპი" 12 იანვარს რუსთავში ბოლნისის "სიონთან" გამართავს, 20 იანვარს კი რუსთაველები ანთალიაში გაემგზავრებიან, სადაც 1 თებერვლამდე ივარჯიშებენ. თურქეთში ჩემპიონები ოთხ საკონტროლო მატჩს გეგმავენ: ბულგარულ "ჩერნო მორესთან", "აკადემიკთან", შვეიცარიულ "კიასოსთან" და რუმინულ "ვიქტორიასთან" თამაშები შეთანხმებულია, ავსტრიულ "ზალცბურგთან" და "ალტახთან" კი მოლაპარაკებები გრძელდება.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"