გასულ უქმეებზე სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოკაუტ-სისტემით ტარდება, მეორე წრის შეხვედრები გაიმართა
გასულ უქმეებზე სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოკაუტ-სისტემით ტარდება, მეორე წრის შეხვედრები გაიმართა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ოთხი ქართველი დიდოსტატი იბრძოდა.

პირველი ტურის კლასიკური პარტიები ჩვენმა მანდილოსნებმა ყაიმით დაასრულეს. მეორე ტურში შესანიშნავად ითამაშა მერი არაბიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით 34-ე სვლაზე დაამარცხა კუბელი მარერო ლოპესი და მერვედფინალში გავიდა, სადაც რუსი ეკატერინა კოვალევსკაიას მძლეველ (1.5:0.5) ლიტველ ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს შეხვდება.

წარმატებას მიაღწია ლელა ჯავახიშვილმაც. მე-2 წრის მე-2 ტურში იგი თეთრებით ეთამაშებოდა ჩინელ თან ჟონს. 49 სვლის განმავლობაში უპირატესობას ჩვენებური ფლობდა, მაგრამ 50-ე სვლაზე დაშვებული შეცდომით მატჩის სადავეები მეტოქეს გადააბარა. აზიელმა ვერ შეირგო საჩუქარი: პირიქით - 52-ე და 54-ე სვლებზე მიუტევებელი შეცდომებით საშამათო პოზიცია მიიღო და 55-ე სვლაზე საათი გააჩერა. ჯავახიშვილმაც ორი მატჩის ჯამში 1.5:0.5 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი დიდოსტატი აქ უკრაინელ ანა მუზიჩუკთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა ჩამოიშორა გზიდან - 1.5:0.5.

ძლიერი ჩინელი დიდოსტატი ჟაო სიუე ჰყავდა მეტოქედ სალომე მელიას, რომელსაც თეთრი ფიგურებით დაუზავდა, მაგრამ შავებით სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. ორი კლასიკური პარტია ბელა ხოტენაშვილსა და ჰუან ძიანს (ჩინეთი) შორის ყაიმით დასრულდა - პირველი 33-ე, მეორე კი მე-13 სვლაზე.

22 მარტს მათ შორის უძლიერესი რაპიდს უნდა დაესახელებინა, მაგრამ 25-25 და 10-10-წუთიან პარტიებში (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) მეტოქეებმა უპირატესობას ვერ მიაღწიეს. დაინიშნა ორი ხუთ-ხუთწუთიანი პარტია (ყოველ სვლაზე 3-3 წამის დამატებით). ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით გაიმარჯვა, თეთრებით ყაიმს მიაღწია და მესამე წრეში მელიას მძლეველ ჩინელთან - ჟაო სიუესთან (ცხრა ჩინელიდან მხოლოდ ის შემორჩა შეჯიბრებას) გაარკვევს ურთიერთობას.

22 მარტს, ხოტენაშვილი-ძიანის გარდა, რაპიდებში კიდევ ხუთი წყვილი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ევროპულ დროზე გადასვლასთან დაკავშირებით, დაზარალდა უკრაინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა, რომელმაც რაპიდის პირველ პარტიაზე დააგვიანა და ფრანგ მარი სებაგთან წაგება ჩაეთვალა. მეორე პარტიაში კი მეტოქეები დაზავდნენ. მედლისთვის ბრძოლას ფრანგი განაგრძობს.

ამდენად, მერვედფინალის პირველ ტურში, 23 მარტს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი)-ალისა გალიამოვა (რუსეთი), მარია მუზიჩუკი (უკრაინა)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-მერი არაბიძე, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ნატალია პოგონინა (რუსეთი)-მარი სებაგი (საფრანგეთი), ჟაო სიუე (ჩინეთი)-ბელა ხოტენაშვილი, ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ლელა ჯავახიშვილი, ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე