"ტარტუ როკი" ბალტიის ლიგაზე წარმატებულ სვლას განაგრძობს - თანამემამულე ტტუ-ს 11 ქულის სხვაობით აჯობა
გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი" ბალტიის ლიგაზე წარმატებულ სვლას განაგრძობს.

"როკერებმა" ამჯერად თანამემამულე ტტუ-ს უმასპინძლეს და 11 ქულის სხვაობით დაამარცხეს - 83:72. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები "კუდში მისდევდნენ", ტარტუელები არ აღელვებულან, მესამე პერიოდში მოპოვებული მცირე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და ბალტიის ლიგაზე მე-9 მოგება მოიპოვეს (4 წაგების წილ). ასეთივე მაჩვენებელი აქვს ლატვიურ "ვენტსპილსს", რომელთანაც "როკი" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ცხრილს ათმოგებიანი "რუდუპისი" (ლიტვა) ლიდერობს.

გიორგი ცინცაძემ ტტუ-სთან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ნაყოფიერად იშრომა: 24 წუთში 12 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი-ჩაჭრა მოაგროვა. "როკერთაგან" ყველაზე მეტი ტემუ სოკმა ჩააგდო - 14 ქულა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი საუკეთესო კალისტას ეზიუკვუ იყო - 13 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი, 6 დაფარება.

ბალტიის თასზე "ტარტუ" მომდევნო მატჩს "ვეფ რიგასთან" სტუმრად, 15 იანვარს ჩაატარებს.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა