ჰოლანდიაში რობენის შემცვლელი იშოვეს
ბოლო ტურის მატჩი "ბაიერნისთვის" ორმაგად სამწუხარო აღმოჩნდა. მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" 0:2 წაგებულ მატჩში ტონი იანტჩკესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო არიენ რობენმა, რომელიც 24-ე წუთზე თომას მიულერმა შეცვალა. როგორც რეკორდმაისტერის ექიმებმა განაცხადეს, ჰოლანდიელმა მუცლის კუნთი დაიზიანა და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რობენი გამოტოვებს ორ უახლოეს სანაკრებო შეხვედრას - 28 მარტს შესარჩევ მატჩს თურქეთთან და 31 მარტს - ესპანეთთან ამხანაგურ დაპირისპირებას. ჰოლანდიელთა დამრიგებელმა გუუს ჰიდინკმა უკვე გამოიძახა რობენის შემცვლელად მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ქუინსი პრომესი, რომელსაც ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

ამასობაში, "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა განაცხადა, რომ გუნდი არ აპირებს ბრაზილიელი მცველის, დანტეს გაყიდვას. ეს ფეხბურთელი მეტად უღიმღამო სეზონს ატარებს, რაც წარმოშობს 31 წლის დანტეს ზაფხულში გაყიდვის ჭორებს.

"არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სალაპარაკოდ, რომ დანტეს ამ სეზონის შემდეგ გავყიდით. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა "ბაიერნისთვის", - განაცხადა მატიას ზამერმა.

დანტეს კონტრაქტი "ბაიერნთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
არიენ რობენი რუუდ გულიტის გვერდით
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს