ჩინურ შანხაიში 25 მარტს მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება
ჩინურ შანხაიში 25 მარტს მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ასპარეზობის პირველ დღეს - 25 მარტს მოკლე პროგრამით მოცეკვავეები და წყვილები იასპარეზებენ.

26 მარტს, დილით, მოკლე პროგრამით ქალები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, საღამოს კი თავისუფალი პროგრამა წყვილებში გამოავლენს მედლების მფლობელებს.

27 მარტს, დილით, მოცეკვავეთა თავისუფალი პროგრამით გამოსვლაა დაგეგმილი, საღამოს კი კაცები მოკლე პროგრამით ეცდებიან ფინალში მოხვედრას. 28 მარტს ქალებსა და ვაჟებში შევიტყობთ ჩემპიონებისა და პრიზიორების ვინაობას.

ქალებში, წინასწარი განაცხადით, ასპარეზობის 36 მონაწილეს შორის იქნება ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი ელენე გედევანიშვილი. ქართველი მოციგურავე მეტოქეობას გაუწევს ისეთ ცნობილ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და პრიზიორები - ელიზავეტა ტუკტამიშევა, ელენა რადიონოვა და ანა პოგორილავა (სამივე - რუსეთი. მსოფლიოს 2012 წლის ვერცხლისმედალოსანი ელენა ლეონოვა თადარიგში ჰყავთ), სხვადასხვა წელს ევროპის პრიზიორი კიირა კორპი (ფინეთი), აზიის ჩემპიონი კანაკო მურაკამი (იაპონია) და სხვები.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე გედევანიშვილმა სამჯერ (2009, 2011, 2012 წწ.) მე-10 ადგილები დაიკავა, შარშან მე-19 იყო. წლეულს ევროპის ჩემპიონატზეც მოეცარა ხელი - 23-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი
ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]