გუშინ NBA-ში, სტატისტიკა და ანგარიშები
- "ნიუ იორკ ნიქსის" ესპანელი გამთამაშებელი ხოსე კალდერონი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესის ტრავმის გამო. შეგახსენებთ, რომ 33 წლის კალათბურთელი მოედანზე 28 თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა. მიმდინარე სეზონში კალდერონმა 42 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.1 ქულა და 4.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

- "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. "ინდიანასთან" მოგებულ შეხვედრაში მცველი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო - 43 წუთში 44 ქულა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა.

- ცენტრ ჯავალ მაკგის, რომელიც "ფილადელფიადან" გაშვების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან კონტრაქტის გაფორმების იმედი აქვს. კალათბურთელი მზად არის, მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმოს მოკლევადიანი ხელშეკრულება.

- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა, გააუქმოს "ოკლაჰომას" ლიდერის, რასელ უესტბრუკის ბოლო სამმაგი დუბლი, რომელიც მან "მაიამისთან" მატჩში შეასრულა. როგორც გაირკვა, იმ 10 მოხსნიდან, რომელიც რასელმა მიითვალა, ერთი მას არ ეკუთვნოდა. ასე რომ, უესტბრუკის სტატისტიკა 12 ქულა, 9 მოხსნა და 17 შედეგიანი პასია. შესაბამისად, ოკლაჰომელს სეზონში არა ათი, არამედ ცხრა სამმაგი დუბლი აქვს.

- "ბოსტონის" მცველმა ევან ტერნერმა გუშინ მეორე სამმაგი დუბლი გაიფორმა კარიერაში. "ბრუკლინთან" მოგებულ მატჩში 26 წლის მოთამაშემ 19 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი დააგროვა. ტერნერმა პირველი ტრიპლდაბლი დაახლოებით ერთი თვით ადრე "ნიუ იორკთან" მატჩში შეასრულა.

ინდიანა-ჰიუსტონი 100:110

15:26, 24:27, 29:23, 32:34

ი: უოტსონი (23+5 პასი), ჰილი (20+6 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ჰიბერტი (18+10 მოხსნა), უესტი (10+5 პასი).

ჰ: ჰარდენი (44+7 პასი), სმიტი (18), მოტეიუნასი (17+3 ჩაჭრა), ბრიუერი (11), არიზა (4+11 მოხსნა).

ბრუკლინი-ბოსტონი 91:110

28:23, 21:31, 25:29, 17:27

ბრუკ: ლოპესი (31), ტ. იანგი (12+9 მოხსნა), უილიამსი (10+9 მოხსნა+10 პასი).

ბოს: ბრედლი (20+7 მოხსნა), ტერნერი (19+10 მოხსნა+12 პასი), ზელერი (18+7 მოხსნა), ოლინიკი (18), ბასი (12), ჟერებკო (10+6 მოხსნა).

ნიუ იორკი-მემფისი 82:103

20:30, 28:20, 13:24, 21:29

ნ-ი: ჰელოუეი (19+7 მოხსნა+5 პასი), ბარნიანი (18), სმიტი (16), ტომასი (15).

მ: რენდოლფი (23+7 მოხსნა+5 პასი), გასოლი (21+8 მოხსნა), კარტერი (14), გრინი (12), კუფოსი (10).

ჩიკაგო-შარლოტი 98:86

28:26, 20:23, 26:20, 24:17

ჩ: მიროტიჩი (28+8 მოხსნა), გასოლი (27+12 მოხსნა+4 დაფარება), ბატლერი (19+9 მოხსნა), ბრუქსი (13+10 პასი).

შ: უოკერი (29), მო უილიამსი (15+6 მოხსნა+5 პასი), ჰენდერსონი (11+9 მოხსნა).

იუტა-მინესოტა 104:106 (ო)

22:20, 26:22, 15:18, 33:36, 8:10

ი: ფეივორსი (19+12 მოხსნა), გობერი (18+17 მოხსნა+6 დაფარება), ინგლსი (18), ბერკი (16+6 პასი+4 ჩაჭრა), ე. მილსეპი (13).

მ: ლავინი (27), უიგინსი (22+7 მოხსნა), ბადინგერი (15+5 პასი), კილპატრიკი (13), დიონგი (11+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ლ. ბრაუნი (10+7 მოხსნა+6 პასი).

გ. სტეიტი-ვაშინგტონი 107:76

27:24, 25:25, 29:8, 26:19

გ-ს: კარი (24+6 პასი), სპეიტსი (16), გრინი (13+6 მოხსნა), იგუოდალა (11), ბოგუტი (6+12 მოხსნა), ეზელი (4+10 მოხსნა).

ვ: სერაფინი (12+8 მოხსნა), ბილი (12), უოლი (11+5 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია