სასტუმრო "ანაკლიაში" საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტური უშეღავათო ბრძოლებით წარიმართა
გუშინ სასტუმრო "ანაკლიაში" დაიწყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც მედლებისთვის 13 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი იბრძოლებს. ტურნირის მთავარი მსაჯია ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული, საერთაშორისო არბიტრი ნანა ალექსანდრია.

პირველი ტური უშეღავათოდ წარიმართა. ექვსიდან ხუთი შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა. თანაც ოთხ პარტიაში შავებმა იმარჯვეს. საქართველოს 2010 წლის ჩემპიონმა ბათუმელმა სალომე მელიამ (2449) შავებით თანაქალაქელ ნინო ბაციაშვილს (2396) სძლია. ასევე ზღვისპირელმა მირანდა მიქაძემ (2362) ამჟამად მოსკოვში მცხოვრები და რუსეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ნაზი პაიკიძე (2455) დაამარცხა.

შარშანდელი ეროვნული ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა თბილისელმა ნინო ხურციძემ (2436) 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ სოფიკო ხუხაშვილს (თბილისი, 2437) აჯობა. დიდოსტატმა მაკა ფურცელაძემ (გურჯაანი, 2323) საერთაშორისო ოსტატ სოფიო ნიკოლაძეს (თბილისი, 2254) სძლია.

"თეთრებს" ნამუსი დედაქალაქელმა მარიამ დანელიამ (2248) მოწმინდა - ქუთაისელი თანატოლი მერი არაბიძე (2315) დაჯაბნა. თელაველი დიდოსტატების ლელა ჯავახიშვილისა (2438) და ბელა ხოტენაშვილის (2440) დუელი მშვიდობიანად დამთავრდა.

საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი მესამე პრიზიორი მაია ლომინეიშვილი პირველ ტურში თავისუფალი იყო.

დღეს მე-2 ტურში ითამაშებენ: ხოტენაშვილი-ნიკოლაძე, არაბიძე-ჯავახიშვილი, მელია-დანელია, მიქაძე-ბაციაშვილი, ხურციძე-პაიკიძე, ლომინეიშვილი-ხუხაშვილი, ფურცელაძე ისვენებს.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა