ნაკრებმა და "ბაიერნმა" ვარსკვლავი დაკარგეს
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა დაწვრილებითი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც დადგინდა მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი. როგორც გერმანული პრესა წერს, 31 წლის ჰოლანდიელი მინიმუმ ექვსი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

ასე რომ, რობენი გამოტოვებს არა მხოლოდ უახლოეს ორ სანაკრებო შეხვედრას, არამედ ვერ დაეხმარება "ბაიერნს" "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალურ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ რობენმა მუცლის კუნთი გაიწყვიტა.

ამასობაში, გავრცელდა ჭორები "ბაიერნის" სატრანსფერო პრიორიტეტების შესახებ. როგორც გამოცემა Daily Express-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რეკორდმაისტერი დაინტერესდა "ტორინოსა" და იტალიის ნაკრების 25 წლის მცველით, მატეო დარმიანით, რომელსაც, ასევე, "მანჩესტერ იუნაიტედი" ეპატიჟება. მიმდინარე სეზონში დარმიანიმ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლითა და სამი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.

გარდა ამისა, "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში მოექცა "ჩელსის" განაპირა მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი. პეპ გვარდიოლას გუნდი 31 წლის სერბის შეძენას უახლოესი სატრანსფერო ბაზრის პერიოდში ეცდება. ამ სეზონში ივანოვიჩის მონაგარია ექვსი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი (40 მატჩში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო