2006 წლის 11 იანვარს ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა ტანა უმაგამ ეროვნული გუნდში თამაშის დასრულება გადაწყვიტა
1903 წელი

უელსის ნაკრებმა სუონსიში ინგლისის ეროვნულ გუნდს 21:5 მოუგო. უელსელთა შერკინების ბურჯმა ჯეიდ ჰოჯსმა, რომელიც იძულებული იყო თავისთვის უჩვეულო, გარემარბის პოზიციაზე ეთამაშა, მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.

1926 წელი

ამ დღეს დაიბადა ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული ცხრა ნომერი ჯეკი კაილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ვისაც ოდესმე "სამყურების" კვართი მოურგია. კაილი 1948 წელს დიდი სლემის გათამაშებაში მგეზავ კარლ მალენთან ერთად ირლანდიის ნაკრების წარმატების სულისჩამდგემლი იყო. მან 1950 წელს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ექვსი შეხვედრა გამართა. რაგბიდან წასვლის შემდეგ კაილი 35 წლის განმავლობაში ზიმბაბვეში ქირურგად მუშაობდა. მერე ისევ ირლანდიაში დაბრუნდა. 1999 წელს ის რაგბის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2008 წელს კი, IRB-ის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

1959 წელი

საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშება შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო - 9:0. თამაში პარიზში, საკმაოდ ცუდ ამინდში გაიმართა. ფრანგებმა იმ წელიწადს ყველა შეხვედრა მოიგეს და დიდი სლემი შეასრულეს. შოტლანდიელებს თითო ლელო მეორეხაზელმა ლუსიენ მიასმა და მესამეხაზელმა ფრანსუა მონკლამ გაუტანა. თამაშს "სტად ივე დუ მანუარზე" 26 ათასი მაყურბელი დაესწრო.

1970 წელი

ტომ კირნანმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მტჩში, "ლენსდაუნ როუდზე", ბოლო წუთზე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ირლანდიის ეროვნული გუნდი მარცხისგან იხსნა - 8:8.

1973 წელი

რობინ ვილიამსის ბრწყინვალე თამაშმა იმედი ჩაუსახა "ნიუპორტის" ქომაგებს, რომ მათი საყვარელი გუნდი 1963 წლის ტრიუმფს გაიმეორებდა. ვილიამსმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ორი საჯარიმო, ერთი არეკნი და ერთი გარდასახვა გაუტანა, თუმცა ეს გმირობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "ბოკემ" ის თამაში 20:15 მოიგო.

1983 წელი

უელსურმა რაგბიმ უდიდესი დანაკლისი განიცადა. ამსტერდამში 53 წლისა გარდაიცვალა უელსის ნაკრებისა და "ჰალანეჰლის" მთავარი მწვრთნელი კერვინ ჯეიმზი. ის მთელი არსებით რაგბის ეკუთვნოდა. მისმა სულიერმა კავშირმა ამ თამაშთან, რაგბის მისებურმა ფილოსოფიამ შედეგად მოიტანა "ბრიტანელი ლომების" ერთადერთი დაუმარცხებელი სერია ახალ ზელანდიაში.

2006 წელი

ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა ტანა უმაგამ ეროვნული გუნდში თამაშის დასრულება გადაწყვიტა. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო შუამარბმა "ოლ ბლექსში" 74 კეპი მოიხვეჭა. მისი მეთაურობით ახალი ზელანდიის ნაკრებმა 2005 წელს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა "ბრიტანელ ლომებთან" მატჩში. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში, უმაგამ პირველ 24 შეხვედრაში გარემარბად ითამაშა, თუმცა ის, მოგვიანებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შუამარბი გახდა. უმაგა ახალი ზელანდიიდან საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც გია ლაბაძისა და დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მოთამაშე-მწვრთნელი იყო. ის შარშან ისევ სამშობლოში დაბრუნდა და "მანუკაუში" თამაშობს.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა