ამერიკელს ერთი-ორი ვარსკვლავი თუ მოსწონს
"დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა პიტ სამპრასმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი თაობა, გრიგორ დიმიტროვის მეთაურობით, ჩოგბურთს მრავალფეროვნებას შესძენს.

"არასასიამოვნოა იმის ხილვა, რამდენად ერთფეროვანი გახდა თანამედროვე ჩოგბურთი. ყველანი უკანა ხაზიდან ამჯობინებენ თამაშს. ყოველთვის მომწონდა კონტრასტი: ბორგისა და მაკინროის მატჩების ხილვა ერთი სიამოვნება იყო. მე და სტეფან ედბერგი ყოველთვის ბადესთან გავდიოდით. თამაშს ბავშვობიდან სწავლობენ.

თვალს ვადევნებდი ბორგს, მაკინროისა და ედბერგს და ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა. ახლა კი ყველანი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს ბაძავენ, მაგრამ მინდა ვნახო, რას შემოგვთავაზებს ახალი თაობა. ყურადღებით ვაკვირდები გრიგორ დიმიტროვს. მიმაჩნია, რომ ის ბევრს მიაღწევს. მასში რაღაც არის", - ამბობს სამპრასი.

გარდა ამისა, ამერიკელმა აღფრთოვანება გამოხატა შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სტილისა და შედეგების გამო.

"ვფიქრობ, როჯერი ყველაზე უნივერსალური მოთამაშეა იმათგან, ვინც აქამდე მინახავს. მას ყველა საფარზე აქვს გამარჯვება. შესანიშნავად გადაადგილდება კორტზე და დაუჯერებელ თამაშს გვიჩვენებს. ფედერერს ფენომენალური ფორჰენდი აქვს.

საერთოდ, როჯერის თამაშში ყველაფერია ჩადებული. ვფიქრობ, ის იმაზე ძლიერად დომინირებდა ტურში, ვიდრე მე თავის დროზე. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, უნდა ვაღიარო, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა", - აცხადებს სამპრასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო