ევროპის გაერთიანებული ჩემპიონატი
სპორტის საზაფხულო სახეობებში ევროპის პირველი გაერთიანებული ჩემპიონატი 2018 წელს ბერლინსა და გლაზგოში გაიმართება.

ტურნირის პროგრამაში გაერთიანებულია მძლეოსნობა, ველოსპორტი, ნიჩბოსნობა, საწყლოსნო სახეობები, ტრიატლონი და, შესაძლოა, გოლფი. ჩემპიონატი 12-დღიანია და ივლისის ბოლოს დაიწყება, ხოლო მისი პერიოდულობა იქნება - ოთხ წელიწადში ერთხელ. ამ ინფორმაციას მძლეოსნობის ევროპული ფედერაცია ავრცელებს.

ყოველ ჩემპიონატს ორგანიზებას გაუწევენ ცალკეული ფედერაციები და იმ ქალაქის ადმინისტრაცია, რომელიც ტურნირს მასპინძლობს. ვარაუდობენ, რომ პირველ ჩემპიონატში დაახლოებით 4500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 1500 ათლეტი მძლეოსნობაში გამოვა და მათ ბერლინი უმასპინძლებს, ხოლო სხვა სახეობების 2900 წარმომადგენელს გლაზგო მიიღებს.

ევროპული ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, რომელიც 2015 წლის ივნისში აზერბაიჯანში გაიმართება, გაერთიანებული ჩემპიონატი ორგანიზებას გაუწევს საწყლოსნო სახეობების ტურნირებს ელიტის დონეზე. ბაქოში კი ერთმანეთს შეეჯიბრებიან იუნიორები. გარდა ამისა, ველოსპორტი წარმოდგენილი იქნება ოთხივე ოლიმპიური სახეობით (შოსე, ტრეკი, BMX და მაუნტინბაიკი).

გაერთიანებული ჩემპიონატი შეცვლის ევროპის ჩემპიონატს მძლეოსნობაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა