დავიდ ალაბას აგენტი მადრიდის "რეალს" ელაპარაკება
როგორც ირკვევა, მიუნხენის "ბაიერნი" უკვე რამდენიმე თვეა ეძებს მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელს. თუმცა, გერმანულ გრანდში იმედი აქვთ, რომ გვარდიოლა გააგრძელებს კონტრაქტს რეკორდმაისტერთან.

ესპანელს 2016 წლის ზაფხულში უმთავრდება ხელშეკრულება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ პეპი დარჩება "ბაიერნში". ამიტომაც ბუნდესლიგის ჩემპიონმა მოსინჯა ნიადაგი და რამდენიმე პოტენციური კანდიდატი ჩაინიშნა.

არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტი იყოს "მაინცის" ყოფილი დამრიგებელი თომას ტუხელი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ გახდა ვაკანტური.

ასევე, მიუნხენელთა სიაშია ყოფილა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ლუსინ ფავრი.

ამასობაში, "ბაიერნის" მცველის, დავიდ ალაბას მამამ და აგენტმა ჯორჯ ალაბამ ამ დღეებში ვენაში მოლაპარაკებები გამართა მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებთან, - იტყობინება ესპანური გამოცემა "მარკა".

"სამეფო კლუბის" სამწვრთნელო შტაბი სერიოზულ დაინტერესებას გამოთქვამს გერმანული გრანდის ფეხბურთელზე და ვენაში მოლაპარაკებებიც ამის დადასტურება იყო.

აღვნიშნავთ, რომ ალაბას მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში და გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა არ აპირებს ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელთან გამოთხოვებას.

ამ სეზონში ალაბამ 19 მატჩი ჩაატარა გერმანიის ჩემპიონატში და ორი გოლის ავტორი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ერთი წლის შემდეგ ალაბა მოედანს უბრუნდება
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია